ლავროვი: დასავლეთის მუქარის მიუხედავად დსთ-ში ვაჭრობის მოცულობა იზრდება

© photo: Sputnik / Press Service of the Ministry of Foreign Affairs of the Russian Federation / გადასვლა მედიაბანკშისერგეი ლავროვი
სერგეი ლავროვი - Sputnik საქართველო, 1920, 14.04.2023
გამოწერა
დსთ-ის მონაწილე ქვეყნების მთავრობების მეთაურთა სხდომა სოჭში 7–8 ივნისს გაიმართება.
თბილისი, 14 აპრილი – Sputnik. რუსეთის ვაჭრობის მოცულობა დსთ-ის ქვეყნებთან იზრდება მიუხედავად აშშ-ისა და ევროკავშირის მხრიდან მეორადი სანქციების მუქარისა, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა უზბეკეთში ვიზიტის შემაჯამებელ კონფერენციაზე.

„მიუხედავად აშშ-ისა და ევროკავშირის მხრიდან მუქარებისა ყველა ჩვენი პარტნიორის მიმართ, რომლებიც მოუწოდებდნენ ქვეყნებს, არ ეთანამშრომლათ რუსეთის ფედერაციასთან და ბელარუსის რესპუბლიკასთან... დსთ-ში ვაჭრობა იზრდება. გასულ წელს ის გაიზარდა ექვს პროცენტზე მეტით, მოცულობამ 100 მლრდ დოლარს გადააჭარბა“, – განაცხადა ლავროვმა.

მისი თქმით, ყველა პროექტი, რომლებზეც დსთ-ის ფარგლებში მიმდინარეობს მუშაობა, მიმართულია თანამედროვე ტექნოლოგიების პერსპექტიულ შემუშავებაზე „პირველ რიგში, თითოეული სახელმწიფოსთვის კრიტიკულად მნიშვნელოვან სფეროებში“.
მინისტრი ვარაუდობს, რომ ეკონომიკური ურთიერთქმედებების შემდგომ გაფართოებას იმპულსს მისცემს დსთ-ის ქვეყნებს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებაზე ხელმოწერა, რომელიც მომზადების პროცესშია.
უფრო ადრე დსთ-ის გენერალურმა მდივანმა სერგეი ლებედევმა განაცხადა, რომ დსთ-ის წევრი სახელმწიფოების მთავრობების მეთაურთა სხდომა სოჭში 7–8 ივნისს გაიმართება. მან აღნიშნა, რომ დღის განრიგი დატვირთულია, ხოლო მთავარი საკითხი, რუსეთის აზრით, იქნება მომსახურებით თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება.
ყველა ახალი ამბავი
0