https://sputnik-georgia.com/20230414/deoligarqizaciis-sesaxeb-kanonis-axali-versia-276726758.html
დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონის ახალი ვერსია: რა შეიცვალა
დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონის ახალი ვერსია: რა შეიცვალა
Sputnik საქართველო
გადამუშავებული ვერსიით, მოქალაქეს ოლიგარქად აღიარებს არა პარლამენტი ან მთავრობა, არამედ ანტიკორუფციული ბიურო. 14.04.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-04-14T12:36+0400
2023-04-14T12:36+0400
2023-04-14T18:10+0400
პოლიტიკა საქართველოში
პოლიტიკა
ახალი ამბები
საქართველოს პარლამენტი
საქართველო
საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/07/259383624_633:355:2972:1671_1920x0_80_0_0_649240aba6c290e28261ef783e88eaac.jpg
თბილისი, 14 აპრილი – Sputnik. საქართველოს პარლამენტმა გადაამუშავა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მიერ მომზადებული კანონპროექტი „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ და ცვლილებები შეიტანა ადამიანის ოლიგარქად აღიარების პროცესში.ვენეციის კომისიამ – ევროპის საბჭოს საკონსტიტუციო სამართლის საკონსულტაციო ორგანომ უკვე განიხილა საქართველოს პარლამენტის მიერ ორი მოსმენით მიღებული კანონპროექტი და საკუთარ შენიშვნებში ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის დარღვევის რისკების თაობაზე მიუთითა.დეოლიგარქიზაცია 12-დან ერთ-ერთი პირობაა, რომელიც საქართველომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად უნდა შეასრულოს.გადამუშავებული ვერსიით, ოლიგარქად მოქალაქეს აღიარებს არა პარლამენტი, როგორც ეს პროექტის პირველ ვერსიაში იყო, და არც მთავრობა – პროექტის მეორე მოსმენით მიღებული ვერსიით, არამედ ანტიკორუფციული ბიურო. ამასთან ბიურომ უნდა ჩაატაროს სრული კვლევა, არის თუ არა ადამიანი ოლიგარქი.ოლიგარქად აღიარების გასაჩივრება შესაძლებელი იქნება სასამართლოს მეშვეობით, ამასთან ორი ინსტანციის სასამართლოში.„დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტი ვენეციის კომისიას შესაძლოა ხელმეორედ გადაეგზავნოს>>გარდა ამისა, იცვლება ოლიგარქის შესახებ მონაცემების გამოქვეყნების პრინციპი. თუ უკვე მიღებული ვერსიით უნდა გამოქვეყნებულიყო ასეთი პირების ყველა პირადი მონაცემი, გადამუშავებული ვერსიით საჯაროდ ხელმისაწვდომი იქნება მხოლო ოლიგარქის ვინაობა, მისი დეკლარაცია და მითითება, რომ ის არ არის დამნაშავე ოლიგარქების რეესტრში მოხვედრის გამო.გადამუშავებული ვერსიის თანახმად, ოლიგარქი შეძლებს პარტიების, წინასაარჩევნო კამპანიებისა და საპროტესტო აქციების დაფინანსებას. ოლიგარქებისთვის ერთადერთი აკრძალვა იქნება პრივატიზაციის მასშტაბურ პროექტებში მონაწილეობა.ვინ არის ოლიგარქიკანონის პროექტის თანახმად, ოლიგარქი არის ფიზიკური პირი, რომელიც აკმაყოფილებს ოთხი კრიტერიუმიდან მინიმუმ სამს:სკანდალი პროექტის ირგვლივმმართველი პარტია „ქართული ოცნების“ ლიდერებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ მათ შექმნეს უკრაინული კანონის ანალოგი, რადგან მან ევროკავშირის დადებითი შეფასება მიიღო.თუმცა ვენეციის კომისია უკმაყოფილო დარჩა საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული ვერსიით.ვენეციის კომისიის დასკვნის მიხედვით, კანონპროექტი „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ ამჟამინდელი სახით ხელისუფლებას პროცესზე საკმაოდ დიდ გავლენას ანიჭებს.ოპოზიციის პროექტი დეოლიგარქიზაციის შესახებ პარლამენტის კომიტეტებმა ჩააგდეს>>დასკვნაში ნათქვამია, რომ კანონპროექტში გამოყენებული „პერსონალური მიდგომა“ ადამიანებს განსაზღვრავს და ახდენს მათ სტიგმატიზაციას ბუნდოვანი კრიტერიუმების საფუძველზე, შეიცავს ადამიანის უფლებების დარღვევის მაღალ რისკს დასახული მიზნების მიღწევის გარეშე.ვენეციის კომისიამ მხარი დაუჭირა უფრო მეტად სისტემურ მიდგომას, მათ შორის კანონმდებლობისა და სხვადასხვა სექტორში მომუშავე ინსტიტუტების გაძლიერებას, რათა უზრუნველყოფილი იყოს მათ შორის ეფექტური თანამშრომლობა და ურთიერთდახმარება.ახლა მმართველი პარტია აპირებს მეორე მოსმენით მიიღოს გადამუშავებული პროექტი და კიდევ ერთხელ გაგზავნოს ის ვენეციის კომისიაში.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/07/259383624_1106:366:2846:1671_1920x0_80_0_0_745912838fbddf332ad8f0a7b949a3e6.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, ახალი ამბები, საქართველოს პარლამენტი, საქართველო, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები
პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, ახალი ამბები, საქართველოს პარლამენტი, საქართველო, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები
დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონის ახალი ვერსია: რა შეიცვალა
12:36 14.04.2023 (განახლებულია: 18:10 14.04.2023) გადამუშავებული ვერსიით, მოქალაქეს ოლიგარქად აღიარებს არა პარლამენტი ან მთავრობა, არამედ ანტიკორუფციული ბიურო.
