https://sputnik-georgia.com/20230415/festivali-gemo-festi-qutaissi-gaimarteba-ganacxadebis-mireba-daiwyo-276761054.html
ქუთაისში ფესტივალი „გემო ფესტი" გაიმართება - განაცხადების მიღება დაიწყო
ქუთაისში ფესტივალი „გემო ფესტი" გაიმართება - განაცხადების მიღება დაიწყო
Sputnik საქართველო
გამოფენაზე დამთვალიერებლებს საშუალება ექნებათ ნახონ და დააგემოვნონ ტრადიციული იმერული კერძები 15.04.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-04-15T18:46+0400
2023-04-15T18:46+0400
2023-08-17T19:46+0400
ახალი ამბები
საქართველო
კულტურა საქართველოში
საქართველოს რეგიონები
იმერეთი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24215/61/242156107_0:0:2730:1537_1920x0_80_0_0_c0d50823966d7a91e4dda41b5d43953e.jpg
თბილისი, 15 აპრილი – Sputnik. ქუთაისში 17 და 18 ივნისს სწრაფი კვების ფესტივალი „გემო ფესტი“ გაიმართება, ნათქვამია ორგანიზატორების განცხადებაში.„გემო ფესტი“ გასტროტურიზმის პოპულარიზაციის მიზნით ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ დაწყებული ახალი პროექტია. ღონისძიების მიზანია რეგიონებში ადგილობრივი კერძების პოპულარიზაცია, ახალი გემოების აღმოჩენა, ასევე ახალი სერვისების შექმნა და განვითარება გასტრონომიული მიმართულებით.ორგანიზატორები ფესტივალისთვის ემზადებიან, რომელშიც იმერული სამზარეულოს გამოფენის წარდგენას გეგმავენ, ამიტომ ახლა უკვე გამოცხადებულია მონაწილეობის მსურველთა განაცხადების მიღება.„წარადგინეთ ტრადიციული იმერული კერძების თქვენეული ვარიაციები ან უბრალოდ გაიხსენეთ ის ძველი კერძები, რომლებიც მხოლოდ თქვენ გახსოვთ. ხელიდან არ გაუშვათ შესაძლებლობა გააცნოთ საქართველოს თქვენი ჯადოქრობა, რადგან „გემოფესტზე“ ქუთაისში მთელი საქართველო შეიკრიბება“, - წერენ ორგანიზატორები.მონაწილეობის მსურველებმა უნდა შეავსონ ვირტუალური ანკეტა ამ ბმულზე.
საქართველო
იმერეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24215/61/242156107_0:0:2730:2048_1920x0_80_0_0_85454cda7eb90876528cebf95ae22e22.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, კულტურა საქართველოში, საქართველოს რეგიონები, იმერეთი
ახალი ამბები, საქართველო, კულტურა საქართველოში, საქართველოს რეგიონები, იმერეთი
ქუთაისში ფესტივალი „გემო ფესტი" გაიმართება - განაცხადების მიღება დაიწყო
18:46 15.04.2023 (განახლებულია: 19:46 17.08.2023) გამოფენაზე დამთვალიერებლებს საშუალება ექნებათ ნახონ და დააგემოვნონ ტრადიციული იმერული კერძები
თბილისი, 15 აპრილი – Sputnik. ქუთაისში 17 და 18 ივნისს სწრაფი კვების ფესტივალი „გემო ფესტი“ გაიმართება, ნათქვამია ორგანიზატორების განცხადებაში.
„გემო ფესტი“ გასტროტურიზმის პოპულარიზაციის მიზნით ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ დაწყებული ახალი პროექტია. ღონისძიების მიზანია რეგიონებში ადგილობრივი კერძების პოპულარიზაცია, ახალი გემოების აღმოჩენა, ასევე ახალი სერვისების შექმნა და განვითარება გასტრონომიული მიმართულებით.
ორგანიზატორები ფესტივალისთვის ემზადებიან, რომელშიც იმერული სამზარეულოს გამოფენის წარდგენას გეგმავენ, ამიტომ ახლა უკვე გამოცხადებულია მონაწილეობის მსურველთა განაცხადების მიღება.
„წარადგინეთ ტრადიციული იმერული კერძების თქვენეული ვარიაციები ან უბრალოდ გაიხსენეთ ის ძველი კერძები, რომლებიც მხოლოდ თქვენ გახსოვთ. ხელიდან არ გაუშვათ შესაძლებლობა გააცნოთ საქართველოს თქვენი ჯადოქრობა, რადგან „გემოფესტზე“ ქუთაისში მთელი საქართველო შეიკრიბება“, - წერენ ორგანიზატორები.
მონაწილეობის მსურველებმა უნდა შეავსონ ვირტუალური ანკეტა ამ
ბმულზე.