მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

პენტაგონის საიდუმლო მასალების გაჟონვა: ჯეკ ტეიშეირას ბრალი წაუყენეს

© Pixabayსასამართლო დარბაზი
სასამართლო დარბაზი - Sputnik საქართველო, 1920, 15.04.2023
გამოწერა
თბილისი, 15 აპრილი — Sputnik. პენტაგონის საიდუმლო დოკუმენტების გაჟონვაში ეჭვმიტანილ ჯეკ ტეიშეირას, რომელსაც ბრალად საიდუმლო მასალების უკანონო კოპირება და გადაცემა ედება, ბოსტონის სასამართლომ ბრალი წაუყენა.
გავრცელებული ინფორმაციით, ჯერჯერობით მას ბრალდება მხოლოდ ერთ დოკუმენტზე აქვს წარდგენილი, რომელთა რაოდენობაც შესაძლოა ასზე მეტი იყოს.
მასაჩუსეტსის ეროვნული გვარდიის სამხედრო-საჰაერო ძალების 21 წლის ჯარისკაცს, რომელიც FBI-მ 13 აპრილს დააკავა, ჯაშუშობის შესახებ კანონის ორი მუხლით ედება ბრალი: ერთი მათგანი საიდუმლო თავდაცვითი მასალების უკანონო კოპირებასა და გადაცემას, მეორე კი თავდაცვითი მასალების არასანქცირებულ ადგილას უკანონო გადატანას გულისხობს.
გავრცელებული ინფორმაციით, ტეიშეირას ბრალდება ჯერჯერობით მხოლოდ იმ დოკუმენტს უკავშირდება, რომელიც უკრაინაში ომის სტატუსს აღწერს და შეიცავს დეტალებს ჯარების გადაადგილების შესახებ.
ექსპერტების თქმით, გამომძიებლები მის მიერ გამოქვეყნებულ თითოეულ დოკუმენტს ცალ-ცალკე შეისწავლიან.
აღინიშნება, რომ ჯაშუშობის შესახებ ამერიკული კანონის ერთჯერადი დარღვევა ათ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
როგორც მედია იტყობინება, სასამართლო მოსმენა ხანმოკლე იყო. ტეიშეირას ინტერესებს სახაზინო ადვოკატი იცავს. პროკურორის შუამდგომლობაზე, რომ ბრალდებული სასამართლო პროცესის დაწყებამდე საპატიმროში მოთავსდეს, სასამართლო ოთხშაბათს, 19 აპრილს იმსჯელებს.
ჯეკ ტეიშეირა FBI-ს აგენტებმა „ექსცესების გარეშე“ დააკავეს მასაჩუსეტის შტატში, საკუთარ სახლში. ოჯახი ჟურნალისტებთან არანაირ კომენტარს არ აკეთებს.
როგორც Reuters-ი წერს, ტეიშეირას მიერ Discord-ის ჩატში ატვირთული საიდუმლო მასალების რაოდენობა შესაძლოა რამდენიმე ასეულიც კი იყოს. ეს გაჟონვა ყველაზე სერიოზულად მიიჩნევა 2010 წლის ინციდენტის შემდეგ, როდესაც WikiLeaks-ის საიტზე 700 ათასზე მეტი დოკუმენტი, ვიდეო და დიპლომატიური დეპეშა გამოქვეყნდა.
ყველა ახალი ამბავი
0