https://sputnik-georgia.com/20230415/276754207.html
საზოგადოებრივი ტრანსპორტი აღდგომის დღეებში: მუშაობის გრაფიკი
საზოგადოებრივი ტრანსპორტი აღდგომის დღეებში: მუშაობის გრაფიკი
Sputnik საქართველო
წელს მართლმადიდებლური სამყარო აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს 16 აპრილს ზეიმობს 15.04.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-04-15T15:22+0400
2023-04-15T15:22+0400
2023-04-15T15:22+0400
აღდგომა
ტრანსპორტი საქართველოში
ახალი ამბები
საზოგადოება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/08/04/249132763_35:0:3466:1930_1920x0_80_0_0_0449da7f1e283b817f8ddf6d25692c17.jpg
თბილისი, 15 აპრილი - Sputnik. აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით თბილისში საზოგადოებრივი მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობის განრიგი იცვლება.კერძოდ, თბილისის მეტრო 15-16 აპრილის ღამით 23:00 საათიდან 04:00 საათამდე იმუშავებს და დროის ამ მონაკვეთში მეტროთი მგზავრობა უფასო იქნება.გარდა ამისა, 16 და 17 აპრილს დაწესდება ავტობუსის დროებითი მარშრუტებიც, რომლებიც 08:00-დან 20:00 საათამდე იმოძრავებენ მუხათგვერდის, ვაშლიჯვრის, კუკიის, ახალი კუკიის, მახათას, საბურთალოს, ღრმაღელის, ველისა და ვარკეთილის სასაფლაოების მიმართულებით.ამ მარშრუტებზე მოძრავი ავტობუსები მგზავრებს მოემსახურება უფასოდ.ავტობუსები გავა:საქართველოში აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული წელს 16 აპრილს აღინიშნება. უქმეა აღდგომის მომდევნო დღე ორშაბათიც. ამ დღეს მოსახლეობა, ტრადიციულად, ახლობლების საფლავებზე გადის.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/08/04/249132763_464:0:3037:1930_1920x0_80_0_0_cf10125c99395d989216a3d686a7b92f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
აღდგომა , ტრანსპორტი საქართველოში, ახალი ამბები, საზოგადოება
აღდგომა , ტრანსპორტი საქართველოში, ახალი ამბები, საზოგადოება
საზოგადოებრივი ტრანსპორტი აღდგომის დღეებში: მუშაობის გრაფიკი
წელს მართლმადიდებლური სამყარო აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს 16 აპრილს ზეიმობს
თბილისი, 15 აპრილი - Sputnik. აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით თბილისში საზოგადოებრივი მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობის განრიგი იცვლება.
კერძოდ, თბილისის მეტრო 15-16 აპრილის ღამით 23:00 საათიდან 04:00 საათამდე იმუშავებს და დროის ამ მონაკვეთში მეტროთი მგზავრობა უფასო იქნება.
გარდა ამისა, 16 და 17 აპრილს დაწესდება ავტობუსის დროებითი მარშრუტებიც, რომლებიც 08:00-დან 20:00 საათამდე იმოძრავებენ მუხათგვერდის, ვაშლიჯვრის, კუკიის, ახალი კუკიის, მახათას, საბურთალოს, ღრმაღელის, ველისა და ვარკეთილის სასაფლაოების მიმართულებით.
ამ მარშრუტებზე მოძრავი ავტობუსები მგზავრებს მოემსახურება უფასოდ.
მუხათგვერდისა და ვაშლიჯვრის სასაფლაოების მიმართულებით — მეტრო „დიდუბის“ სადგურიდან;
კუკიისა და მახათას სასაფლაოებისკენ — „მარჯანიშვილის“ მეტროს ტერიტორიიდან;
საბურთალოს სასაფლაოს მიმართულებით — მეტრო „დელისიდან“;
თბილისის ზღვის სასაფლაოსკენ — „სარაჯიშვილის“ მეტროდან;
ველის სასაფლაოსკენ — ჭიჭინაძის №25-დან;
ვარკეთილის სასაფლაოს მიმართულებით — მეტრო „ვარკეთილიდან“.
საქართველოში აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული წელს 16 აპრილს აღინიშნება. უქმეა აღდგომის მომდევნო დღე ორშაბათიც. ამ დღეს მოსახლეობა, ტრადიციულად, ახლობლების საფლავებზე გადის.