აპრილში თბილისში ქართული კინომუსიკის შედევრები აჟღერდება

© photo: Sputnik / Stringerფილარმონია
ფილარმონია - Sputnik საქართველო, 1920, 18.04.2023
გამოწერა
კონცერტი ეძღვნება ლეგენდარული „ცისფერი ტრიოს“ მუსიკოსის თამაზ სეფერთელაძის ხსოვნას.
თბილისი, 18 აპრილი — Sputnik. კონცერტი „ქართული კინომუსიკის შედევრები - მეხსიერების ბარათი #2“ თბილისის საკონცერტო დარბაზის (ფილარმონია) სცენაზე 22 აპრილს გაიმართება, ნათქვამია ორგანიზატორების განცხადებაში.

„ქართული კინომუსიკის შედევრები - მეხსიერების ბარათი #2“ უნიკალური პროექტია, რომელიც აერთიანებს იშვიათ სანოტო და ვიზუალურ საარქივო მასალებს. ერთ მუსიკალურ წარმოდგენაში შეგიძლიათ დატკბეთ ლეგენდარული ქართველი კომპოზიტორებისა და რეჟისორების შემოქმედებითი მემკვიდრეობით.

საღამოს სტუმრებს ორგანიზატორები ქართული კინომუსიკის სამყაროში „მოგზაურობას“ ჰპირდებიან დირიჟორთან, პიანისტთან და კომპოზიტორთან, მაესტრო ნიკოლოზ რაჭველთან, ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან და აღიარებულ სოლისტებთან ერთად.
კონცერტი ეძღვნება ლეგენდარული „ცისფერი ტრიოს“ მუსიკოსის თამაზ სეფერთელაძის ხსოვნას, რომელიც 2023 წლის მარტში გარდაიცვალა.
ყველა ახალი ამბავი
0