https://sputnik-georgia.com/20230414/kolga-tbilisi-photo-2023-gamarjvebulebs-daasaxelebs-276742645.html
Kolga Tbilisi Photo 2023 კონკურსის გამარჯვებულებს დაასახელებს
Kolga Tbilisi Photo 2023 კონკურსის გამარჯვებულებს დაასახელებს
Sputnik საქართველო
კონკურსის ფარგლებში წარმოდგენილი იქნება ფოტოგრაფების ნამუშევრები მსოფლიოს 40 ქვეყნიდან. 14.04.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-04-14T19:39+0400
2023-04-14T19:39+0400
2023-08-17T19:46+0400
საქართველო
საზოგადოება
ახალი ამბები
კულტურა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24840/00/248400069_0:56:1101:675_1920x0_80_0_0_53f68fe8df771db56f1f3d94d6dcf85b.jpg
თბილისი, 14 აპრილი — Sputnik. რიგით 22-ე ყოველწლიური საერთაშორისო ფოტოკონკურსი Kolga Tbilisi Photo ოფლაინ-ფორმატში ჩატარდება და კონკურსის გამარჯვებულებს 4 მაისს დააჯილდოვებს, ნათქვამია კონკურსის ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.Kolga Tbilisi Photo, რომელიც 2001 წლიდან ტარდება, მხარს უჭერს თანამედროვე ხელოვნების პოპულარიზაციას და ახალგაზრდა ფოტოხელოვანების განვითარებას. კონკურსის მიზანია არა მარტო გამარჯვებულის გამოვლენა, არამედ საერთაშორისო ფოტოგრაფების საქართველოსთან დაკავშირება, ასევე ადგილობრივი ფოტოგრაფების პროფესიული განვითარების ხელშეწყობა.ფოტოკვირეული 4–9 მაისის პერიოდში ჩატარდება. კონკურსის ფარგლებში წარმოდგენილი იქნება ფოტოგრაფების ნამუშევრები მსოფლიოს 40 ქვეყნიდან. ასევე დაგეგმილია რამდენიმე საერთაშორისო, ადგილობრივი ჯგუფური და ინდივიდუალური გამოფენები.Kolga Tbilisi Photo 2023-ის გამარჯვებულთა დაჯილდოების საზეიმო ცერემონია კონკურსის გახსნის პირველივე დღეს, 4 მაისს გაიმართება. გამარჯვებულებს ჟიური ხუთ კატეგორიაში გამოავლენს: ღონისძიება გაიმართება მისამართზე: კონსტიტუციის ქუჩა, 6/52 (ყოფილი ბაზრის ტერიტორიაზე).
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24840/00/248400069_62:0:1037:731_1920x0_80_0_0_73c3fa356fe0c58886503c00ff9b8bd7.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საზოგადოება, ახალი ამბები, კულტურა საქართველოში
საქართველო, საზოგადოება, ახალი ამბები, კულტურა საქართველოში
Kolga Tbilisi Photo 2023 კონკურსის გამარჯვებულებს დაასახელებს
19:39 14.04.2023 (განახლებულია: 19:46 17.08.2023) კონკურსის ფარგლებში წარმოდგენილი იქნება ფოტოგრაფების ნამუშევრები მსოფლიოს 40 ქვეყნიდან.
თბილისი, 14 აპრილი — Sputnik. რიგით 22-ე ყოველწლიური საერთაშორისო ფოტოკონკურსი Kolga Tbilisi Photo ოფლაინ-ფორმატში ჩატარდება და კონკურსის გამარჯვებულებს 4 მაისს დააჯილდოვებს, ნათქვამია კონკურსის ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
Kolga Tbilisi Photo, რომელიც 2001 წლიდან ტარდება, მხარს უჭერს თანამედროვე ხელოვნების პოპულარიზაციას და ახალგაზრდა ფოტოხელოვანების განვითარებას. კონკურსის მიზანია არა მარტო გამარჯვებულის გამოვლენა, არამედ საერთაშორისო ფოტოგრაფების საქართველოსთან დაკავშირება, ასევე ადგილობრივი ფოტოგრაფების პროფესიული განვითარების ხელშეწყობა.
ფოტოკვირეული 4–9 მაისის პერიოდში ჩატარდება. კონკურსის ფარგლებში წარმოდგენილი იქნება ფოტოგრაფების ნამუშევრები მსოფლიოს 40 ქვეყნიდან. ასევე დაგეგმილია რამდენიმე საერთაშორისო, ადგილობრივი ჯგუფური და ინდივიდუალური გამოფენები.
Kolga Tbilisi Photo 2023-ის გამარჯვებულთა დაჯილდოების საზეიმო ცერემონია კონკურსის გახსნის პირველივე დღეს, 4 მაისს გაიმართება. გამარჯვებულებს ჟიური ხუთ კატეგორიაში გამოავლენს:
კონცეპტუალური ფოტოპროექტი
ღონისძიება გაიმართება მისამართზე: კონსტიტუციის ქუჩა, 6/52 (ყოფილი ბაზრის ტერიტორიაზე).