https://sputnik-georgia.com/20230415/konstantine-gamsaxurdia-cotnes-mdgomareobaze-komentars-aketebs-276756022.html
„წარმოთქვამს მარცვლებს“: კონსტანტინე გამსახურდია ცოტნეს მდგომარეობაზე წერს
„წარმოთქვამს მარცვლებს“: კონსტანტინე გამსახურდია ცოტნეს მდგომარეობაზე წერს
Sputnik საქართველო
საქართველოს პირველი პრეზიდენტის ვაჟი ცოტნე გამსახურდია 2019 წლის 19 დეკემბერს დაჭრეს 15.04.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-04-15T14:34+0400
2023-04-15T14:34+0400
2023-04-15T14:35+0400
საქართველო
კრიმინალი საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24732/71/247327166_0:109:1693:1061_1920x0_80_0_0_c776496047d100b0825ef3b2108b3769.jpg
თბილისი, 15 აპრილი - Sputnik. ცოტნე გამსახურდია ამ ეტაპზე რეაბილიტაციის პროცესს გადის, რაშიც არაერთია სპეციალისტია ჩართული, წერს კოსტანტინე გამსახურდია სოციალურ ქსელში.საქართველოს პირველი პრეზიდენტის ვაჟი ცოტნე გამსახურდია თბილისში, ერთ-ერთ სუფრაზე დაწყებული კონფლიქტისას დაჭრეს 2019 წლის 19 დეკემბერს. მძიმედ დაშავებული გამსახურდია სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ხეჩინაშვილის სახელობის კლინიკაში გადაიყვანა, სადაც ორი უმძიმესი ოპერაცია ჩაუტარდა. ოჯახის გადაწყვეტილებით, მომდევნო პერიოდში ცოტნე გამსახურდია სამკურნალოდ ჯერ თურქეთში, შემდეგ კი გერმანიაში გადაიყვანეს. ამ ეტაპზე გამსახურდია წეროვანის სარეაბილიტაციო ცენტრში იმყოფება და აღდგენით კურსს გადის.კონსტანტინე გამსახურდიას ინფორმაციით, რეაბილიტაციის პროცესში ჩართულნი არიან: ფიზიოთერაპევტები, ოკუპაციური თერაპევტი, ლოგოპედი, მასაჟისტი და კინეზოთერაპევტი.გარდა ამისა, მას უტარდება ანტიეპილეფსიური მკურნალობა, რომლის დოზირებაც თანდათან მცირდება, ასევე გარკვეული პერიოდულობით იტარებს ბოტოქსოთერაპიას. ამასთან პაციენტს მუდმივად აკვირდებიან ეპილეპტოლოგი, ნევროლოგი, რეაბილიტოლოგი და კარდიოლოგი, პერიოდულად პროცესში ერთვება ინფექციონისტიც — პრევენციულ მონიტორინგის მიზნით.თბილისის საქალაქო სასამართლომ ცოტნე გამსახურდიას მკვლელობის მცდელობის საქმის განხილვა 2020 წლის მაისში დაიწყო. საბრალდებო სკამზე ხუთი პირი აღმოჩნდა. ერთ-ერთმა მათგანმა, გიორგი სოლოღაშვილმა, პროცესზე ბრალი სრულად აღიარა და განაცხადა, რომ გამსახურდია მას შემდეგ დაჭრა, რაც მან სიტყვიერი კამათისას უმიზეზოდ დაარტყა.გიორგი სოლოღაშვილსა და კიდევ ერთ პირს — ტატო ღარიბაშვილს, ცოტნე გამსახურდიას მკვლელობის მცდელობისთვის 15-15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ.სასამართლომ ასევე განაჩენი გამოუტანა პეტრე ყუფარაძეს — დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის, და ოთხი წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. ამავე ბრალდებით დაკავებულ კიდევ ერთ პირს, კახა ჩხეტიანს, ხუთი წლით პატიმრობა მიესაჯა, ხოლო თორნიკე ქვათაძე სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24732/71/247327166_66:0:1625:1169_1920x0_80_0_0_359cb9bbfbdfa43827acab0786277a8b.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, კრიმინალი საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, კრიმინალი საქართველოში, ახალი ამბები
„წარმოთქვამს მარცვლებს“: კონსტანტინე გამსახურდია ცოტნეს მდგომარეობაზე წერს
14:34 15.04.2023 (განახლებულია: 14:35 15.04.2023) საქართველოს პირველი პრეზიდენტის ვაჟი ცოტნე გამსახურდია 2019 წლის 19 დეკემბერს დაჭრეს
თბილისი, 15 აპრილი - Sputnik. ცოტნე გამსახურდია ამ ეტაპზე რეაბილიტაციის პროცესს გადის, რაშიც არაერთია სპეციალისტია ჩართული, წერს კოსტანტინე გამსახურდია სოციალურ ქსელში.
