20 აპრილის მზის დაბნელება: რა დაიშვება და რა იკრძალება ხალხური რწმენით
18:17 19.04.2023 (განახლებულია: 08:54 20.04.2023)
© Pixabay / Placidplaceმზის დაბნელების ფაზა
© Pixabay / Placidplace
გამოწერა
20 აპრილის დილით მზის ჰიბრიდული დაბნელებაა მოსალოდნელი, ამიტომ წინდაწინ გაგაცნობთ, რა იკრძალება და რა დაიშვება ამ დღეს ხალხური რწმენით.
მზის დაბნელება ასტრონომიული მოვლენაა, რა დროსაც მთვარე მზეს მთლიანად ან ნაწილობრივ ფარავს.
მაგრამ, მიუხედავად იმისა, რომ ამ მოვლენის შესახებ ყველამ ყველაფერი ვიცით და უკვე კარგა ხანია მზის დაბნელება მისტიკად აღარ გვეჩვენება, მაინც მრავლად შეხვდებით ისეთებს, რომლებიც მასთან დაკავშირებულ ცრურწმენებსა და მინიშნებებს ყურადღებას აქცევენ. როგორც ჩანს, ასეთებში გენეტიკური მეხსიერება მძლავრობს, ანუ წინაპართა დაკვირვება-გამოცდილება უკვალოდ არ ქრება.
გამომდინარე იქიდან, რომ ხვალ, 20 აპრილის დილით (თბილისის დროით 08:17 საათზე) მზის ჰიბრიდული დაბნელებაა მოსალოდნელი, წინდაწინ გაგაცნობთ იმ მინიშნებებსა და ხალხში ფეხმოკიდებულ რწმენებს, რომლებიც ძველებმა მოვლენაზე დაკვირვებებით ჩამოაყალიბეს და დღემდე მოიტანეს.
მზის დაბნელების დღეს არ შეიძლება:
ახალი საქმის წამოწყება;
საცხოვრებლის გამოცვლა ან ამის შესახებ გადაწყვეტილების მიღება;
სამსახურის შეცვლა;
ფულის სესხება-გასესხება;
მეგობრებთან, ახლობლებთან თუ პარტნიორთან ურთიერთობების გარჩევა და მათი გამოწვევა – არსებობს დიდი შანსი, რომ ამ საუბარს სკანდალი მოჰყვეს;
არათუ სერიოზული ქირურგიული ოპერაციის, არამედ სრულიად უმტკივნეულო ფრჩხილების დაჭრაც კი;
ახლად დანიშნული წამლების მიღების დაწყება – ეფექტი შესაძლოა სრულიად მოულოდნელი იყოს;
ხელის თხოვნა და ქორწილის გადახდა.
გაითვალისწინეთ:
თუ მზის დაბნელების დღეს:
წყალი დაგეღვარათ ან წვიმაში მოჰყევით – ეს კარგის ნიშანია, ელოდეთ სასიამოვნო ამბავს ან შემთხვევას;
ფეხი გადაგიბრუნდათ ან ფეხსაცმელზე ქუსლი მოგიტყდათ – ე.ი. განგება მიგანიშნებთ, რომ რაღაც საქმეში არასწორ გზას ადგახართ.
მზის დაბნელების დღეს კარგია:
მოსაწყენი თუ დამთრგუნველი ურთიერთობების გაწყვეტა;
ძველი ტანსაცმლისა და ავეჯის გადაყრა;
ოჯახის წევრებთან ერთად დასვენება.