https://sputnik-georgia.com/20230415/arcevnebi-2023-rogor-emzadeba-cesko-kenwisyristvis-276761441.html
არჩევნები 2023: როგორ ემზადება ცესკო კენჭისყრისთვის
არჩევნები 2023: როგორ ემზადება ცესკო კენჭისყრისთვის
Sputnik საქართველო
საქართველოში არჩევნები 29 აპრილს 164 საარჩევნო უბანზე გაიმართება 15.04.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-04-15T20:13+0400
2023-04-15T20:13+0400
2023-04-15T20:13+0400
ახალი ამბები
საქართველო
ცესკო
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
პოლიტიკა საქართველოში
პოლიტიკა
საზოგადოება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/02/260129770_0:0:1280:721_1920x0_80_0_0_ab1857b027eb21cce061a74251c7cd9a.jpg
თბილისი, 15 აპრილი – Sputnik. 29 აპრილს დაგეგმილი არჩევნებისთვის ბოლო მოსამზადებელი ღონისძიებები საქართველოს რამდენიმე რეგიონში მიმდინარეობს: ყველა კანდიდატი რეგისტრირებულია, ამომრჩევლები კი ასრულებენ საარჩევნო სიებში საკუთარი მონაცემების გადამოწმების პროცესს.არჩევნები 164 უბანზე გაიმართება. ამომრჩევლები პარლამენტისა და მუნიციპალიტეტის საკრებულოების შუალედურ, ასევე მერების რიგგარეშე არჩევნებზე აირჩევენ: საქართველოს პარლამენტის ფოთი - სენაკი - ხობის მაჟორიტარ დეპუტატს, გურჯაანის, თიანეთის, ახალციხის, ტყიბულის, ქუთაისის საკრებულოების მაჟორიტარ დეპუტატებს, ასევე ცაგერისა და თერჯოლის მერებს.ამჟამად რაიონული საარჩევნო კომისიები იღებენ ეტლით მოსარგებლე ამომრჩეველის განაცხადებს, რომლებსაც ხმის მიცემა შეუძლიათ პანდუსის მქონე 69 საარჩევნო უბანზე. განაცხადების მიღება 21 აპრილს დასრულდება.უბნების 90%-ზე კენჭისყრა ელექტრონულად გაიმართება.არჩევნებში კონკურენცია საკმაოდ მცირეა: მაგალითად, საქართველოს პარლამენტის ერთი ადგილისთვის მხოლოდ ორი კანდიდატი იბრძვის - გიორგი ხახუბია მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოდან“ და ბესიკ წულეისკირი პარტია „თავისუფალი საქართველოდან“.ქუთაისის, გურჯაანის, ახალციხისა და თიანეთის საკრებულოების შუალედურ არჩევნებში თითო-თითო კანდიდატია წარმოდგენილი. მიხეილ გიორგაძე, ზურაბ მუხულიშვილი, როინ ნებაძე და იოსებ მათურელი მმართველ პარტიას წარმოადგენენ.ტყიბულში „ქართული ოცნების“ წარმომადგენელს გიორგი კერესელიძეს დეპუტატობის ადგილისთვის ბრძოლა დამოუკიდებელ კანდიდატ გიორგი გაგოშიძესთან მოუწევს.ხოლო მერის არჩევნებზე კონკურენცია საერთოდ არ იქნება: ცაგერსა და თერჯოლაში მხოლოდ მმართველი პარტიის კანდიდატები ლევან ზალკალიანი და მანუჩარ რობაქიძე არიან წარმოდგენილი.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/02/260129770_0:0:1280:960_1920x0_80_0_0_5ab83ad82033f74c28122278eacca300.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ცესკო, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, საზოგადოება
ახალი ამბები, საქართველო, ცესკო, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, საზოგადოება
არჩევნები 2023: როგორ ემზადება ცესკო კენჭისყრისთვის
საქართველოში არჩევნები 29 აპრილს 164 საარჩევნო უბანზე გაიმართება
თბილისი, 15 აპრილი – Sputnik. 29 აპრილს დაგეგმილი არჩევნებისთვის ბოლო მოსამზადებელი ღონისძიებები საქართველოს რამდენიმე რეგიონში მიმდინარეობს: ყველა კანდიდატი რეგისტრირებულია, ამომრჩევლები კი ასრულებენ საარჩევნო სიებში საკუთარი მონაცემების გადამოწმების პროცესს.
არჩევნები 164 უბანზე გაიმართება. ამომრჩევლები პარლამენტისა და მუნიციპალიტეტის საკრებულოების შუალედურ, ასევე მერების რიგგარეშე არჩევნებზე აირჩევენ: საქართველოს პარლამენტის ფოთი - სენაკი - ხობის მაჟორიტარ დეპუტატს, გურჯაანის, თიანეთის, ახალციხის, ტყიბულის, ქუთაისის საკრებულოების მაჟორიტარ დეპუტატებს, ასევე ცაგერისა და თერჯოლის მერებს.
ამჟამად რაიონული საარჩევნო კომისიები იღებენ ეტლით მოსარგებლე ამომრჩეველის განაცხადებს, რომლებსაც ხმის მიცემა შეუძლიათ პანდუსის მქონე 69 საარჩევნო უბანზე. განაცხადების მიღება 21 აპრილს დასრულდება.
უბნების 90%-ზე კენჭისყრა ელექტრონულად გაიმართება.
არჩევნებში კონკურენცია საკმაოდ მცირეა: მაგალითად, საქართველოს პარლამენტის ერთი ადგილისთვის მხოლოდ ორი კანდიდატი იბრძვის - გიორგი ხახუბია მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოდან“ და ბესიკ წულეისკირი პარტია „თავისუფალი საქართველოდან“.
ქუთაისის, გურჯაანის, ახალციხისა და თიანეთის საკრებულოების შუალედურ არჩევნებში თითო-თითო კანდიდატია წარმოდგენილი. მიხეილ გიორგაძე, ზურაბ მუხულიშვილი, როინ ნებაძე და იოსებ მათურელი მმართველ პარტიას წარმოადგენენ.
ტყიბულში „ქართული ოცნების“ წარმომადგენელს გიორგი კერესელიძეს დეპუტატობის ადგილისთვის ბრძოლა დამოუკიდებელ კანდიდატ გიორგი გაგოშიძესთან მოუწევს.
ხოლო მერის არჩევნებზე კონკურენცია საერთოდ არ იქნება: ცაგერსა და თერჯოლაში მხოლოდ მმართველი პარტიის კანდიდატები ლევან ზალკალიანი და მანუჩარ რობაქიძე არიან წარმოდგენილი.