რამდენი ავტომობილი გაიყიდა წელს საქართველოში: სამი თვის სტატისტიკა

© photo: Sputnik / Stringer
  - Sputnik საქართველო, 1920, 15.04.2023
გამოწერა
თბილისი, 15 აპრილი — Sputnik. მიმდინარე წლის 1 იანვრიდან 3 აპრილის ჩათვლით პერიოდში საქართველოში დაახლოებით 47,4 ათასი ავტომობილი გაიყიდა, ნათქვამია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე.
პირველ კვარტალში გაყიდული მანქანების მთლიანი რაოდენობის 85,9% მსუბუქი ავტომობილია, რაც მთლიანობაში 40,7 ათასს შეადგენს. აქედან 11,9 მაღალი გამავლობის ავტომობილია.
გარდა ამისა, ამავე პერიოდში ასევე გაიყიდა 3,5 ათასი სატვირთო მანქანა (მათ შორის მისაბმელიანი), ათასამდე მოტოციკლი და 789 მიკროავტობუსი და ავტობუსი.
გაყიდვების პიკი მარტში დაფიქსირდა, როდესაც ქვეყანაში დაახლოებით 17,4 ათასი მანქანა გაიყიდა. აქედან 14,8 მსუბუქი ავტომობილი იყო.
მარტში, იანვარსა და თებერვალთან შედარებით, ასევე მაღალი იყო მოთხოვნა სატვირთო ავტომობილებსა და მოტოციკლებზე.
ამასთან თვეში საქართველოში საშუალოდ იყიდება: დაახლოებით 200 ერთეული სპეცტექნიკა, დაახლოებით 250 ერთეული სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა — საიდანაც უმეტესობა ტრაქტორია, და 250 ერთეული სამგზავრო ტრანსპორტი.
ყველა ახალი ამბავი
0