https://sputnik-georgia.com/20230417/ilon-maskma-raketis-gasveba-gadado-276798450.html
ილონ მასკმა რაკეტის გაშვება ორი დღით გადადო: ცნობილია მიზეზი
ილონ მასკმა რაკეტის გაშვება ორი დღით გადადო: ცნობილია მიზეზი
Sputnik საქართველო
თბილისი, 17 აპრილი — Sputnik. ამერიკულმა კორპორაცია SpaceX-მა ისტორიაში ყველაზე მძიმე რაკეტა Starship-ის პირველი საცდელი ფრენა მინიმუმ ორი დღით გადადო. 17.04.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-04-17T18:44+0400
2023-04-17T18:44+0400
2023-07-20T15:51+0400
მსოფლიო დღეს
აშშ
ილონ მასკი
ახალი ამბები
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0b/1a/250165908_514:188:3018:1596_1920x0_80_0_0_a205b0351ddc7d9b38032f7ec6263bbf.jpg
თბილისი, 17 აპრილი — Sputnik. ამერიკულმა კორპორაცია SpaceX-მა ისტორიაში ყველაზე მძიმე რაკეტა Starship-ის პირველი საცდელი ფრენა მინიმუმ ორი დღით გადადო.ამის თაობაზე თავად ილონ მასკმა დაწერა Twitter-ზე.მისი თქმით, ფრენის გადადების მიზეზი წნევის სარქველს უკავშირდება, რის გამოც ახლა რაკეტიდან 4600 ტონა ზეცივი საწვავი უნდა ამოტუმბონ.ცოტა ხნის შემდეგ კი კიდევ ერთი ტვიტი გამოაქვეყნა, რომელშიც წერს:Starship გაშვება 17 აპრილს იყო დაგეგმილი ბოკა ჩიკას (აშშ) ახალი კერძო კოსმოდრომიდან. ფრენის სამზადისი კორპორაციის YouTube-არხით გადაიცემოდა და მას ერთდროულად 500 000-ზე მეტი ადამიანი ადევნებდა თვალს.SpaceX-ის დამფუძნებელი ილონ მასკი ახალი სისტემის დახმარებით ექსპედიციების ორგანიზებას გეგმავს მთვარეზე და შემდეგ მარსზე.გეგმის მიხედვით, ფრენა 90 წუთს გაგრძელდება, რა დროსაც Starship 3-4-ჯერ შემოუფრენს დედამიწას და ჰავაის კუნძულების რაიონში დაეშვება წყალზე. მანამდე რაკეტის პირველი საფეხური მექსიკის ყურეში დაბრუნდება — სტატრტის ადგილის მახლობლად.
აშშ
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0b/1a/250165908_287:0:3018:2048_1920x0_80_0_0_fcb0b39dc850c5bda9490d970b14fe1a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
აშშ , ილონ მასკი, ახალი ამბები, მსოფლიოს ახალი ამბები
აშშ , ილონ მასკი, ახალი ამბები, მსოფლიოს ახალი ამბები
ილონ მასკმა რაკეტის გაშვება ორი დღით გადადო: ცნობილია მიზეზი
18:44 17.04.2023 (განახლებულია: 15:51 20.07.2023) თბილისი, 17 აპრილი — Sputnik. ამერიკულმა კორპორაცია SpaceX-მა ისტორიაში ყველაზე მძიმე რაკეტა Starship-ის პირველი საცდელი ფრენა მინიმუმ ორი დღით გადადო.
ამის თაობაზე თავად ილონ მასკმა დაწერა
Twitter-ზე.მისი თქმით, ფრენის გადადების მიზეზი წნევის სარქველს უკავშირდება, რის გამოც ახლა რაკეტიდან 4600 ტონა ზეცივი საწვავი უნდა ამოტუმბონ.
„როგორც ჩანს, წნევის სარქელი გაიყინა, ამიტომ, თუ ის უახლოეს დროში არ ამუშავდა, გაშვება დღეს აღარ შედგება“, — დაწერა მასკმა საკუთარ აკაუნტზე.
ცოტა ხნის შემდეგ კი კიდევ ერთი ტვიტი გამოაქვეყნა, რომელშიც წერს:
„დღეს ბევრი რამ ვისწავლე. ახლა საწვავს ვტუმბავ. ცდას რამდენიმე დღეში გავიმეორებ“.
Starship გაშვება 17 აპრილს იყო დაგეგმილი ბოკა ჩიკას (აშშ) ახალი კერძო კოსმოდრომიდან. ფრენის სამზადისი კორპორაციის YouTube-არხით გადაიცემოდა და მას ერთდროულად 500 000-ზე მეტი ადამიანი ადევნებდა თვალს.
SpaceX-ის დამფუძნებელი ილონ მასკი ახალი სისტემის დახმარებით ექსპედიციების ორგანიზებას გეგმავს მთვარეზე და შემდეგ მარსზე.
გეგმის მიხედვით, ფრენა 90 წუთს გაგრძელდება, რა დროსაც Starship 3-4-ჯერ შემოუფრენს დედამიწას და ჰავაის კუნძულების რაიონში დაეშვება წყალზე. მანამდე რაკეტის პირველი საფეხური მექსიკის ყურეში დაბრუნდება — სტატრტის ადგილის მახლობლად.