https://sputnik-georgia.com/20230417/botoqsi-tu-fileri-romelia-ufro-usafrtxo-zaza-telias-rcevebi-276789063.html
ბოტოქსი თუ ფილერი: რომელია უფრო უსაფრთხო - ზაზა თელიას რჩევები
ბოტოქსი თუ ფილერი: რომელია უფრო უსაფრთხო - ზაზა თელიას რჩევები
Sputnik საქართველო
ფილერის გამოყენებისას T-ზონა ითვლება ყველაზე საშიშად. 17.04.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-04-17T12:59+0400
2023-04-17T12:59+0400
2023-08-17T10:49+0400
ახალი ამბები
საქართველო
საზოგადოება
ჯანდაცვა საქართველოში
სასარგებლო რჩევები
ექიმის რჩევები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/04/11/276787986_397:792:2630:2048_1920x0_80_0_0_863119f7b2022aa075311f4ef7d104ad.jpg
თბილისი, 17 აპრილი – Sputnik. სახის ფორმის შეცვლა ფილერების გამოყენებით ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პროცედურაა ესთეტიკურ სამედიცინო ცენტრებში.ფილერების წყალობით, შესაძლებელია ყოველგვარი ქირურგიული ჩარევის გარეშე სახის ნაკვთების მოდელირება. ამ საინექციო პრეპარატით შესაძლებელია დაკორექტირდეს ცხვირის, ღაწვების, ნიკაპის ფორმა, ასევე გაიზარდოს ტუჩების მოცულობა.არსებობს მოსაზრება იმის შესახებ, რომ ფილერის არასწორმა გამოყენებამ, შესაძლებელია, სავალალო შედეგები გამოიწვიოს, მათ შორის არის მხედველობის დაქვეითება. ღია წყაროების მონაცემებით, ოფთალმოლოგიური გართულებების 90% ვითარდება იმ ადგილებში ფილერის შეყვანის შემდეგ, სადაც მდებარეობს თვალის არტერიის ტოტები: თვალისა და წარბთაშუა მიდამოებში, ცხვირსა და შუბლზე.ცნობილი ქართველი დერმატო-ვენეროლოგის, ზაზა თელიას თქმით, ფილერს მხოლოდ დროებითი ეფექტი აქვს.ამავდროულად, სპეციალისტი არ ურჩევს ფილერის გამოყენებას კანის მწვავე დაავადებების მქონე ადამიანებისთვის, ასევე მედიკამენტების გამოყენების დროს.ფილერის გამოყენება გარკვეული მედიკამენტების მიღებისას არ არის რეკომენდებული. გარდა ამისა, არ არის რეკომენდებული ფილერის გამოყენება გარუჯულ კანზე, აღნიშნავს ექიმი.პაციენტებმა უნდა იცოდნენ, რომ ფილერს შეიძლება ჰქონდეთ გარკვეული გვერდითი მოვლენები და ექიმმა უნდა უამბოს პაცინეტს მათ შესახებ ინექციის წინ.თელია მიიჩნევს, რომ დღეისათვის ბოტოქსი ყველაზე უსაფრთხო მეთოდად ითვლება.ექიმი აღნიშნავს, რომ ფილერის გამოყენებისას ყველაზე საშიშია Т-ზონა: შუბლი, ცხვირი და ნიკაპი.ბოტოქსი გამოიყენება 1980 წლიდან დაიწყეს. პრეპარატი გამოიყენებოდა ოფთალმოლოგიასა და ნევროლოგიაში. ის, რომ ბოტოქსს გამაახალგაზრდავებელი ეფექტიც აქვს, შემთხვევით აღმოაჩინეს, როდესაც მკურნალობის დროს გამოვლინდა უნიკალური გვერდითი ეფექტი - პაციენტებს თვალების, შუბლისა და ტუჩების მიდამოებში ნაოჭები გაუსწორდათ.ძალიან მალე ამ პრეპარატის უნიკალური თვისებებით კოსმეტოლოგები დაინტერესდნენ. დროთა განმავლობაში ბოტოქსის გამოყენების მეთოდები დაიხვეწა და ის თანამედროვე ესთეტიკური მედიცინის განუყოფელ ნაწილად იქცა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/04/11/276787986_210:0:2941:2048_1920x0_80_0_0_5b9537a0a311fa819a8f56fe470710e6.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება, ჯანდაცვა საქართველოში, სასარგებლო რჩევები , ექიმის რჩევები
ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება, ჯანდაცვა საქართველოში, სასარგებლო რჩევები , ექიმის რჩევები
ბოტოქსი თუ ფილერი: რომელია უფრო უსაფრთხო - ზაზა თელიას რჩევები
12:59 17.04.2023 (განახლებულია: 10:49 17.08.2023) ფილერის გამოყენებისას T-ზონა ითვლება ყველაზე საშიშად.
