https://sputnik-georgia.com/20230417/areuloba-sudansi-aviakompania-jeo-sqai-276797364.html
სუდანიდან ყველა ჩვენებურის გამოყვანას შევძლებთ: „ჯეო სქაი“ ფრენის ნებართვას ელოდება
სუდანიდან ყველა ჩვენებურის გამოყვანას შევძლებთ: „ჯეო სქაი“ ფრენის ნებართვას ელოდება
Sputnik საქართველო
თბილისი, 17 აპრილი — Sputnik. თუ გამოფრენის ნებართვას მოგვცემენ, სუდანიდან ჩვენივე საჰაერო ხომალდით გამოვიყვანთ ჩვენს თანამშრომლებსაც და საქართველოს სხვა... 17.04.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-04-17T18:32+0400
2023-04-17T18:32+0400
2023-04-17T20:09+0400
საქართველო
ახალი ამბები
სუდანი
კონფლიქტები
პოლიტიკა
საზოგადოება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/05/1e/266977167_0:0:1920:1080_1920x0_80_0_0_aa9c41e2bc9e72bd1b6b134e92bf9e18.jpg
თბილისი, 17 აპრილი — Sputnik. თუ გამოფრენის ნებართვას მოგვცემენ, სუდანიდან ჩვენივე საჰაერო ხომალდით გამოვიყვანთ ჩვენს თანამშრომლებსაც და საქართველოს სხვა მოქალაქეებსაც, აცხადებს ავიაკომპანია „ჯეო სქაის“ ვიცეპრეზიდენტი შალვა კიკნაძე.მისი თქმით, ამ დროისათვის სუდანში მყოფი 30 ქართველიდან 20 ავიაკომპანიის თანამშრომელია - მფრინავები, ბორტგამცილებლები და ინჟინრები, დანარჩენი ათი კი სხვა ავიაკომპანიის, „მაი ვეის“ თანამშრომლები არიან.როგორც კიკნაძემ აღნიშნა, ახლა ყველა იმის მოლოდინშია, რომ მხარეები ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ და საევაკუაციოდ უსაფრთხო დერეფანი მოეწყოს.მისი თქმით, საგარეო საქმეთა სამინისტრო აქტიურად მუშაობს და შესაძლოა საქართველოს მოქალაქეების სუდანიდან გამოყვანა გაეროს ან საელჩოს დახმარებით მოხერხდეს სახმელეთო გზით.სუდანში გასამხედროებულ დაჯგუფებასა და ქვეყნის არმიას შორის შეტაკებებს უკვე ასამდე ადამიანი ემსხვერპლა, დაჭრილია ათასზე მეტი. არმია და გასამხედროებული დაჯგუფება ვერ თანხმდებიან, თუ როგორ უნდა გადავიდეს ქვეყანა სამოქალაქო მმართველობაზე.
საქართველო
სუდანი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/05/1e/266977167_12:0:1452:1080_1920x0_80_0_0_a0f8551ffb50755db8f9aae197ad91af.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ახალი ამბები, სუდანი, კონფლიქტები, პოლიტიკა, საზოგადოება
საქართველო, ახალი ამბები, სუდანი, კონფლიქტები, პოლიტიკა, საზოგადოება
თბილისი, 17 აპრილი — Sputnik. თუ გამოფრენის ნებართვას მოგვცემენ, სუდანიდან ჩვენივე საჰაერო ხომალდით გამოვიყვანთ ჩვენს თანამშრომლებსაც და საქართველოს სხვა მოქალაქეებსაც, აცხადებს ავიაკომპანია „ჯეო სქაის“ ვიცეპრეზიდენტი შალვა კიკნაძე.
მისი თქმით, ამ დროისათვის სუდანში მყოფი 30 ქართველიდან 20 ავიაკომპანიის თანამშრომელია - მფრინავები, ბორტგამცილებლები და ინჟინრები, დანარჩენი ათი კი სხვა ავიაკომპანიის, „მაი ვეის“ თანამშრომლები არიან.
როგორც კიკნაძემ აღნიშნა, ახლა ყველა იმის მოლოდინშია, რომ მხარეები ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ და საევაკუაციოდ უსაფრთხო დერეფანი მოეწყოს.
„ყველა თავის საცხოვრებელ ადგილას იმყოფება და შესაბამისად, არიან უსაფრთხოდ. თუკი იქნება გამოფრენის ნებართვა, რა თქმა უნდა, შეგვეძლება ჩვენივე საჰაერო ხომალდით გამოვიყვანოთ როგორც ჩვენი თანამშრომლები, ისე საქართველოს სხვა მოქალაქეებიც. უბრალოდ ამისთვის საჭიროა, შეწყდეს ცეცხლი და მოგვეცეს გამოფრენის უფლება“, — აღნიშნა კიკნაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.
მისი თქმით, საგარეო საქმეთა სამინისტრო აქტიურად მუშაობს და შესაძლოა საქართველოს მოქალაქეების სუდანიდან გამოყვანა გაეროს ან საელჩოს დახმარებით მოხერხდეს სახმელეთო გზით.
სუდანში გასამხედროებულ დაჯგუფებასა და ქვეყნის არმიას შორის შეტაკებებს უკვე ასამდე ადამიანი ემსხვერპლა, დაჭრილია ათასზე მეტი. არმია და გასამხედროებული დაჯგუფება ვერ თანხმდებიან, თუ როგორ უნდა გადავიდეს ქვეყანა სამოქალაქო მმართველობაზე.