https://sputnik-georgia.com/20230413/washington-post-amerikis-saidumlo-masalebma-samxedro-bazidan-gajona-276690165.html
Washington Post: აშშ-ის საიდუმლო მასალები სამხედრო ბაზიდან გამოიტანეს
Washington Post: აშშ-ის საიდუმლო მასალები სამხედრო ბაზიდან გამოიტანეს
Sputnik საქართველო
თბილისი, 13 აპრილი — Sputnik. აშშ-ის საიდუმლო დოკუმენტების გაჟონვის უკან დგას ადამიანი, რომელიც ერთ-ერთ სამხედრო ბაზაზე მუშაობდა და დოკუმენტებიც სწორედ იქ... 13.04.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-04-13T09:17+0400
2023-04-13T09:17+0400
2023-07-20T15:51+0400
მსოფლიო დღეს
პენტაგონის საიდუმლო მასალების გაჟონვა
აშშ
პოლიტიკა
ახალი ამბები
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0b/0e/250041437_0:160:3073:1888_1920x0_80_0_0_4acd793ec7f08ba15cfd24e9fb3900da.jpg
თბილისი, 13 აპრილი — Sputnik. აშშ-ის საიდუმლო დოკუმენტების გაჟონვის უკან დგას ადამიანი, რომელიც ერთ-ერთ სამხედრო ბაზაზე მუშაობდა და დოკუმენტებიც სწორედ იქ მიიღო, იუწყება გაზეთი Washington Post ონლაინ პლატფორმა Discord-ის დახურული ჩატის წევრზე დაყრდნობით, სადაც გამოქვეყნდა კიდეც აღნიშნული მასალები თავდაპირველად.წყარომ გამოცემას აცნობა, რომ ეს „ახალგაზრდა ქარიზმატული, იარაღის ენთუზიასტი“ მამაკაცია, რომელმაც მკაცრად გასაიდუმლოებული დოკუმენტები პანდემიის დროს შექმნილი ჩატის „შორი ნაცნობების ჯგუფს გაუზიარა“.როგორც გაზეთი წერს, Discord-ზე შექმნილი ჩატი „იარაღის, სამხედრო აღჭურვილობისა და ღმერთის მოყვარულ“ ოცამდე ადამიანს, ძირითადად მამაკაცებსა და ბიჭებს აერთიანებს, რომლებიც სხვადასხვა ინფორმაციას უზიარებდნენ ერთმანეთს.მისი თქმით, როგორც ჩანს, „ეს თითქმის სიტყვა სიტყვით გაშიფრული სადაზვერვო სტენოგრამები იყო, რომლებსაც ის რეგულარულად აქვეყნებდა რამდენიმე თვის განმავლობაში“.როგორც OG წერდა, მან ეს დოკუმენტები შინ „სამხედრო ბაზიდან“ მიიტანა (წყარომ არ დააკონკრეტა, რომელ ბაზაზეა საუბარი), სადაც ის მუშაობდა. მისი თქმით, ეს არის დაცული ობიექტი, სადაც მობილური ტელეფონებისა და სხვა ისეთი მოწყობილობების გამოყენება, რომლებითაც საიდუმლო ინფორმაციის დოკუმენტირებაა შესაძლებელი, მკაცრადაა აკრძალული. ამიტომ მან ზოგი დოკუმენტის ანოტაცია ხელით შეადგინა და საქმეში ჩაუხედავი ადამიანებისთვის უცნობი სადაზვერვო ტერმინები თარგმნა, რათა Discord-ელებისთვის გაეზიარებინა ისინი.როგორც ირკვევა, ჩატის წევრები ძირითადად უმნიშვნელო თემებზე საუბრობდნენ, ხუმრობდნენ, ერთად უყურებდნენ ფილმებს და ლოცულობდნენ, მაგრამ OG ლექციებსაც უკითხავდა მათ „მსოფლიოს საქმეებზე და საიდუმლო სამთავრობო ოპერაციებზე“.„ვაშინგტონ პოსტის“ განმარტებით, OG-ს მიერ გამოქვეყნებული გაშიფრული დოკუმენტები „ეხებოდა ისეთ დელიკატურ თემებს, რომელთა ნახვაც მხოლოდ მრავალი თვის განმავლობაში შესწავლილ ადამიანებს შეეძლოთ“.გარდა ამისა, Discord-ის ჩატის ორმა წევრმა „ვაშინგტომ პოსტს“ განუცხადა, რომ OG-ს ნამდვილი სახელიც იციან და ასევე საცხოვრებელი შტატიც, თუმცა ამ ინფორმაციის გამჟღავნებაზე უარი თქვეს. ერთ-ერთი მოსაუბრის თქმით, OG დაახლოებით 20 წლისაა.Washington Post-ის ცნობით, ჩატის ერთ-ერთმა წევრმა მათ გადასცა ვიდეო, რომელზეც, მისი მტკიცებით, აღბეჭდილია OG. ეს უკანასკნელი „სასროლეთზე დგას დამცავი სათვალეებითა და ყურსაცმებით და ხელში შაშხანა უჭირავს. შემდეგ ის კამერის წინ რასისტულ და ანტისემიტურ, შეურაცხმყოფელ ლოზუნგებს ისვრის და რამდენჯერმე ესვრის სამიზნეს“. აშშ-ის დაზვერვის საიდუმლო მასალები, რომლებიც, მათ შორის, უკრაინის ჯარების მდგომარეობას და აშშ-ისა და ნატოს გეგმებს აღწერს, თავდაპირველად ინტერნეტ-პორტალ Discord-ზე გამოქვეყნდა თებერვალ-მარტში. საუბარია 100-ზე მეტ მასალაზე, რომელთა გაჟონვის წყაროს ძებნა უკვე დაიწყო პენტაგონმა. აშშ-ის თავდაცვის მდივან ლოიდ ოსტინის განცხადებით, პენტაგონი „ყველა ქვას გადააბრუნებს“ და მაინც დაადგენს, ვინ გამოაქვეყნა საიდუმლო მასალები.Discord-მა უკვე გაავრცელა განცხადება, რომ თანამშრომლობს სამართალდამცელ ორგანოებთან და შემდგომ კომენტარებზე უარი თქვა. წყარო: Washington Post
აშშ
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0b/0e/250041437_170:0:2901:2048_1920x0_80_0_0_85a66216abff867a53e95f9dfa5f7afb.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
პენტაგონის საიდუმლო მასალების გაჟონვა, აშშ , პოლიტიკა, ახალი ამბები, მსოფლიოს ახალი ამბები
პენტაგონის საიდუმლო მასალების გაჟონვა, აშშ , პოლიტიკა, ახალი ამბები, მსოფლიოს ახალი ამბები
თბილისი, 13 აპრილი — Sputnik. აშშ-ის საიდუმლო დოკუმენტების გაჟონვის უკან დგას ადამიანი, რომელიც ერთ-ერთ სამხედრო ბაზაზე მუშაობდა და დოკუმენტებიც სწორედ იქ მიიღო, იუწყება გაზეთი Washington Post ონლაინ პლატფორმა Discord-ის დახურული ჩატის წევრზე დაყრდნობით, სადაც გამოქვეყნდა კიდეც აღნიშნული მასალები თავდაპირველად.
წყარომ გამოცემას აცნობა, რომ ეს „ახალგაზრდა ქარიზმატული, იარაღის ენთუზიასტი“ მამაკაცია, რომელმაც მკაცრად გასაიდუმლოებული დოკუმენტები პანდემიის დროს შექმნილი ჩატის „შორი ნაცნობების ჯგუფს გაუზიარა“.
როგორც გაზეთი წერს, Discord-ზე შექმნილი ჩატი „იარაღის, სამხედრო აღჭურვილობისა და ღმერთის მოყვარულ“ ოცამდე ადამიანს, ძირითადად მამაკაცებსა და ბიჭებს აერთიანებს, რომლებიც სხვადასხვა ინფორმაციას უზიარებდნენ ერთმანეთს.
„მაგრამ მათ არ მიუქცევიათ განსაკუთრებული ყურადღება, როდესაც ერთ-ერთმა წევრმა, რომელსაც ზოგი OG-დ მოიხსენიებს, უცნაური აკრონიმებითა და ჟარგონებით სავსე შეტყობინება გამოაქვეყნა. როგორც ერთ-ერთმა წევრმა აგვიხსნა – ტექსტი უცნობ სიტყვებს შეიცავდა და ცოტა თუ წაიკითხავდა გრძელ წერილსო“, — წერს „ვაშინგტონ პოსტი“ წყაროზე დაყრდნობით, რომელიც ყურადღებით ეცნობოდა OG-ს შეტყობინებებს.
მისი თქმით, როგორც ჩანს, „ეს თითქმის სიტყვა სიტყვით გაშიფრული სადაზვერვო სტენოგრამები იყო, რომლებსაც ის რეგულარულად აქვეყნებდა რამდენიმე თვის განმავლობაში“.
როგორც OG წერდა, მან ეს დოკუმენტები შინ „სამხედრო ბაზიდან“ მიიტანა (წყარომ არ დააკონკრეტა, რომელ ბაზაზეა საუბარი), სადაც ის მუშაობდა. მისი თქმით, ეს არის დაცული ობიექტი, სადაც მობილური ტელეფონებისა და სხვა ისეთი მოწყობილობების გამოყენება, რომლებითაც საიდუმლო ინფორმაციის დოკუმენტირებაა შესაძლებელი, მკაცრადაა აკრძალული. ამიტომ მან ზოგი დოკუმენტის ანოტაცია ხელით შეადგინა და საქმეში ჩაუხედავი ადამიანებისთვის უცნობი სადაზვერვო ტერმინები თარგმნა, რათა Discord-ელებისთვის გაეზიარებინა ისინი.
როგორც ირკვევა, ჩატის წევრები ძირითადად უმნიშვნელო თემებზე საუბრობდნენ, ხუმრობდნენ, ერთად უყურებდნენ ფილმებს და ლოცულობდნენ, მაგრამ OG ლექციებსაც უკითხავდა მათ „მსოფლიოს საქმეებზე და საიდუმლო სამთავრობო ოპერაციებზე“.
„ის ჭკვიანი ადამიანია. რა თქმა უნდა, იცოდა რასაც აკეთებდა, როცა დოკუმენტებს აქვეყნებდა. ეს არ ყოფილა რაღაც შემთხვევითი გაჟონვა“, — უთხრა გაზეთს წყარომ.
„ვაშინგტონ პოსტის“ განმარტებით, OG-ს მიერ გამოქვეყნებული გაშიფრული დოკუმენტები „ეხებოდა ისეთ დელიკატურ თემებს, რომელთა ნახვაც მხოლოდ მრავალი თვის განმავლობაში შესწავლილ ადამიანებს შეეძლოთ“.
„წყაროს თქმით, შემოდიოდა ზესაიდუმლო ანგარიშები მაღალჩინოსანი პოლიტიკური ლიდერების ადგილსამყოფელისა და გადაადგილების თაობაზე, ასევე შეიარაღებული ძალების შესახებ ტაქტიკური ცნობები, გეოპოლიტიკური ანალიზი, მოსაზრებები უცხოეთის მთავრობების არჩევნებში ჩარევის თაობაზე“, — წერს გამოცემა.
გარდა ამისა, Discord-ის ჩატის ორმა წევრმა „ვაშინგტომ პოსტს“ განუცხადა, რომ OG-ს ნამდვილი სახელიც იციან და ასევე საცხოვრებელი შტატიც, თუმცა ამ ინფორმაციის გამჟღავნებაზე უარი თქვეს. ერთ-ერთი მოსაუბრის თქმით, OG დაახლოებით 20 წლისაა.
Washington Post-ის ცნობით, ჩატის ერთ-ერთმა წევრმა მათ გადასცა ვიდეო, რომელზეც, მისი მტკიცებით, აღბეჭდილია OG. ეს უკანასკნელი „სასროლეთზე დგას დამცავი სათვალეებითა და ყურსაცმებით და ხელში შაშხანა უჭირავს. შემდეგ ის კამერის წინ რასისტულ და ანტისემიტურ, შეურაცხმყოფელ ლოზუნგებს ისვრის და რამდენჯერმე ესვრის სამიზნეს“.
აშშ-ის დაზვერვის საიდუმლო მასალები, რომლებიც, მათ შორის, უკრაინის ჯარების მდგომარეობას და აშშ-ისა და ნატოს გეგმებს აღწერს, თავდაპირველად ინტერნეტ-პორტალ Discord-ზე გამოქვეყნდა თებერვალ-მარტში. საუბარია 100-ზე მეტ მასალაზე, რომელთა გაჟონვის წყაროს ძებნა უკვე დაიწყო პენტაგონმა. აშშ-ის თავდაცვის მდივან ლოიდ ოსტინის განცხადებით, პენტაგონი „ყველა ქვას გადააბრუნებს“ და მაინც დაადგენს, ვინ გამოაქვეყნა საიდუმლო მასალები.
Discord-მა უკვე გაავრცელა განცხადება, რომ თანამშრომლობს სამართალდამცელ ორგანოებთან და შემდგომ კომენტარებზე უარი თქვა.