გიორგი შალიკაშვილის ნახატები ნიუ-იორკში გამოიფინება

© AFP 2024 / Eduardo Munoz Alvarezნიუ-ჯერსი
ნიუ-ჯერსი - Sputnik საქართველო, 1920, 18.04.2023
გამოწერა
გიორგი ავითარებს ვიზუალურ ენას, რომელსაც, მისი აზრით, შეუძლია გავლენა მოახდინოს გონებაზე, აღნიშნავენ ვიზუალური ხელოვნების სკოლაში.
თბილისი, 18 აპრილი — Sputnik. ამერიკაში მცხოვრები ქართველი მხატვრის გიორგი შალიკაშვილის ნამუშევრები ნიუ-იორკში, ჩელსის გალერეაში 27 აპრილს გამოიფინება, ნათქვამია ღონისძიების ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ექსპოზიცია ვიზუალური ხელოვნების სკოლის (School of Visual Arts) საგაზაფხულო ღია სტუდიაში გამოიფინება საგანმანათლებლო დაწესებულების შემოქმედებითი პროგრამის ფარგლებში.
გიორგი შალიკაშვილი 1992 წელს თბილისში მხატვრების ოჯახში დაიბადა. მან ხატვა ადრეული ასაკიდან დაიწყო.
© Courtesy of George Shalikashviliგიორგი შალიკაშვილი ნამუშევარი
Работы художника Георгия Шаликашвили - Sputnik საქართველო, 1920, 18.04.2023
გიორგი შალიკაშვილი ნამუშევარი
ხელოვანმა 2015 წელს თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში ბაკალავრის ხარისხი მიიღო. არის წინანდლის პრემიის ლაურეატი და მრავალი გამოფენის მონაწილე.
გამოფენის ორგანიზატორების განცხადებით, გიორგი შალიკაშვილის შემოქმედებაში ორიგინალური ფორმები, გადაკვეთილი სილუეტები და ფერები გულისხმობს კავშირს ადამიანის გამოცდილებასა და აბსტრაქტულ სამყაროს შორის.
„გიორგი ავითარებს ვიზუალურ ენას, რომელსაც, მისი აზრით, შეუძლია გავლენა მოახდინოს გონებაზე“, – ნათქვამია გამოფენის ანონსში.
ყველა ახალი ამბავი
0