არაქართველი ქართველები, ანუ ამბავი სამშობლოდ ქცეული ქვეყნის ერთგულებისა
18:05 17.04.2023 (განახლებულია: 18:11 17.04.2023)
გამოწერა
საქართველოს ისტორიას ქვეყნისთვის თავდადებული ქართველები ქმნიდნენ, მაგრამ იყვნენ არაქართველი პატრიოტებიც, რომელთაც არანაკლები წვლილი აქვთ შეტანილი ქვეყნის გადარჩენაში.
ამჯერად რამდენიმე გმირს გაგახსენებთ, რომლებიც ქართლ-კახეთის მეფე ერეკლე II-ის სამსახურში იდგნენ და დაუნანებლად ღვრიდნენ სისხლს საქართველოსთვის.

ბოლატიკო ხეთაგური
პატარა კახის ერთგული თანამებრძოლი, გამორჩეული მხედარი, ახოვანი ვაჟკაცი, ფეხმარდი და უბადლო მეომარი, რომელიც მეფის პირად გვარდიაში ირიცხებოდა.
ბოლატიკო უამრავ ბრძოლაში ახლდა ერეკლეს და მასთან ერთად არაერთხელ განიცადა დამარცხების სიმწარეცა და გამარჯვების სიხარულიც. ოსმა ყმაწვილმა განსაკუთრებით მარბიელ ლეკებს გაუშრო სისხლი, შიშის ზარს სცემდა მათ და სადაც წააწყდებოდა მოთარეშეებს, არ ახარებდა.
ასპინძის ომშიც კარგად გაისარჯა ბოლატიკო და გამარჯვებაშიც წილი დაიდო. თუმცა ეს სიცოცხლის ფასად დაუჯდა. გახურებულ ბრძოლაში მტრის ერთ-ერთი მებრძოლი მეფე ერეკლეს მიუახლოვდა და თოფიდან ესროლა. ხელჩართულ ომში მეფეს არ შეუნიშნავს მსროლელი, განწირული იყო სასიკვდილოდ, მაგრამ იქვე იბრძოდა ერთგული ბოლატიკო ხეთაგური. დაუფიქრებლად გადაეფარა ერეკლეს და მისთვის დამიზნებულ ტყვიას მკერდი შეუშვირა...
გულწრფელი სიყვარულით დაიტირა მეფემ გმირი. მშობლიურ სოფელში წაასვენა და დიდი პატივით დაკრძალა. ხოლო ბოლატიკოს მამამ, დახჩიკო ხეთაგურმა, სამეფო წყალობა და მამული მიიღო მადლიერი პატარა კახისგან.

გივია ოსი
ერეკლეს კიდევ ერთი მებრძოლი, შეუდარებელი აღნაგობისა და დიდი ძალის მქონე, ბრძოლებში თავდაუზოგავი ვაჟკაცი...
1795 წელს აღა-მაჰმად-ხანს თბილისში განჯის მფლობელი ჯავად-ხანი შემოუძღვა, რომელსაც თან ახლდა სარდალი არზრუმანა — მამაცი, მაგრამ სასტიკი და დაუნდობელი კაცი.
არზრუმანამ უხვად დაღვარა თბილისელების სისხლი, არც ბავშვი დაინდო და არც ქალი. სამწუხაროდ, მაშინ მტარვალს ეს სისხლი შერჩა.
მაგრამ მეფე ერეკლეს ჯავრი არ განელებია. მომდევნო წელს ჯავად-ხანის დასჯა გადაწყვიტა და განჯის ასაღებად უფლისწული ალექსანდრე გაგზავნა. ქართველებმა განჯა დალაშქრეს, მოღალატე განჯის ხანი დააჩოქეს, დიდი ნადავლი წამოიღეს, მრავალი ტყვე წამოასხეს და ისე დაბრუნდნენ უკან.
იმ უშეღავათო ბრძოლაში დიდად გამოირჩა გივია ოსი. თავდაუზოგავად იქნია ხმალი და ჯავრი იყარა მტერზე. უშიშრად მიეჭრა მცველებით გარშემორტყმულ არზრუმანას, თანამებრძოლები დაუხოცა, სარდალს მიეტანა და განჯის კედელს მიასრისა თბილისის მაოხარი.
ქართველმა მეომრებმა ყიჟინით მიულოცეს გამარჯვება ოს ჭაბუკს. მანაც, ვაშა და დიდება საქართველოსო! — დასჭექა და მუხლი მოიყარა ქართული დროშის წინ...

