ქართველმა მორაგბეებმა სამხრეთამერიკულ ტურნეში მეორე გამარჯვება მოიპოვეს

© Georgian Rugby„შავი ლომი“ vs „სელკნამი“
„შავი ლომი“ vs „სელკნამი“  - Sputnik საქართველო, 1920, 16.04.2023
გამოწერა
სამხრეთამერიკული ტურნეს პირველ შეხვედრაში „შავმა ლომმა“ „დოგოს XV“–ს დიდი ანგარიშით – 75:19 სძლია.
თბილისი, 16 აპრილი – Sputnik. პირველმა ქართულმა ფრანჩაიზმა, სუპერთასის მფლობელმა „შავმა ლომმა“ სამხრეთამერიკული ტურნეს Sudamerican rugby cup მეორე თამაშში ჩილეს გუნდი „სელკნამი“ (Selknam) 33:30 ანგარიშით დაამარცხა.
ქართულმა გუნდმა პირველი ტაიმი დამაჯერებლად – 21:10 მოიგო, ხოლო მეორე ტაიმში მასპინძლებმა განსხვავება ანგარიშში მინიმუმამდე შეამცირეს.
ფინალურ სასტვენამდე „შავმა ლომმა" შეძლო უპირატესობის შენარჩუნება და ტურნეს მეორე თამაშის მოგება.
„შავ ლომს“ კიდევ სამი შეხვედრა აქვს.
22 აპრილი, ბუენოს-აირესი, „შავი ლომი" (საქართველო) – „პამპასი" (არგენტინა),
29 აპრილი, მონტევიდეო, „შავი ლომი" (საქართველო) - Sudamerica Rugby XV,
6 მაისი, მონტევიდეო, „შავი ლომი" (საქართველო) – „პენაროლი" (ურუგვაი).
სამხრეთამერიკული ტურნეს პირველ შეხვედრაში „შავმა ლომმა“ მონტევიდეოში „დოგოს XV“ დიდი ანგარიშით – 75:19 დაამარცხა.
ყველა ახალი ამბავი
0