ყვავილი, რომელიც ყველა ოჯახში უნდა იყოს: ბალბის სასიკეთო თვისებები
16:00 18.04.2023 (განახლებულია: 20:47 18.04.2023)
გამოწერა
ვისაც ქოთნის ყვავილები უყვარს, კარგად იცნობს ბალბას — ხასხასა ფერადყვავილებიან მცენარეს, რომელიც ოდითგან მიიჩნევა ოჯახში თბილი, მშვიდი და მყუდრო ატმოსფეროს შემქმნელად.
ასტროლოგების მტკიცებით, ბალბა ხელს უშლის უარყოფითი ენერგიის გავრცელებას და სახლს არასასურველი სტუმრებისგან იცავს. ამასთან აქვს დამამშვიდებელი, ანტისტრესული თვისებები და ადამიანს მეტად რბილს, მომთმენსა და კეთილს ხდის.
გარდა ამისა, ამბობენ, რომ ბალბა იზიდავს ფინანსურ კეთილდღეობასა და სტაბილურობას.
სხვა გავრცელებული მოსაზრებები, თუ რატომ უნდა იდგეს ბალბა ყველა ოჯახში, ასე გამოიყურება:
ბალბის სურნელი დეპრესიის დაძლევასა და ნერვული სისტემის განმტკიცებას უწყობს ხელს. თუ მას იმ ოთახში დავდგამთ, რომელშიც გეოპათოგენური ზონაა, მცენარე მის მავნე ზემოქმედებას გაანეიტრალებს.
ამბობენ, რომ თუ თქვენი სიყვარული ცალმხრივია, საყვარელ ადამიანს უბრალოდ ბალბის ყვავილი უნდა აჩუქოთ. თუ თქვენი „ტრფიალის საგანი“ ყვავილს შინ წაიღებს და დაიდგამს, იცოდეთ, რომ მისი სიყვარული გარანტირებული გაქვთ.
ჩრჩილი, ბუზები და სხვა მწერები ვერ იტანენ ბალბის ფოთლებს. სხვათა შორის, მკბენარისგან დასაცავად ან მათ მოსაცილებლად ძალიან კარგია შინაური ცხოველების ბალბის ფოთლებით დაზელვა.
ბალბა კარგი სამკურნალო საშუალებაა თავის ტკივილისა და გაციებისას. იმისათვის, რომ თავი მეტად მხნედ იგრძნოთ, საკმარისია ყოველდღე 10-10 წუთით გვერდით მიუჯდეთ ბალბას.
ბალბა ასუფთავებს ჰაერს და კლავს მავნე ბაქტერიებს. ჰაერის გასაწმენდად შეგიძლიათ გამოიყენოთ ბალბის ზეთი, რომელიც აფთიაქებში იყიდება და რომელიც 3-4 წვეთი უნდა დააპკუროთ არომალამპას. ბალბის ზეთი, გარდა იმისა, რომ ჰორმონალურ ბალანსსაც არეგულირებს, ასევე აღძრავს გრძნობებს. ამიტომაც ძალიან კარგი იქნება, თუ რომანტიკული ვახშმისას არომალამპას 5 წვეთ ზეთს დააპკურებთ.
ბალბა შესანიშნავად მოქმედებს ნერვული სისტემის პრობლემების მქონე ადამიანებზე, ჰიპერტონიკებზე, მათზე, ვისაც აწუხებს უძილობა, კუჭ-ნაწლავისა და გულის დაავადებები. თუ ბალბის ფოთოლს მტკივან ადგილზე, ვთქვათ, კბილზე, ყურზე ან რადიკულიტისას წელზე დაიდებთ, აუცილებლად მოგგვრით შვებას. კბილის ტკივილისას ბალბის ფოთოლი პირში კი არ უნდა ჩაიდოთ, არამედ გარედან, ლოყაზე უნდა მიიდოთ და აიკრათ. რადიკულიტისას კი ფოთლები უნდა დანაყოთ და კომპრესის სახით დაიდოთ წელზე. ასეთივე კომპრესი შეგიძლიათ გამოიყენოთ ჰიპერტონიის დროსაც.
რაც მთავარია, სახალხო მკურნალები ამბობენ, რომ ოჯახში, სადაც ბალბის ქოთანი დგას, არ ჩნდება სიმსივნური დაავადებები. პარაფსიქოლოგების რწმენით კი ეს მცენარე ადამიანის დაზიანებულ ბიოველს აღადგენს.