https://sputnik-georgia.com/20230416/lancxutsi-leloburti-gaimarta-276783114.html
ლანჩხუთში ლელობურთი გაიმართა
ლანჩხუთში ლელობურთი გაიმართა
Sputnik საქართველო
სოფელ შუხუთში გამართულ ლელობურთში ტრადიციულად ერთმანეთს ზემო და ქვემო შუხუთელები შეეჯიბრნენ. 16.04.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-04-16T21:47+0400
2023-04-16T21:47+0400
2023-04-16T21:47+0400
გურია
სპორტი
ახალი ამბები
საქართველო
საზოგადოება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23564/35/235643552_0:103:2000:1228_1920x0_80_0_0_ef6101a40ee8e7761ee49bbf520bd6a2.jpg
თბილისი, 16 აპრილი - Sputnik. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში აღდგომის დღესასწაულზე გამაღრთული ტრადიციული ლელობურთი ზემო შუხუთის წარმომადგენლების გამარჯვებით დასრულდა.ლელობურთი სოფელ შუხუთის ცენტრში 17:00 საათზე დაიწყო. ლელობურთში ტრადიციულად ერთმანეთს ზემო და ქვემო შუხუთელები შეეჯიბრნენ.თითქმის ორასი წელია გურულები ლელობურთს შუხუთში ყოველ აღდგომა დღეს თამაშობენ.ერთმანეთს ზემო და ქვემო შუხუთი (ანუ, ზემოურები და ქვემოურები) ზუსტად 16-კილოგრამიანი, საქონლის ტყავისგან შეკერილი ბურთით ეპაექრება და გამარჯვებული სოფლის ის ნაწილია, რომელიც ბურთს თავისი უბნისკენ წაიღებს და ღელეზე გადებულ ბოგირთან ახლოს დადებს.2019 წელს ლელობურთს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა. გურულები ამ თამაშს უკავშირებენ „შუხუთფერდის“ ბრძოლას, რომელიც 1854 წელს გაიმართა. ისტორიული ბრძოლა, რომელიც ცნობილია როგორც ნიგოითის ბრძოლა, რუსეთ-თურქეთის ომის დროს მოხდა.ლელო – გუნდური თამაშია, რომელიც ბევრი რამით ტრადიციულ რაგბის წააგავს. თამაშში ორი 30 წუთიანი ტაიმი და 10 წუთიანი შესვენებაა.
გურია
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23564/35/235643552_113:0:1888:1331_1920x0_80_0_0_f80553094e5e941c0022324d844dc08f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
გურია , სპორტი, ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება
გურია , სპორტი, ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება
ლანჩხუთში ლელობურთი გაიმართა
სოფელ შუხუთში გამართულ ლელობურთში ტრადიციულად ერთმანეთს ზემო და ქვემო შუხუთელები შეეჯიბრნენ.
თბილისი, 16 აპრილი - Sputnik. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში აღდგომის დღესასწაულზე გამაღრთული ტრადიციული ლელობურთი ზემო შუხუთის წარმომადგენლების გამარჯვებით დასრულდა.
ლელობურთი სოფელ შუხუთის ცენტრში 17:00 საათზე დაიწყო. ლელობურთში ტრადიციულად ერთმანეთს ზემო და ქვემო შუხუთელები შეეჯიბრნენ.
„ვულოცავ გამარჯვებულებს, თუმცა ლელობურთში ყოველთვის მეგობრობა იმარჯვებს. ეს სახალხო დღესასწაულია, იგი საუკუნეებს ითვლის და ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული შუხუთელისთვის. ლელობურთმა მიიღო არამატერიალური კულტურული ძეგლის სტატუსი. ტრადიცია გრძელდება“, – განაცხადა ლანჩხუთის მერმა ალექსანდრე სარიშვილმა.
თითქმის ორასი წელია გურულები ლელობურთს შუხუთში ყოველ აღდგომა დღეს თამაშობენ.
ერთმანეთს ზემო და ქვემო შუხუთი (ანუ, ზემოურები და ქვემოურები) ზუსტად 16-კილოგრამიანი, საქონლის ტყავისგან შეკერილი ბურთით ეპაექრება და გამარჯვებული სოფლის ის ნაწილია, რომელიც ბურთს თავისი უბნისკენ წაიღებს და ღელეზე გადებულ ბოგირთან ახლოს დადებს.
2019 წელს ლელობურთს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა. გურულები ამ თამაშს უკავშირებენ „შუხუთფერდის“ ბრძოლას, რომელიც 1854 წელს გაიმართა. ისტორიული ბრძოლა, რომელიც ცნობილია როგორც ნიგოითის ბრძოლა, რუსეთ-თურქეთის ომის დროს მოხდა.
ლელო – გუნდური თამაშია, რომელიც ბევრი რამით ტრადიციულ რაგბის წააგავს. თამაშში ორი 30 წუთიანი ტაიმი და 10 წუთიანი შესვენებაა.