ხუდია ბორჩალოელი
მეფე ერეკლეს ბორჩალოელებისგან შემდგარი პირადი გვარდიის მეთაური, რომლებიც წუთითაც არ სცილდებოდნენ გვერდიდან პატარა კახს, ყველა ლაშქრობაში თან ახლდნენ ლეგენდარულ მეფეს.
რაღა თქმა უნდა, არც ასპინძის ბრძოლას გამოკლებიან. სწორედ იქ, იმ ომში იყო, რომ ხუდიამ, აღაბაბა ერისთავთან და სვიმონ მუხრანბატონთან ერთად მეფის ურთულესი დავალება შეასრულა, რითიც საბოლოოდ განსაზღვრა კიდეც ოსმალების მარცხი.
საქმე კი ასე იყო: მას შემდეგ, რაც 19 აპრილს რუსთა სარდალი ტოტლებენი თავისი რაზმითურთ მოულოდნელად უკან დაბრუნდა, აწყურის ციხეში გამაგრებულმა ოსმალოებმა დრო იხელთეს, ციხიდან გამოიჭრნენ და ქართველებს შეუტიეს. ერეკლე II-მ უკუაგდო მტერი და ასპინძისკენ დაიძრა.

მალე ასპინძასთან მტრის ძირითადი ძალებიც გამოჩნდა. ერეკლემ ოსმალ-ლეკთა რვაათასიანი ლაშქრის დიდ ნაწილს მტკვარზე გადასვლის საშუალება მისცა, ღამით კი აღაბაბა ერისთავს, სვიმონ მუხრანბატონსა და ხუდია ბორჩალოელს დაავალა, მალულად გადაეხერხათ ხიდის თავხეები, რათა მტერს უკან დასახევი გზა მოჭროდა.
მეორე დღეს, 1770 წლის 20 აპრილს, ქართველები შეტევაზე გადავიდნენ და ოსმალები უკუაქციეს. ამ დროს თავხეებგადახერხილმა ხიდმა სიმძიმეს ვერ გაუძლო, ჩატყდა და მტრის უამრავი მეომარი ადიდებულ მტკვარში ჩაიტანა. დანარჩენები კი პატარა კახისა და სხვა ქართველების ხმლების ლუკმად იქცნენ...
ლადო ასათიანმა ლექსიც კი გამოუთქვა გვარითა და წარმოშობით არაქართველ, მაგრამ სულითა და რწმენით ქართველ ვაჟკაცს:

„კაფეს და კაფეს ქართველთა, ვიდრე ჰყოფნიდათ ხმლის სისქე,
შეშინებულმა მტრის ჯარმა პირი იბრუნა ხიდისკენ.
ხიდი რომ არი, ხიდიც კი ომში ხანდახან ხუნდია,
განა ამაოდ იღვწოდა ბორჩალოელი ხუდია!“

მერე კრწანისი გარდაიხადეს ბორჩალოელებმა ქართველებთან ერთად. კრწანისის ველზე 200 ბორჩალოელი შეაკვდა სპარსელებს, რომლებმაც საგანგებოდ წაბილწეს მათი ცხედრები — ქრისტიანი მეფისა და სამშობლოდქცეული ქვეყნის ერთგულება არ აპატიეს მათ.
ხუდიამ კი თავის რაზმთან ერთად კრწანისის მერეც განაგრძო პატარა კახის მხარდამხარ მტრის წინააღმდეგ ბრძოლა და სწორედ ამიტომ ქართველებს დღესაც ჩვენად მიაჩნიათ სეიდაბადელი შიიტები — ხუდია და მისი თავგანწირული ბორჩალოელები...