https://sputnik-georgia.com/20230419/-26------18----276878958.html
თელავში 26 წლის ქალის მკვლელობისთვის ბრალდებულს 18 წლით პატიმრობა შეეფარდა
თელავში 26 წლის ქალის მკვლელობისთვის ბრალდებულს 18 წლით პატიმრობა შეეფარდა
Sputnik საქართველო
თბილისი, 19 აპრილი— Sputnik. თელავის რაიონულმა სასამართლომ ახალგაზრდა ქალის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ 22 წლის მამაკაცს 18 წლით თავისუფლების აღკვეთა... 19.04.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-04-19T18:55+0400
2023-04-19T18:55+0400
2023-04-19T21:39+0400
საქართველო
საქართველოს პროკურატურა
კრიმინალი საქართველოში
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24529/75/245297529_0:160:3072:1888_1920x0_80_0_0_c708abbe555ee74450a5c4ce5fc95a50.jpg
თბილისი, 19 აპრილი— Sputnik. თელავის რაიონულმა სასამართლომ ახალგაზრდა ქალის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ 22 წლის მამაკაცს 18 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. სასამართლო პროცესს ესწრებოდა თავად ბრალდებულიც, რომელმაც სიტყვის უფლებით არ ისარგებლა. მხარეების დასკვნითი სიტყვების წარმოთქმის შემდეგ კი სახელმწიფო ბრალდებამ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე მოითხოვა დაკავებულის დამნაშავედ ცნობა, რაც მოსამართლე მამუკა წიკლაურმა დააკმაყოფილა და მამაკაცი დამნაშავედ ცნო.საქმე ეხება თელავში გასული წლის 9 ოქტომბერს მომხდარი მკვლელობის ფაქტს. გამოძიებამ დაადგინა, რომ ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მყოფმა ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს, 26 წლის ქალს, წლინახევრის შვილის თადასწრებით ცივი იარაღის გამოყენებით ყელის არეში სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. პოლიციამ დამნაშავე „ცხელ კვალზე“ დააკავა.ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე სსკ-ის 11 პრიმა 109-ე მუხლით აღიძრა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24529/75/245297529_171:0:2902:2048_1920x0_80_0_0_44eec6e4d4593f47a908e97efccd7a95.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს პროკურატურა, კრიმინალი საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს პროკურატურა, კრიმინალი საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
თელავში 26 წლის ქალის მკვლელობისთვის ბრალდებულს 18 წლით პატიმრობა შეეფარდა
18:55 19.04.2023 (განახლებულია: 21:39 19.04.2023) თბილისი, 19 აპრილი— Sputnik. თელავის რაიონულმა სასამართლომ ახალგაზრდა ქალის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ 22 წლის მამაკაცს 18 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.
სასამართლო პროცესს ესწრებოდა თავად ბრალდებულიც, რომელმაც სიტყვის უფლებით არ ისარგებლა. მხარეების დასკვნითი სიტყვების წარმოთქმის შემდეგ კი სახელმწიფო ბრალდებამ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე მოითხოვა დაკავებულის დამნაშავედ ცნობა, რაც მოსამართლე მამუკა წიკლაურმა დააკმაყოფილა და მამაკაცი დამნაშავედ ცნო.
საქმე ეხება თელავში გასული წლის 9 ოქტომბერს მომხდარი მკვლელობის ფაქტს. გამოძიებამ დაადგინა, რომ ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მყოფმა ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს, 26 წლის ქალს, წლინახევრის შვილის თადასწრებით ცივი იარაღის გამოყენებით ყელის არეში სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. პოლიციამ დამნაშავე „ცხელ კვალზე“ დააკავა.
ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე სსკ-ის 11 პრიმა 109-ე მუხლით აღიძრა.