რაში მოვამზადოთ საკვები უსაფრთხოდ: ტეფალი, თუჯი, მინანქარი თუ...

CC BY 2.0 / Jeremy Keith / Pot of boiling waterადუღებული წყალი ქვაბში
ადუღებული წყალი ქვაბში - Sputnik საქართველო, 1920, 16.04.2023
გამოწერა
საკვების ხარისხი, გარდა მასში შემავალი ინგრედიენტებისა, იმაზეცაა დამოკიდებული, თუ რაში ვამზადებთ მას.
რა უნდა ვიცოდეთ უსაფრთხო ჭურჭლის შესახებ:
ტაფა, რომელიც არ იწვავს, თუ ქიმიური შეტევა?
ეს ყველაზე სადავო საკითხია. მართალია, ასეთი ტაფა ბევრს უსაფრთხოდ მიაჩნია, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ცარიელი ტეფალის ჭურჭელი ძალიან არ უნდა გავაცხელოთ, რადგან ის ამ დროს მავნე ორთქლს გამოყოფს.
ამ დროს ადამიანს გრიპის სიმპტომები უჩნდება, ხოლო შინაური ფრინველი თუ გყავთ, შესაძლოა, მოკვდეს კიდეც. თუ ასეთი ტაფის ფსკერზე ხაზები გაჩნდა, ის დაუყოვნებლივ გადააგდეთ. და, გახსოვდეთ, ტეფალის ტაფა ვარგისია 3 წელი.
© FL/ Jessica Spenglerტეფალის ტაფა
ტეფალის ტაფა - Sputnik საქართველო, 1920, 16.04.2023
ტეფალის ტაფა
პლასტმასის ჭურჭელი
საკვებისთვის განკუთვნილი პლასტმასის კონტეინერები იმდენად უნივერსალურია, რომ, შესაძლოა, არც კი დავფიქრებულვართ მის მავნე ზემოქმედებაზე. არ ღირს მათი გამოყენება მიკროტალღურ ღუმელში საკვების გასაცხელებლად.
გაცხელებისას ამ კონტეინერებში შემავალი ქიმიური ნივთიერებები საკვებ პროდუქტში ხვდება. ასევე პლასტმასი გარემოსაც აბინძურებს.
© FL/ Montgomery Cty Division of Solid Waste Servicesპლასტმასის კონტეინერები
პლასტმასის კონტეინერები - Sputnik საქართველო, 1920, 16.04.2023
პლასტმასის კონტეინერები
ძველი, მაგრამ ნაცადი
თუჯის ჭურჭელი კლასიკური, უსაფრთხო, გამოცდილი ვარიანტია. ასეთ ჭურჭელში მომზადებისას საკვები რკინის იონებით მდიდრდება და კიდევ უფრო სასარგებლო ხდება.
მომინანქრებულ ჭურჭელში მომზადებული საკვები ჯანმრთელობას არანაირ საფრთხეს არ უქმნის. მაგრამ თუ მინანქარს ბზარი გაუჩნდა, მისი გამოყენება უმალ უნდა შეწყვიტოთ, რადგან ის მძიმე ლითონებს გამოყოფს და ამით საკვები ბინძურდება.
© FL/ Bruceძველი, ნაცადი ტაფა, რომელმაც ათწლეულებს გაუძლო
ძველი, ნაცადი ტაფა, რომელმაც ათწლეულებს გაუძლო - Sputnik საქართველო, 1920, 16.04.2023
ძველი, ნაცადი ტაფა, რომელმაც ათწლეულებს გაუძლო
მინის ჭურჭელი
მინის ჭურჭლის გამოყენება შესაძლებელია გამოსაცხობად და მაცივარში შესანახად. ასევე, ის გამოდგება მიკროტალღურ ღუმელში საკვების გასაცხელებლად.
მინის ჭურჭელი მოსახერხებელია და ტოქსიკურ ნივთიერებებს არ შეიცავს. ასევე არაა საშიში მინის ჭურჭელზე გაჩენილი ნაკაწრები.
© FL/ Melissa Doroquezმინის ჭურჭელი
მინის ჭურჭელი - Sputnik საქართველო, 1920, 16.04.2023
მინის ჭურჭელი
უჟანგავი ფოლადის ჭურჭელი
უჟანგავი ფოლადის ჭურჭელი მოსახერხებელია და დიდხანს გამოიყენება. ხარისხიანი ჭურჭელი დიდხანს ინარჩუნებს სითბოს და ჯანმრთელობას არ აზიანებს. მასში, პრაქტიკულად, ყველაფრის მომზადება შეიძლება.
იმედია, ეს რჩევები დაგეხმარებათ სამზარეულოსთვის ოპტიმალური ჭურჭლის შეძენისას. აგრეთვე გაითვალისწინეთ, რომ მათი გარეცხვისას ასევე ნატურალური საშუალებები გამოიყენოთ.
ყველა ახალი ამბავი
0