თბილისი, 17 აპრილი – Sputnik. სახის ფორმის შეცვლა ფილერების გამოყენებით ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პროცედურაა ესთეტიკურ სამედიცინო ცენტრებში.
ფილერების წყალობით, შესაძლებელია ყოველგვარი ქირურგიული ჩარევის გარეშე სახის ნაკვთების მოდელირება. ამ საინექციო პრეპარატით შესაძლებელია დაკორექტირდეს ცხვირის, ღაწვების, ნიკაპის ფორმა, ასევე გაიზარდოს ტუჩების მოცულობა.
არსებობს მოსაზრება იმის შესახებ, რომ ფილერის არასწორმა გამოყენებამ, შესაძლებელია, სავალალო შედეგები გამოიწვიოს, მათ შორის არის მხედველობის დაქვეითება. ღია წყაროების მონაცემებით, ოფთალმოლოგიური გართულებების 90% ვითარდება იმ ადგილებში ფილერის შეყვანის შემდეგ, სადაც მდებარეობს თვალის არტერიის ტოტები: თვალისა და წარბთაშუა მიდამოებში, ცხვირსა და შუბლზე.
ცნობილი ქართველი დერმატო-ვენეროლოგის, ზაზა თელიას თქმით, ფილერს მხოლოდ დროებითი ეფექტი აქვს.
„როგორც წესი, გამოიყენება ჰიალურონის მჟავა. ნებისმიერი ფილერი, რასაც იყენებენ, ყველა არის დროებითი შედეგი მომცემი - მუდმივი ფილერი არ არსებობს“, - განაცხადა თელიამ.
ამავდროულად, სპეციალისტი არ ურჩევს ფილერის გამოყენებას კანის მწვავე დაავადებების მქონე ადამიანებისთვის, ასევე მედიკამენტების გამოყენების დროს.
ფილერის გამოყენება გარკვეული მედიკამენტების მიღებისას არ არის რეკომენდებული. გარდა ამისა, არ არის რეკომენდებული ფილერის გამოყენება გარუჯულ კანზე, აღნიშნავს ექიმი.
პაციენტებმა უნდა იცოდნენ, რომ ფილერს შეიძლება ჰქონდეთ გარკვეული გვერდითი მოვლენები და ექიმმა უნდა უამბოს პაცინეტს მათ შესახებ ინექციის წინ.
თელია მიიჩნევს, რომ დღეისათვის ბოტოქსი ყველაზე უსაფრთხო მეთოდად ითვლება.
„თუ ჩვენ შევადარებთ, ბოტოქსის გამოყენება უფრო მეტად უსაფრთხოა ვიდრე ფილერის“, - აცხადებს ზაზა თელია.
ექიმი აღნიშნავს, რომ ფილერის გამოყენებისას ყველაზე საშიშია Т-ზონა: შუბლი, ცხვირი და ნიკაპი.
ბოტოქსი გამოიყენება 1980 წლიდან დაიწყეს. პრეპარატი გამოიყენებოდა ოფთალმოლოგიასა და ნევროლოგიაში. ის, რომ ბოტოქსს გამაახალგაზრდავებელი ეფექტიც აქვს, შემთხვევით აღმოაჩინეს, როდესაც მკურნალობის დროს გამოვლინდა უნიკალური გვერდითი ეფექტი - პაციენტებს თვალების, შუბლისა და ტუჩების მიდამოებში ნაოჭები გაუსწორდათ.
ძალიან მალე ამ პრეპარატის უნიკალური თვისებებით კოსმეტოლოგები დაინტერესდნენ. დროთა განმავლობაში ბოტოქსის გამოყენების მეთოდები დაიხვეწა და ის თანამედროვე ესთეტიკური მედიცინის განუყოფელ ნაწილად იქცა.