https://sputnik-georgia.com/20230415/vitareba-rikotis-ureltexilze-276752513.html
ვითარება რიკოთის უღელტეხილზე: საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაცია
ვითარება რიკოთის უღელტეხილზე: საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაცია
Sputnik საქართველო
ბოლო დროს რიკოთის უღელტეხილზე ქვათაცვენა და მეწყრული პროცესები ვითარდება, ამის გამო 30 მარტიდან უღელტეხილი ავტოტრანსპორტისთვის პერიოდულად იკეტება. 15.04.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-04-15T12:26+0400
2023-04-15T12:26+0400
2023-04-17T16:11+0400
საავტომობილო გზების დეპარტამენტი
ახალი ამბები
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/07/1e/249102625_523:617:3067:2048_1920x0_80_0_0_3d7ea768f38fcf398b7caf94b5301446.jpg
თბილისი, 15 აპრილი - Sputnik. რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია და შეფერხებები არ არის, იუწყება საავტომობილო გზების დეპარტამენტი. უწყების ცნობით, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 114–194 კმ მონაკვეთზე (ახალსოფლის კვანძი–ზესტაფონი) ავტოტრანსპორტის მოძრაობა ნებადართულია დადგენილი სპეციალური რეჟიმით.კერძოდ, რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთზე:ამასთან საავტომობილო გზის რიკოთის გვირაბი–ხევის მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტმა გაუჩერებლად უნდა იმოძრაოს. რიკოთზე ტრანსპორტის მოძრაობა თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 149-ე კმ-თან განვითარებული მეწყრული პროცესების გამო პირველად 30 მარტს აიკრძალა. ავტომაგისტრალზე ავტომობილების მოძრაობა 8 აპრილს აღდგა სპეციალური რეჟიმით – დღისით სამგზავრო ტრანსპორტი და მსუბუქი ავტომობილები, ხოლო ღამით – სატვირთო მანქანები.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/07/1e/249102625_612:413:2792:2048_1920x0_80_0_0_229c3f6edad35cdf2d6218e70a817f46.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საავტომობილო გზების დეპარტამენტი, ახალი ამბები, საქართველო
საავტომობილო გზების დეპარტამენტი, ახალი ამბები, საქართველო
ვითარება რიკოთის უღელტეხილზე: საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაცია
12:26 15.04.2023 (განახლებულია: 16:11 17.04.2023) ბოლო დროს რიკოთის უღელტეხილზე ქვათაცვენა და მეწყრული პროცესები ვითარდება, ამის გამო 30 მარტიდან უღელტეხილი ავტოტრანსპორტისთვის პერიოდულად იკეტება.
თბილისი, 15 აპრილი - Sputnik. რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია და შეფერხებები არ არის, იუწყება საავტომობილო გზების დეპარტამენტი.
უწყების ცნობით, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 114–194 კმ მონაკვეთზე (ახალსოფლის კვანძი–ზესტაფონი) ავტოტრანსპორტის მოძრაობა ნებადართულია დადგენილი სპეციალური რეჟიმით.
კერძოდ, რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთზე:
მსუბუქი ავტოტრანსპორტისა და ავტობუსების მოძრაობა დაიშვება 07:00 საათიდან 19:00 საათამდე, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.
21:00 საათიდან დილის 06:00-მდე დაიშვება სატვირთო ავტომობილების მოძრაობა, ხოლო იმ მოქალაქეებს, რომლებსაც 21:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე სურთ დასავლეთ საქართველოში ან საპირისპირო მიმართულებით გამგზავრება, გომი-საჩხერე-ჭიათურის მაგისტრალით მოუწევთ სარგებლობა
ამასთან საავტომობილო გზის რიკოთის გვირაბი–ხევის მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტმა გაუჩერებლად უნდა იმოძრაოს.
რიკოთზე ტრანსპორტის მოძრაობა თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 149-ე კმ-თან განვითარებული მეწყრული პროცესების გამო პირველად 30 მარტს აიკრძალა. ავტომაგისტრალზე ავტომობილების მოძრაობა 8 აპრილს აღდგა სპეციალური რეჟიმით – დღისით სამგზავრო ტრანსპორტი და მსუბუქი ავტომობილები, ხოლო ღამით – სატვირთო მანქანები.