Tbilisi Adventure Run: დედაქალაქში სათავგადასავლო გარბენი გაიმართება

© photo: Sputnik / Evgenij Biyatov / გადასვლა მედიაბანკშიმარათონის მონაწილე
მარათონის მონაწილე - Sputnik საქართველო, 1920, 18.04.2023
გამოწერა
გარბენი თბილისის მერიის მიერ მონიშნულ ახალ ბილიკებზე გაიმართება.
თბილისი, 18 აპრილი — Sputnik. თბილისის სათავგადასავლო გარბენი Tbilisi Adventure Run 23 აპრილს გაიმართება, ნათქვამია ორგანიზატორების განცხადებაში.
თბილისის სათავგადასავლო გარბენის მონაწილეების, სამთო სირბილის ენთუზიასტების გასახარად გარბენი სერტიფიცირებულია სამთო სირბილის საერთაშორისო ასოციაციის (ITRA) მიერ. ეს იმას ნიშნავს, რომ ყველა მონაწილე, რომელიც სრულ დისტანციას დაფარავს, ITRA-ქულებს მიიღებს.
ITRA ქულები დაირიცხება სერტიფიცირებული რბოლის ფინიშზე მისვლისას, თუმცა მნიშვნელოვანია არა მხოლოდ დისტანციის დასრულება, არამედ ორგანიზატორების მიერ გამოყოფილი დროის ლიმიტის დაცვაც.
წელს გარბენი თბილისის მერიის მიერ მონიშნულ ახალ ბილიკებზე გაიმართება. ორგანიზატორები მონაწილეებს სთავაზობენ გარბენის სამ ტიპს – მომზადების დონის გათვალისწინებით:
სახალისო გარბენი: 7 კმ | სიმაღლე 300 მ
სპრინტი: 12 კმ | სიმაღლე 550 მ
ტრეილი: 19 კმ | სიმაღლე 900 მ
რბოლა თბილისის მერიის მხარდაჭერით და საქართველოს სამთო სირბილის ფედერაცია TRAILLAB-თან პარტნიორობით გაიმართება.
ყველა ახალი ამბავი
0