მატილდა გვარლიანი Dior-ისთვის გადაიღეს - ფოტო

© courtesy of Niko Abuladzeქართველი მოდელი მატილდა გვარლიანი
ქართველი მოდელი მატილდა გვარლიანი - Sputnik საქართველო, 1920, 15.04.2023
გამოწერა
მატილდა გვარლიანი მონაწილეობდა გადაღებებში სხვა მოდელებთან ერთად, გადაღებებზე მუშაობდა ცნობილი ფოტოგრაფი ელენ ფონ უნვერტი.
თბილისი, 15 აპრილი – Sputnik. ცნობილმა ქართველმა მოდელმა მატილდა გვარლიანმა მსოფლიოში ცნობილი ფრანგული ბრენდის Dior-ის კაფსულა კოლექციის გადაღებებში მიიღო მონაწილეობა.
Dior-ის ახალ კამპანიაში მოდის სახლის 2023 წლის კოლექციის ტანსაცმელი და აქსესუარებია წარმოდგენილი, რომლებიც შეზღუდული დროით იქნება ხელმისაწვდომი. ტანსაცმლის მსუბუქი სილუეტები კონტრასტს ქმნის მკაცრი გეომეტრიული კონტურების მქონე ჩანთებთან და აქსესუარებთან.
მატილდა გვარლიანი მონაწილეობდა გადაღებებში სხვა მოდელებთან ერთად, გადაღებებზე მუშაობდა ცნობილი ფოტოგრაფი ელენ ფონ უნვერტი.
© courtesy of Massimo Duttiმატილდა გვარლიანი Massimo Dutti-ს სარეკლამო კამპანიის სახე გახდა
Матильда Гварлиани стала лицом рекламной кампании Massimo Dutti - Sputnik საქართველო, 1920, 15.04.2023
მატილდა გვარლიანი Massimo Dutti-ს სარეკლამო კამპანიის სახე გახდა
მატილდა გვარლიანი 19 წლისაა და სამოდელო კარიერაში უკვე ბევრს მიაღწია. იგი გახდა იტალიელი დიზაინერის რობერტო კავალის სარეკლამო კამპანიის ნაწილი, მუშაობდა მსოფლიოს სხვა ცნობილ ბრენდებთან და მოდის კვირეულების ფარგლებში მონაწილეობდა მოდის ჩვენებებში.
სამოდელო სამყაროში მატილდა გვარლიანის დებიუტი ფლორენციაში ერთ-ერთ ჩვენებაზე შედგა, მაშინ გოგონა 14 წლის იყო. 15 წლისა კი ქართველი მოდელი გადაიღეს ცნობილი ბრენდის PULL & BEAR-ის სარეკლამო რგოლში.
© courtesy of Matilda Gvarlianiქართველი მოდელი მატილდა გვარლიანი
Матильда Гварлиани - Sputnik საქართველო, 1920, 15.04.2023
ქართველი მოდელი მატილდა გვარლიანი
გოგონას კარიერა დღითი დღე წარმატებული ხდებოდა, მან მილანის მოდის კვირეულზე (Milan Fashion Week 2019) Dolce & Gabbana-ს ჩვენებაში მიიღო მონაწილეობა. მატილდა ამჟამად პრესტიჟულ სააგენტო Next Model-თან თანამშრომლობს, ხოლო მისი სამოდელი სააგენტო მდებარეობს საქართველოში - Look Modéls Managemént.
ყველა ახალი ამბავი
0