საქართველოს პირველი პრეზიდენტის ვაჟი ცოტნე გამსახურდია თბილისში, ერთ-ერთ სუფრაზე დაწყებული კონფლიქტისას დაჭრეს 2019 წლის 19 დეკემბერს. მძიმედ დაშავებული გამსახურდია სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ხეჩინაშვილის სახელობის კლინიკაში გადაიყვანა, სადაც ორი უმძიმესი ოპერაცია ჩაუტარდა. ოჯახის გადაწყვეტილებით, მომდევნო პერიოდში ცოტნე გამსახურდია სამკურნალოდ ჯერ თურქეთში, შემდეგ კი გერმანიაში გადაიყვანეს. ამ ეტაპზე გამსახურდია წეროვანის სარეაბილიტაციო ცენტრში იმყოფება და აღდგენით კურსს გადის.
კონსტანტინე გამსახურდიას ინფორმაციით, რეაბილიტაციის პროცესში ჩართულნი არიან: ფიზიოთერაპევტები, ოკუპაციური თერაპევტი, ლოგოპედი, მასაჟისტი და კინეზოთერაპევტი.
გარდა ამისა, მას უტარდება ანტიეპილეფსიური მკურნალობა, რომლის დოზირებაც თანდათან მცირდება, ასევე გარკვეული პერიოდულობით იტარებს ბოტოქსოთერაპიას. ამასთან პაციენტს მუდმივად აკვირდებიან ეპილეპტოლოგი, ნევროლოგი, რეაბილიტოლოგი და კარდიოლოგი, პერიოდულად პროცესში ერთვება ინფექციონისტიც — პრევენციულ მონიტორინგის მიზნით.
„ამ ეტაპზე ცოტნე ასრულებს ოთხივე კიდურის მცირე მოძრაობებს, მარტივ დავალებებს, წარმოთქვამს მარცვლებს და გამოხატავს ემოციებს. თვალებით და ხელისმოჭერით ცდილობს გამოხატოს საკუთარი ნება“, — წერს კონსტანტინე გამსახურდია.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ცოტნე გამსახურდიას მკვლელობის მცდელობის საქმის განხილვა 2020 წლის მაისში დაიწყო. საბრალდებო სკამზე ხუთი პირი აღმოჩნდა. ერთ-ერთმა მათგანმა, გიორგი სოლოღაშვილმა, პროცესზე ბრალი სრულად აღიარა და განაცხადა, რომ გამსახურდია მას შემდეგ დაჭრა, რაც მან სიტყვიერი კამათისას უმიზეზოდ დაარტყა.
გიორგი სოლოღაშვილსა და კიდევ ერთ პირს — ტატო ღარიბაშვილს, ცოტნე გამსახურდიას მკვლელობის მცდელობისთვის 15-15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ.
სასამართლომ ასევე განაჩენი გამოუტანა პეტრე ყუფარაძეს — დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის, და ოთხი წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. ამავე ბრალდებით დაკავებულ კიდევ ერთ პირს, კახა ჩხეტიანს, ხუთი წლით პატიმრობა მიესაჯა, ხოლო თორნიკე ქვათაძე სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა.