საქართველოს რკინიგზამ დამატებითი რეისი დანიშნა

© courtesy of Georgian Railwayმატარებელი თბილისი-ბათუმი
მატარებელი თბილისი-ბათუმი - Sputnik საქართველო, 1920, 19.04.2023
გამოწერა
კომპანია ახალი რეისის დეტალურ განრიგს აქვეყნებს.
თბილისი, 19 აპრილი — Sputnik. „საქართველოს რკინიგზა“ თბილისი–ბათუმი–თბილისის მიმართულებით 22 და 24 აპრილს რეისს ამატებს, იუწყება კომპანიის პრეს-სამსახური.
დედაქალაქიდან მატარებელი გავა 00:35 საათზე და ბათუმში ჩავა 05:47 საათზე.
ბათუმიდან მატარებელი გავა 00:45 საათზე და თბილისში იქნება 05:50 საათზე.
მატარებლის ბილეთების შეძენა შესაძლებელია სპეციალურ ვებ-გვერდზე www.ticket.railway.ge, სწრაფი გადახდის აპარატებით, რკინიგზის სადგურების სალაროებში, ასევე „საქართველოს რკინიგზის“ პარტნიორ კომპანიებში.
ყველა ახალი ამბავი
0