თბილისი, 14 აპრილი – Sputnik. საქართველოს პარლამენტმა გადაამუშავა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მიერ მომზადებული კანონპროექტი „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ და ცვლილებები შეიტანა ადამიანის ოლიგარქად აღიარების პროცესში.
ვენეციის კომისიამ – ევროპის საბჭოს საკონსტიტუციო სამართლის საკონსულტაციო ორგანომ უკვე განიხილა საქართველოს პარლამენტის მიერ ორი მოსმენით მიღებული კანონპროექტი და საკუთარ შენიშვნებში ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის დარღვევის რისკების თაობაზე მიუთითა.
დეოლიგარქიზაცია 12-დან ერთ-ერთი პირობაა, რომელიც საქართველომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად უნდა შეასრულოს.
გადამუშავებული ვერსიით, ოლიგარქად მოქალაქეს აღიარებს არა პარლამენტი, როგორც ეს პროექტის პირველ ვერსიაში იყო, და არც მთავრობა – პროექტის მეორე მოსმენით მიღებული ვერსიით, არამედ ანტიკორუფციული ბიურო. ამასთან ბიურომ უნდა ჩაატაროს სრული კვლევა, არის თუ არა ადამიანი ოლიგარქი.
ოლიგარქად აღიარების გასაჩივრება შესაძლებელი იქნება სასამართლოს მეშვეობით, ამასთან ორი ინსტანციის სასამართლოში.
გარდა ამისა, იცვლება ოლიგარქის შესახებ მონაცემების გამოქვეყნების პრინციპი. თუ უკვე მიღებული ვერსიით უნდა გამოქვეყნებულიყო ასეთი პირების ყველა პირადი მონაცემი, გადამუშავებული ვერსიით საჯაროდ ხელმისაწვდომი იქნება მხოლო ოლიგარქის ვინაობა, მისი დეკლარაცია და მითითება, რომ ის არ არის დამნაშავე ოლიგარქების რეესტრში მოხვედრის გამო.
გადამუშავებული ვერსიის თანახმად, ოლიგარქი შეძლებს პარტიების, წინასაარჩევნო კამპანიებისა და საპროტესტო აქციების დაფინანსებას. ოლიგარქებისთვის ერთადერთი აკრძალვა იქნება პრივატიზაციის მასშტაბურ პროექტებში მონაწილეობა.
კანონის პროექტის თანახმად, ოლიგარქი არის ფიზიკური პირი, რომელიც აკმაყოფილებს ოთხი კრიტერიუმიდან მინიმუმ სამს:
მონაწილეობა პოლიტიკურ ცხოვრებაში;
კომპანიის ბენეფიციარული ფლობა, რომელიც იკავებს ბაზარზე დომინანტურ პოზიციას, ინარჩუნებს ან აუმჯობესებს მას წლის განმავლობაში;
პირადი აქტივების ან კომპანიის აქტივების ოდენობა საქართველოში დადგენილ საარსებო მინიმუმს მილიონჯერ აღემატება.
სკანდალი პროექტის ირგვლივ
მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ ლიდერებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ მათ შექმნეს უკრაინული კანონის ანალოგი, რადგან მან ევროკავშირის დადებითი შეფასება მიიღო.
თუმცა ვენეციის კომისია უკმაყოფილო დარჩა საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული ვერსიით.
ვენეციის კომისიის დასკვნის მიხედვით, კანონპროექტი „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ ამჟამინდელი სახით ხელისუფლებას პროცესზე საკმაოდ დიდ გავლენას ანიჭებს.
დასკვნაში ნათქვამია, რომ კანონპროექტში გამოყენებული „პერსონალური მიდგომა“ ადამიანებს განსაზღვრავს და ახდენს მათ სტიგმატიზაციას ბუნდოვანი კრიტერიუმების საფუძველზე, შეიცავს ადამიანის უფლებების დარღვევის მაღალ რისკს დასახული მიზნების მიღწევის გარეშე.
ვენეციის კომისიამ მხარი დაუჭირა უფრო მეტად სისტემურ მიდგომას, მათ შორის კანონმდებლობისა და სხვადასხვა სექტორში მომუშავე ინსტიტუტების გაძლიერებას, რათა უზრუნველყოფილი იყოს მათ შორის ეფექტური თანამშრომლობა და ურთიერთდახმარება.
ახლა მმართველი პარტია აპირებს მეორე მოსმენით მიიღოს გადამუშავებული პროექტი და კიდევ ერთხელ გაგზავნოს ის ვენეციის კომისიაში.