https://sputnik-georgia.com/20230414/credo-bank-------276746043.html
Credo Bank-ი ფინანსური უსაფრთხოების მოთხოვნების დარღვევისთვის დაჯარიმდა
Credo Bank-ი ფინანსური უსაფრთხოების მოთხოვნების დარღვევისთვის დაჯარიმდა
Sputnik საქართველო
თბილისი, 14 აპრილი — Sputnik. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა კომერციული ბანკი Credo Bank 30 ათასი ლარით დააჯარიმა, ნათქვამია მარეგულირებლის განცხადებაში. 14.04.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-04-14T23:32+0400
2023-04-14T23:32+0400
2023-04-15T00:33+0400
საქართველო
საქართველოს ეროვნული ბანკი
შემთხვევები საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0b/01/271830304_918:800:2626:1761_1920x0_80_0_0_f38238ee445ff36b3967e3e1523dcdc3.jpg
თბილისი, 14 აპრილი — Sputnik. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა კომერციული ბანკი Credo Bank 30 ათასი ლარით დააჯარიმა, ნათქვამია მარეგულირებლის განცხადებაში.უწყების ცნობით, საქმე ეხება ორ პირთან მიმართებით „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის" კანონმდებლობის დარღვევას და შემოწმების პროცესში მოთხოვნილი დოკუმენტაციის არასწორად წარდგენის ორ შემთხვევას.კერძოდ, ბანკმა დაარღვია კანონის მოთხოვნა, რომლის თანახმადაც იგი ვალდებული იყო, თუ მისი კლიენტი პოლიტიკურად აქტიური პირია, მენეჯმენტისგან მიეღო ნებართვა საქმიანი ურთიერთობების დასამყარებლად, შეემოწმებინა ქონების წარმომავლობა, სახსრები, კლიენტის ვირტუალური აქტივები და გაძლიერებული მეთვალყურეობის პირობებში განეხორციელებინა ურთიერთობები.ერთ შემთხვევაში საქმე ეხებოდა პოლიტიკურად აქტიური პირის ოჯახის წევრს, რომელთან ურთიერთობაზეც ბანკის ხელმძღვანელობის თანხმობა არ ყოფილა, მეორე შემთხვევაში კი საუბარია ეროვნული ბანკის პროტოკოლის უგულებელყოფაზე, როდესაც პოლიტიკურად აქტიურ პირს უნდა მიენიჭოს ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების „მაღალი რისკის“ სტატუსი.ეროვნული ბანკი არ ასაჯაროებს პოლიტიკურად აქტიური პირების ვინაობას. კანონის მიხედვით, პოლიტიკურად აქტიური პირი არის ფიზიკური პირი, რომელიც ასრულებს მნიშვნელოვან საზოგადოებრივ ან პოლიტიკურ ფუნქციებს, მათ შორის, მთავრობის წევრი, დეპუტატი ან პარტიის ხელმძღვანელი.ამასთან, ორ შემთხვევაში ბანკმა მარეგულირებელს შემოწმებისას არასწორი ინფორმაცია მიაწოდა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0b/01/271830304_0:0:2731:2048_1920x0_80_0_0_d2f3d32e83036bb2353d8ad9bf40ad24.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს ეროვნული ბანკი , შემთხვევები საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს ეროვნული ბანკი , შემთხვევები საქართველოში, ახალი ამბები
თბილისი, 14 აპრილი — Sputnik. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა კომერციული ბანკი Credo Bank 30 ათასი ლარით დააჯარიმა, ნათქვამია მარეგულირებლის განცხადებაში.
უწყების ცნობით, საქმე ეხება ორ პირთან მიმართებით „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის" კანონმდებლობის დარღვევას და შემოწმების პროცესში მოთხოვნილი დოკუმენტაციის არასწორად წარდგენის ორ შემთხვევას.
კერძოდ, ბანკმა დაარღვია კანონის მოთხოვნა, რომლის თანახმადაც იგი ვალდებული იყო, თუ მისი კლიენტი პოლიტიკურად აქტიური პირია, მენეჯმენტისგან მიეღო ნებართვა საქმიანი ურთიერთობების დასამყარებლად, შეემოწმებინა ქონების წარმომავლობა, სახსრები, კლიენტის ვირტუალური აქტივები და გაძლიერებული მეთვალყურეობის პირობებში განეხორციელებინა ურთიერთობები.
ერთ შემთხვევაში საქმე ეხებოდა პოლიტიკურად აქტიური პირის ოჯახის წევრს, რომელთან ურთიერთობაზეც ბანკის ხელმძღვანელობის თანხმობა არ ყოფილა, მეორე შემთხვევაში კი საუბარია ეროვნული ბანკის პროტოკოლის უგულებელყოფაზე, როდესაც პოლიტიკურად აქტიურ პირს უნდა მიენიჭოს ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების „მაღალი რისკის“ სტატუსი.
ეროვნული ბანკი არ ასაჯაროებს პოლიტიკურად აქტიური პირების ვინაობას. კანონის მიხედვით, პოლიტიკურად აქტიური პირი არის ფიზიკური პირი, რომელიც ასრულებს მნიშვნელოვან საზოგადოებრივ ან პოლიტიკურ ფუნქციებს, მათ შორის, მთავრობის წევრი, დეპუტატი ან პარტიის ხელმძღვანელი.
ამასთან, ორ შემთხვევაში ბანკმა მარეგულირებელს შემოწმებისას არასწორი ინფორმაცია მიაწოდა.