მატარებლების დამატებითი რეისების მუშაობის გრაფიკი სააღდგომოდ

© photo: Sputnik / Stringer
  - Sputnik საქართველო, 1920, 15.04.2023
გამოწერა
თბილისი, 15 აპრილი - Sputnik. აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით „საქართველოს რკინიგზამ“ ბათუმისა და ფოთის მიმართულებით დამატებითი რეისები დანიშნა, ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
„ჩვენ მაქსიმალური რესურსებიგვაქვს ჩართული იმისთვის, რომ მგზავრებს მოვემსახუროთ. თუკი რამე რესურსი არსებობს, თავს არ ვზოგავთ ამისთვის“, - განაცხადა კომპანიის დირექტორმა დაჩი ცაგურიამ.
ბათუმის მიმართულებით დამატებითი მატარებლები 18 აპრილის იმოძრავებს:
თბილისიდან ბათუმის მიმართულებით მატარებელი 00:35 საათზე გავა და დანიშნულების ადგილზე 05:47 საათზე ჩავა.
ბათუმიდან კი დედაქალაქის მიმართულებით 00:45 საათზე გამოვა და თბილისში 05:50 საათზე იქნება.
ფოთის მიმართულებით დამატებითი რეისები 18 აპრილის ჩათვლით იმოძრავებს:
თბილისიდან ფოთის მიმართულებით მატარებელი 08:45 საათზე გავა და დანიშნულების ადგილზე 14:10 საათზე ჩავა.
ფოთიდან კი დედაქალაქის მიმართულებით 16:25 საათზე გამოვა და თბილისში 21:50 საათზე იქნება.
მატარებლის ბილეთების შეძენა შესაძლებელია „საქართველოს რკინიგზის" სალაროებში, სწრაფი გადახდის აპარატებით, რკინიგზის ვებ-გვერდზე და „საქართველოს რკინიგზის“ პარტნიორი კომპანიების მეშვეობით.
ყველა ახალი ამბავი
0