https://sputnik-georgia.com/20230420/covid-19-arqturusi-276903893.html
„არქტურუსი“ გავრცელებას განაგრძობს: COVID-19-ის ახალმა შტამმა ახალი სიმპტომი გამოავლინა
„არქტურუსი“ გავრცელებას განაგრძობს: COVID-19-ის ახალმა შტამმა ახალი სიმპტომი გამოავლინა
Sputnik საქართველო
თბილისი, 20 აპრილი — Sputnik. კორონავირუსის ახალი სუბვარიანტი „არქტურუსი“ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში გავრცელებას განაგრძობს და უკვე რუსეთშიც შეაღწია... 20.04.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-04-20T11:15+0400
2023-04-20T11:15+0400
2023-07-20T15:51+0400
covid-19
ახალი ამბები
საზოგადოება
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0c/07/262643650_0:0:2993:1683_1920x0_80_0_0_02009d788f198908da3e99504320b612.jpg
თბილისი, 20 აპრილი — Sputnik. კორონავირუსის ახალი სუბვარიანტი „არქტურუსი“ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში გავრცელებას განაგრძობს და უკვე რუსეთშიც შეაღწია, იუწყება „როსპოტრებნადზორი“.უწყების ცნობით, ქვეყანაში სამი შემთხვევაა გამოვლენილი.კორონავირუსის ახალი ვარიანტი XBB.1.16, ანუ „არქტურუსი“ მანამდე ფართოდ გავრცელდა ინდოეთსა და სინგაპურში, ასევე დაფიქსირდა აშშ-ში, გერმანიაში, ისრაელში, ჩინეთსა და სხვა ქვეყნებში.არსებული ცნობით, „ომიკრონისგან“ განსხვავებით, „არქტურუსი“ გენომში, მათ შორის S-ცილაში, დამატებით მუტაციებს შეიცავს.წინასწარი მონაცემებით, „არქტურუსი“ დიდი გადამდებობით ხასიათდება, თუმცა მაღალი პათოგენურობით არ გამოირჩევა — „ომიკრონის“ სხვა ვარიანტების მსგავსად, „არქტურუსით“ ინფიცირების შემთხვევაში დაავადება შედარებით მსუბუქად მიმდინარეობს.მარტის ბოლოს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ „არქტურუსი“ კორონავირუსის ვარიანტების იმ ჩამონათვალში შეიტანა, რომლებზეც დაკვირვებაა საჭირო.ამ დროისათვის, ჯანმოს კლასიფიკაციით, ინტერესის გამომწვევ ვარიანტად მხოლოდ „კრაკენი“ რჩება.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0c/07/262643650_0:0:2731:2048_1920x0_80_0_0_76d404c81b6305279f035f72fc68e59f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
covid-19, ახალი ამბები, საზოგადოება, მსოფლიოს ახალი ამბები
covid-19, ახალი ამბები, საზოგადოება, მსოფლიოს ახალი ამბები
თბილისი, 20 აპრილი — Sputnik. კორონავირუსის ახალი სუბვარიანტი „არქტურუსი“ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში გავრცელებას განაგრძობს და უკვე რუსეთშიც შეაღწია, იუწყება „როსპოტრებნადზორი“.
უწყების ცნობით, ქვეყანაში სამი შემთხვევაა გამოვლენილი.
კორონავირუსის ახალი ვარიანტი XBB.1.16, ანუ „არქტურუსი“ მანამდე ფართოდ გავრცელდა ინდოეთსა და სინგაპურში, ასევე დაფიქსირდა აშშ-ში, გერმანიაში, ისრაელში, ჩინეთსა და სხვა ქვეყნებში.
არსებული ცნობით, „ომიკრონისგან“ განსხვავებით, „არქტურუსი“ გენომში, მათ შორის S-ცილაში, დამატებით მუტაციებს შეიცავს.
წინასწარი მონაცემებით, „არქტურუსი“ დიდი გადამდებობით ხასიათდება, თუმცა მაღალი პათოგენურობით არ გამოირჩევა — „ომიკრონის“ სხვა ვარიანტების მსგავსად, „არქტურუსით“ ინფიცირების შემთხვევაში დაავადება შედარებით მსუბუქად მიმდინარეობს.
ამასთან, სპეციალისტების თქმით, „არქტურუსს“ ახალი სიმპტომი აქვს, რომელიც კორონავირუსის სხვა ვარიანტებში არ გამოვლენილა — ეს კონიუნქტივიტია.
მარტის ბოლოს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ „არქტურუსი“ კორონავირუსის ვარიანტების იმ ჩამონათვალში შეიტანა, რომლებზეც დაკვირვებაა საჭირო.
ამ დროისათვის, ჯანმოს კლასიფიკაციით, ინტერესის გამომწვევ ვარიანტად მხოლოდ „კრაკენი“ რჩება.