სომხეთში ელექტრომატარებელი სატვირთოს შეეჯახა

© photo: Sputnik / Asatur Yesayantsმატარებლები
მატარებლები - Sputnik საქართველო, 1920, 16.04.2023
გამოწერა
თბილისი, 16 აპრილი – Sputnik. სომხეთში ელექტრომატარებელი სატვირთოს შეჯახების შედეგად რელსებიდან გადავიდა, არიან დაშავებულები, იუწყება Sputnik სომხეთი
ინციდენტი 15 აპრილის საღამოს, კარაკერტი-დალარიკის მონაკვეთზე მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად დაშავდა სატვირთოს მძღოლი და მგზავრი.
აღნიშნულ მონაკვეთზე მოძრაობა რამდენიმე საათით შეიზღუდა, რამაც მატარებლების მოძრაობის გრაფიკის ცვლილება გამოიწვია.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს.
ყველა ახალი ამბავი
0