https://sputnik-georgia.com/20230417/kanis-kibos-eqsperimentuli-vaqcina-276797068.html
Moderna/Merck-ის მიღწევა: კანის კიბოს ექსპერიმენტულმა ვაქცინამ მაღალი შედეგი აჩვენა
Moderna/Merck-ის მიღწევა: კანის კიბოს ექსპერიმენტულმა ვაქცინამ მაღალი შედეგი აჩვენა
Sputnik საქართველო
თბილისი, 17 აპრილი — Sputnik. კანის კიბოს წინააღმდეგ მატრიცულ რიბონუკლეინის მჟავაზე (mRNA) დამზადებულმა ექსპერიმენტულმა ვაქცინამ ტესტირებისას ეფექტური შედეგები... 17.04.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-04-17T17:28+0400
2023-04-17T17:28+0400
2023-08-17T10:47+0400
მსოფლიო დღეს
მსოფლიო მეცნიერული კვლევები
ახალი ამბები
ექიმის რჩევები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/18/252415610_0:160:3073:1888_1920x0_80_0_0_b9ee41afed2a8cc3303258ddb90232c4.jpg
თბილისი, 17 აპრილი — Sputnik. კანის კიბოს წინააღმდეგ მატრიცულ რიბონუკლეინის მჟავაზე (mRNA) დამზადებულმა ექსპერიმენტულმა ვაქცინამ ტესტირებისას ეფექტური შედეგები აჩვენა, წერს Reuters-ი კიბოს კვლევის ამერიკული ასოციაციის კონფერენციაზე წარმოდგენილ მონაცემებზე დაყრდნობით.გავრცელებული ინფორმაციით, ვაქცინა, რომელიც ფარმაკომპანიების — Moderna-სა და Merck-ის მეცნიერებმა ერთობლივად შექმნეს, კანის კიბოთი სიკვდილის ან რეციდივის რისკს 44%-ით ამცირებს.მეცნიერთა აზრით, ეს ვაქცინა „პოტენციურად მნიშვნელოვანი გარღვევაა“ კანის კიბოს მკურნალობაში. მისი შემქმნელებეის განმარტებით, ვაქცინა ადამიანის იმუნურ სისტემას კიბოს უჯრედებში გარკვეული მუტაციების ამოცნობასა და განადგურებას „ასწავლის“.Moderna/Merck-ის ექსპერიმენტული ვაქცინის ეფექტურობა 107 პაციენტზე გამოიცადა. მკურნალობიდან ორი წლის შემდეგ კანის კიბო მხოლოდ 24 პაციენტს „დაუბრუნდა“, რაც საერთო რაოდენობის 22.4%-ია.როგორც Merck-ში აცხადებენ, კომპანია ამ დროისათვის მოლაპარაკებებს აწარმოებს აშშ-ს მარეგულირებელ ორგანოებთან, რათა ვაქცინის ეფექტურობა დაავადების გვიანი სტადიის მქონე ავადმყოფებზე გამოიცადოს. ასეთი ტესტებისა და მათი შედეგების მიღებას შეიძლება კიდევ სამი-ოთხი წელი დასჭირდეს.წყარო: Reuters
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/18/252415610_170:0:2901:2048_1920x0_80_0_0_dd89c5d541dba131b501ba6681aa8315.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
მსოფლიო მეცნიერული კვლევები, ახალი ამბები, ექიმის რჩევები
მსოფლიო მეცნიერული კვლევები, ახალი ამბები, ექიმის რჩევები
Moderna/Merck-ის მიღწევა: კანის კიბოს ექსპერიმენტულმა ვაქცინამ მაღალი შედეგი აჩვენა
17:28 17.04.2023 (განახლებულია: 10:47 17.08.2023) თბილისი, 17 აპრილი — Sputnik. კანის კიბოს წინააღმდეგ მატრიცულ რიბონუკლეინის მჟავაზე (mRNA) დამზადებულმა ექსპერიმენტულმა ვაქცინამ ტესტირებისას ეფექტური შედეგები აჩვენა, წერს Reuters-ი კიბოს კვლევის ამერიკული ასოციაციის კონფერენციაზე წარმოდგენილ მონაცემებზე დაყრდნობით.
გავრცელებული ინფორმაციით, ვაქცინა, რომელიც ფარმაკომპანიების — Moderna-სა და Merck-ის მეცნიერებმა ერთობლივად შექმნეს, კანის კიბოთი სიკვდილის ან რეციდივის რისკს 44%-ით ამცირებს.
მეცნიერთა აზრით, ეს ვაქცინა „პოტენციურად მნიშვნელოვანი გარღვევაა“ კანის კიბოს მკურნალობაში. მისი შემქმნელებეის განმარტებით, ვაქცინა ადამიანის იმუნურ სისტემას კიბოს უჯრედებში გარკვეული მუტაციების ამოცნობასა და განადგურებას „ასწავლის“.
Moderna/Merck-ის ექსპერიმენტული ვაქცინის ეფექტურობა 107 პაციენტზე გამოიცადა. მკურნალობიდან ორი წლის შემდეგ კანის კიბო მხოლოდ 24 პაციენტს „დაუბრუნდა“, რაც საერთო რაოდენობის 22.4%-ია.
როგორც Merck-ში აცხადებენ, კომპანია ამ დროისათვის მოლაპარაკებებს აწარმოებს აშშ-ს მარეგულირებელ ორგანოებთან, რათა ვაქცინის ეფექტურობა დაავადების გვიანი სტადიის მქონე ავადმყოფებზე გამოიცადოს. ასეთი ტესტებისა და მათი შედეგების მიღებას შეიძლება კიდევ სამი-ოთხი წელი დასჭირდეს.