https://sputnik-georgia.com/20230419/tetri-saxlis-saidumlo-samsaxurma-ori-wlis-biwuna-daakava-276859020.html
აშშ-ის საიდუმლო სამსახურმა თეთრ სახლში შემძვრალი ორი წლის ბიჭუნა დააკავა: ფოტო
აშშ-ის საიდუმლო სამსახურმა თეთრ სახლში შემძვრალი ორი წლის ბიჭუნა დააკავა: ფოტო
Sputnik საქართველო
თბილისი, 19 აპრილი — Sputnik. სამშაბათს აშშ-ის საიდუმლო სამსახურის სიმშვიდე დროებით დაირღვა, როდესაც თეთრი სახლის ტერიტორიაზე ორი წლის ბიჭუნამ შეაღწია, იუწყება... 19.04.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-04-19T12:10+0400
2023-04-19T12:10+0400
2023-07-20T15:51+0400
მსოფლიო დღეს
აშშ
თეთრი სახლი
ახალი ამბები
შემთხვევები
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0c/10/250353826_346:225:2800:1605_1920x0_80_0_0_785d763b59a0b07ea492d8c98e3c6a84.jpg
თბილისი, 19 აპრილი — Sputnik. სამშაბათს აშშ-ის საიდუმლო სამსახურის სიმშვიდე დროებით დაირღვა, როდესაც თეთრი სახლის ტერიტორიაზე ორი წლის ბიჭუნამ შეაღწია, იუწყება ამერიკული მასმედია.გავრცელებული ცნობით, ბიჭუნა თეთრი სახლის ჩრდილოეთი მხრიდან გაძვრა ლითონის გისოსებში და თავი დაცულ ტერიტორიაზე ამოყო. საიდუმლო სამსახურის თანამშრომლებმა „ყველაზე პატარა ბოროტმოქმედი“ სწორედ იქ დააკავეს, რის შემდეგაც პენსილვან-ავენიუზე მყოფ მშობლებს გადასცეს.აღინიშნება, რომ ოფიცრებმა ბიჭუნას მშობლები „მოკლედ გამოკითხეს“ და მხოლოდ ამის შემდეგ მისცეს გზის გაგრძელების უფლება.როგორც ამერიკული პრესა წერს, ეს შესაძლოა თეთრ სახლში შეღწევის პირველი წარმატებული შემთხვევა იყოს მას შემდეგ, რაც ბოლო წლებში კომპლექსის გარშემო არსებული ღობე თითქმის 4 მეტრამდე აამაღლეს. მიუხედავად იმისა, რომ ღობე წინანდელთან შედარებით მაღალია, ხოლო ბოძებს შორის სივრცე 12,7 სანტიმეტრს არ აღემატება, როგორც ჩანს, ესოდენ პატარა დამრღვევებისთვის ის დაბრკოლებას არ წარმოადგენს.თეთრი სახლის დამცავი ღობე 2019 წელს აამაღლეს მას შემდეგ, რაც ტერიტორიაზე რამდენიმე დამრღვევმა შეაღწია. ყველაზე საგანგაშო ინციდენტი 2017 წელს მოხდა: ქიმიური სპრეით შეიარაღებული ჯონათან ტრანი ღობეზე გადაძვრა და ტერიტორიაზე მთელი 16 წუთი გაატარა, სანამ საიდუმლო სამსახური დააკავებდა. მას თან ჰქონდა მაშინდელი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის წიგნი და აცხადებდა, რომ ის ტრამპის მეგობარი იყო და პრეზიდენტთან შეხვედრა ჰქონდა დანიშნული.წყარო: The Guardian
აშშ
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0c/10/250353826_184:0:2915:2048_1920x0_80_0_0_2d514a5ea3e298f3a51f22038da51111.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
აშშ , თეთრი სახლი, ახალი ამბები, შემთხვევები, მსოფლიოს ახალი ამბები
აშშ , თეთრი სახლი, ახალი ამბები, შემთხვევები, მსოფლიოს ახალი ამბები
თბილისი, 19 აპრილი — Sputnik. სამშაბათს აშშ-ის საიდუმლო სამსახურის სიმშვიდე დროებით დაირღვა, როდესაც თეთრი სახლის ტერიტორიაზე ორი წლის ბიჭუნამ შეაღწია, იუწყება ამერიკული მასმედია.
გავრცელებული ცნობით, ბიჭუნა თეთრი სახლის ჩრდილოეთი მხრიდან გაძვრა ლითონის გისოსებში და თავი დაცულ ტერიტორიაზე ამოყო. საიდუმლო სამსახურის თანამშრომლებმა „ყველაზე პატარა ბოროტმოქმედი“ სწორედ იქ დააკავეს, რის შემდეგაც პენსილვან-ავენიუზე მყოფ მშობლებს გადასცეს.
აღინიშნება, რომ ოფიცრებმა ბიჭუნას მშობლები „მოკლედ გამოკითხეს“ და მხოლოდ ამის შემდეგ მისცეს გზის გაგრძელების უფლება.
„თეთრი სახლის უსაფრთხოების სისტემა მყისიერად ჩაირთო დარღვევაზე. საიდუმლო სამსახურის თანამშრომლებმა ბიჭუნა სწრაფად დააკავეს და სწრაფადვე გადასცეს მშობლებს“, — განაცხადა საიდუმლო სამსახურის წარმომადგენელმა ენტონი გულელმიმ.
როგორც ამერიკული პრესა წერს, ეს შესაძლოა თეთრ სახლში შეღწევის პირველი წარმატებული შემთხვევა იყოს მას შემდეგ, რაც ბოლო წლებში კომპლექსის გარშემო არსებული ღობე თითქმის 4 მეტრამდე აამაღლეს. მიუხედავად იმისა, რომ ღობე წინანდელთან შედარებით მაღალია, ხოლო ბოძებს შორის სივრცე 12,7 სანტიმეტრს არ აღემატება, როგორც ჩანს, ესოდენ პატარა დამრღვევებისთვის ის დაბრკოლებას არ წარმოადგენს.
თეთრი სახლის დამცავი ღობე 2019 წელს აამაღლეს მას შემდეგ, რაც ტერიტორიაზე რამდენიმე დამრღვევმა შეაღწია. ყველაზე საგანგაშო ინციდენტი 2017 წელს მოხდა: ქიმიური სპრეით შეიარაღებული ჯონათან ტრანი ღობეზე გადაძვრა და ტერიტორიაზე მთელი 16 წუთი გაატარა, სანამ საიდუმლო სამსახური დააკავებდა. მას თან ჰქონდა მაშინდელი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის წიგნი და აცხადებდა, რომ ის ტრამპის მეგობარი იყო და პრეზიდენტთან შეხვედრა ჰქონდა დანიშნული.