რუსეთის დუმამ ბალტიისპირეთის ქვეყნებისადმი მიმართვის პროექტი მიიღო

© photo: Sputnik / Alexander Astafyev
  - Sputnik საქართველო, 1920, 18.04.2023
გამოწერა
თბილისი, 18 აპრილი — Sputnik. რუსეთის სახელმწიფო დუმამ მიიღო მიმართვის პროექტი, რომელიც ლატვიაში, ლიეტუვასა და ესტონეთში რუსულენოვანი მოქალაქეების მიმართ რეპრესიული პოლიტიკის დაუშვებლობას ეხება, იუწყება საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“.
სააგენტოს ცნობით, პარლამენტის ქვედა პალატამ მოითხოვა, რომ ბალტიისპირეთის ქვეყნების ხელმძღვანელობამ შეწყვიტოს რუსულენოვანი მოქალაქეების უფლებების ხელყოფა და დაიცვას საერთაშორისო სამართლის პრინციპები.
როგორც დოკუმენტის ავტორები აღნიშნავენ, ბალტიისპირეთის რესპუბლიკებში წახალისებულია ნაციონალიზმი და შეუწყნარებლობა რუსების მიმართ, ბავშვების ბულინგი სკოლებში, ჟურნალისტების დევნა და ისტორიული ფაქტების შეცვლა.
ამასთან რუსი დეპუტატები ბალტიისპირეთში საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროდან „რუსული ენის ტოტალური განდევნის“ კურსს დანაშაულებრივად აფასებენ.
გარდა ამისა, როგორც მიმართვაშია ნათქვამი, დასავლეთი თვალს ხუჭავს ბალტიისპირეთის ქვეყნების მიერ საერთაშორისო ვალდებულებების შეუსრულებლობაზე და ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის ნორმების უგულებელყოფაზე.
რუსი დეპუტატების აზრით, ლატვიაში, ლიეტუვასა და ესტონეთში ირღვევა საერთაშორისო პაქტები სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების, ასევე ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ, საერთაშორისო კონვენცია რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ და ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენცია.
დოკუმენტი სახელმწიფო დუმას დსთ-ის, ევრაზიული ინტეგრაციისა და თანამემამულეებთან ურთიერთობის კომიტეტმა წარუდგინა.
ყველა ახალი ამბავი
0