https://sputnik-georgia.com/20230414/-----276745910.html
გომთან ავარიის დროს დაშავებული დედა-შვილი გარდაიცვალა
გომთან ავარიის დროს დაშავებული დედა-შვილი გარდაიცვალა
Sputnik საქართველო
თბილისი, 14 აპრილი — Sputnik. სოფელ გომთან მომხდარი ავტოავარიის შედეგად დაშავებულებიდან ორი ადამიანი, დედა-შვილი გარდაიცვალა, იუწყება რეგიონული გამოცემა... 14.04.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-04-14T23:00+0400
2023-04-14T23:00+0400
2023-04-15T08:47+0400
საქართველო
შემთხვევები საქართველოში
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/08/11/269541269_0:0:3175:1787_1920x0_80_0_0_13441782e6813bbb99001ca2c183bf0b.jpg
თბილისი, 14 აპრილი — Sputnik. სოფელ გომთან მომხდარი ავტოავარიის შედეგად დაშავებულებიდან ორი ადამიანი, დედა-შვილი გარდაიცვალა, იუწყება რეგიონული გამოცემა „მოზაიკა".ავტოსაგზაო შემთხვევა გომი-ვაყის საგზაო მონაკვეთზე დღეს დილით მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, ერთმანეთს საპირისპიროდ მოძრავი ორი ავტომობილი შეეჯახა. შემთხვევის შედეგად ექვსმა ადამიანმა სხეულის სხვადასხვა ხარისხის დაზიანებები მიიღო, „სასწრაფო დახმარების" ბრიგადებმა დაშავებულები ხაშურის სამედიცინო კლინიკაში გადაიყვანეს. გამოცემის ინფორმაციით, 30 წლამდე ქალი და 7 წლის ბავშვი „გორმედის“ ხაშურის კლინიკაში უმძიმესი დაზიანებებით - პოლიტრავმით შეიყვანეს. ექიმების თქმით, რეანიმაციული ღონისძიებების გატარება დაუყოვნებლივ დაიწყო, თუმცა, ორივე პაციენტის შემთხვევაში ავარიის დროს მიღებული დაზიანებები სიცოცხლესთან შეუთავსებელი იყო და მათი გადარჩენა ვერ მოხერხდა.ამ დრომდე მძიმეა კიდევ ორი დაშავებულის, ბაბუის და შვილიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა.მომხდარ ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/08/11/269541269_444:0:3175:2048_1920x0_80_0_0_7b3dc121c7dc800c9de990fd7996c612.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, შემთხვევები საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, შემთხვევები საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
გომთან ავარიის დროს დაშავებული დედა-შვილი გარდაიცვალა
23:00 14.04.2023 (განახლებულია: 08:47 15.04.2023) თბილისი, 14 აპრილი — Sputnik. სოფელ გომთან მომხდარი ავტოავარიის შედეგად დაშავებულებიდან ორი ადამიანი, დედა-შვილი გარდაიცვალა, იუწყება რეგიონული გამოცემა
„მოზაიკა".
ავტოსაგზაო შემთხვევა გომი-ვაყის საგზაო მონაკვეთზე დღეს დილით მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ერთმანეთს საპირისპიროდ მოძრავი ორი ავტომობილი შეეჯახა. შემთხვევის შედეგად ექვსმა ადამიანმა სხეულის სხვადასხვა ხარისხის დაზიანებები მიიღო, „სასწრაფო დახმარების" ბრიგადებმა დაშავებულები ხაშურის სამედიცინო კლინიკაში გადაიყვანეს.
გამოცემის ინფორმაციით, 30 წლამდე ქალი და 7 წლის ბავშვი „გორმედის“ ხაშურის კლინიკაში უმძიმესი დაზიანებებით - პოლიტრავმით შეიყვანეს. ექიმების თქმით, რეანიმაციული ღონისძიებების გატარება დაუყოვნებლივ დაიწყო, თუმცა, ორივე პაციენტის შემთხვევაში ავარიის დროს მიღებული დაზიანებები სიცოცხლესთან შეუთავსებელი იყო და მათი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
ამ დრომდე მძიმეა კიდევ ორი დაშავებულის, ბაბუის და შვილიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა.
მომხდარ ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება.