დღეს გურიაში ტრადიციული ლელობურთი გაიმართება

შუხუთში ლელობურთი გაიმართება
შუხუთში ლელობურთი გაიმართება - Sputnik საქართველო, 1920, 16.04.2023
გამოწერა
16-კილოგრამიან ლელოს ბურთს ტრადიციისამებრ ადგილობრივები წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში მიიტანენ.
თბილისი, 16 აპრილი - Sputnik. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ შუხუთში აღდგომის დღესასწაულზე ტრადიციული ლელობურთი გაიმართება.
თამაში დღეს, 17:00 საათზე დაიწყება.ლელობურთში ტრადიციულად ერთმანეთს ზემო და ქვემო შუხუთელები შეეჯიბრებიან.
სოფელში ლელობურთის სამზადისი უკვე დაიწყო, რაც ბურთის სილით დატენვის რიტუალს მოიცავს. ბურთი 16 კგ უნდა იყოსდა მას ტრადიციისამებრ ადგილობრივები წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში მიიტანენ.
თითქმის ორასი წელია გურულები ლელობურთს შუხუთში ყოველ აღდგომა დღეს თამაშობენ.
ერთმანეთს ზემო და ქვემო შუხუთი (ანუ, ზემოურები და ქვემოურები) ზუსტად 16-კილოგრამიანი, საქონლის ტყავისგან შეკერილი ბურთით ეპაექრება და გამარჯვებული სოფლის ის ნაწილია, რომელიც ბურთს თავისი უბნისკენ წაიღებს და ღელეზე გადებულ ბოგირთან ახლოს დადებს.
2019 წელს ლელობურთს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა. გურულები ამ თამაშს უკავშირებენ „შუხუთფერდის“ ბრძოლას, რომელიც 1854 წელს გაიმართა. ისტორიული ბრძოლა, რომელიც ცნობილია როგორც ნიგოითის ბრძოლა, რუსეთ-თურქეთის ომის დროს მოხდა.
ლელო – გუნდური თამაშია, რომელიც ბევრი რამით ტრადიციულ რაგბის წააგავს. თამაშში ორი 30 წუთიანი ტაიმი და 10 წუთიანი შესვენებაა.
ყველა ახალი ამბავი
0