https://sputnik-georgia.com/20230420/baidenma-xeli-moawera-kanons-romelic-covid-19-zesaidumlo-informaciis-gamjravnebas-moitxovs-276901634.html
გამჟღავნდება შეძლებისდაგვარად მეტი ინფორმაცია: ბაიდენმა ახალ კანონს მოაწერა ხელი
გამჟღავნდება შეძლებისდაგვარად მეტი ინფორმაცია: ბაიდენმა ახალ კანონს მოაწერა ხელი
Sputnik საქართველო
თბილისი, 20 აპრილი — Sputnik. პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც COVID-19-ის გამომწვევი კორონავირუსის წარმოშობასთან დაკავშირებული ინფორმაციის... 20.04.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-04-20T10:12+0400
2023-04-20T10:12+0400
2023-07-20T15:51+0400
მსოფლიო დღეს
აშშ
covid-19
ახალი ამბები
ჯო ბაიდენი
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/06/1e/268047502_0:0:3073:1728_1920x0_80_0_0_c61fcb01cc1dfa1487f5219a9834bec1.jpg
თბილისი, 20 აპრილი — Sputnik. პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც COVID-19-ის გამომწვევი კორონავირუსის წარმოშობასთან დაკავშირებული ინფორმაციის გასაჯაროებას მოითხოვს, განაცხადა თეთრმა სახლმა.როგორც ბაიდენმა თქვა, ის იზიარებს კონგრესის მიზანს, გამოქვეყნდეს შეძლებისდაგვარად მეტი ინფორმაცია COVID-19-ის წარმოშობის შესახებ.მანამდე, თეთრ სახლში გაგზავნამდე კანონპროექტი სენატმა და წარმომადგენელთა პალატამ მიიღო ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე.კოროვირუსული პანდემიის წარმოშობის შესახებ უაღრესად პოლიტიზებული დებატები, რომელიც ვაშინგტონში დიდი ხანია მიმდინარეობს, გასულ თვეში განახლდა, როდესაც Wall Street Journal-მა აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტროს მოხსენება გამოაქვეყნა. მოხსენების თანახმად, ვირუსმა, დიდი ალბათობით, ჩინეთის ლაბორატორიიდან გაჟონა.აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტროს თანამშრომლებმა თავიანთი დასკვნა („დარწმუნების დაბალი ხარისხით“) დაზვერვის საიდუმლო ანგარიშებზე დაყრდნობით შეადგინეს. ამ მოსაზრებას ეთანხმება ძიების ფედერალური ბიუროც (FBI), ხოლო ოთხი სადაზვერვო სააგენტო მიიჩნევს, რომ პანდემია ცხოველებიდან ადამიანზე ვირუსის ბუნებრივი გადაცემის შედეგად დაიწყო. კიდევ ორ უწყებას კი ჯერ არ გაუკეთებია დასკვნა.
აშშ
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/06/1e/268047502_5:0:2736:2048_1920x0_80_0_0_9bcb13484ebde9c2ff51f7b2464d83c7.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
აშშ , covid-19, ახალი ამბები, ჯო ბაიდენი, მსოფლიოს ახალი ამბები
აშშ , covid-19, ახალი ამბები, ჯო ბაიდენი, მსოფლიოს ახალი ამბები
თბილისი, 20 აპრილი — Sputnik. პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც COVID-19-ის გამომწვევი კორონავირუსის წარმოშობასთან დაკავშირებული ინფორმაციის გასაჯაროებას მოითხოვს, განაცხადა თეთრმა სახლმა.
როგორც ბაიდენმა თქვა, ის იზიარებს კონგრესის მიზანს, გამოქვეყნდეს შეძლებისდაგვარად მეტი ინფორმაცია COVID-19-ის წარმოშობის შესახებ.
„ამ კანონის განხორციელებისას ჩემი ადმინისტრაცია გაამჟღავნებს და გამოაქვეყნებს რაც შეიძლება მეტ ინფორმაციას ჩემი კონსტიტუციური უფლებამოსილების შესაბამისად, რათა დავიცვა იმ ინფორმაციის გამჟღავნება, რომელმაც შეიძლება ზიანი მიაყენოს ეროვნულ უსაფრთხოებას“, — ნათქვამია ბაიდენის განცხადებაში.
მანამდე, თეთრ სახლში გაგზავნამდე კანონპროექტი სენატმა და წარმომადგენელთა პალატამ მიიღო ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე.
კოროვირუსული პანდემიის წარმოშობის შესახებ უაღრესად პოლიტიზებული დებატები, რომელიც ვაშინგტონში დიდი ხანია მიმდინარეობს, გასულ თვეში განახლდა, როდესაც Wall Street Journal-მა აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტროს მოხსენება გამოაქვეყნა. მოხსენების თანახმად, ვირუსმა, დიდი ალბათობით, ჩინეთის ლაბორატორიიდან გაჟონა.
აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტროს თანამშრომლებმა თავიანთი დასკვნა („დარწმუნების დაბალი ხარისხით“) დაზვერვის საიდუმლო ანგარიშებზე დაყრდნობით შეადგინეს. ამ მოსაზრებას ეთანხმება ძიების ფედერალური ბიუროც (FBI), ხოლო ოთხი სადაზვერვო სააგენტო მიიჩნევს, რომ პანდემია ცხოველებიდან ადამიანზე ვირუსის ბუნებრივი გადაცემის შედეგად დაიწყო. კიდევ ორ უწყებას კი ჯერ არ გაუკეთებია დასკვნა.