როგორ შევღებოთ კვერცხები ნაირფრად და ბუნებრივად: მარტივი ვიდეოგაკვეთილი

გამოწერა
თუ გსურთ სააღდგომოდ სხვადასხვაფრად შეღებილი კვერცხებით დაამშვენოთ სადღესასწაულო სუფრა, იხილეთ "Sputnik-საქართველოს" ვიდეო.
კულინარი ნათია მონტგომერი გასწავლით, როგორც მოამზადოთ წითელი, ყვითელი, ლურჯი თუ მწვანე ბუნებრივი საღებავები, რომლებიც აბსოლუტურად უვნებელია ბავშვებისთვისაც კი.
საღებავების მოსამზადებლად დაგჭირდებათ:
ღია წითელი ფერისთვის: დაჭრილი ჭარხალი - 2 ცალი;
ცისფრისთვის: წითელი კომბოსტო - ნახევარი თავი;
ყვითლისთვის: ზაფრანა - 2 სუფრის კოვზი და ფორთოხლის კანი;
მწვანისთვის: ისპანახის ფოთლები - 200 გრამი;
ყავისფრისთვის: კაკლის უღელი - ნახევარი ჩაის ჭიქა;
ოქროსფრისთვის: ყავისფერი ხახვის ფოჩები - 50 გრამი.
ზემოთ ჩამოთვლილი ინგრედიენტი მოათავსეთ ქვაბში ცალ-ცალკე, დაასხით ნახევარი ლიტრი წყალი, დაამატეთ თითო სუფრის კოვზი ძმარი და ხარშეთ 30 წუთის განმავლობაში.
სუფთა ფერის მისაღებად გადაწურეთ ნახარში, გააცივეთ და ჩაალაგეთ კვერცხები. ადუღეთ 20–30 წუთის განმავლობაში.
რომ ადუღდება, გამორთეთ და დატოვეთ კვერცხები ქვაბში რამდენიმე საათის განმავლობაში. რაც უფრო მეტხანს დატოვებთ კვერცხებს ფერის სითხეში, მით უფრო მუქი გამოგივათ.
ამასთან უნდა გაითვალისწინოთ ზოგადი რჩევები, რომლებიც ასე გამოიყურება:
კვერცხი შეღებვამდე ერთი საათით ადრე უნდა გამოიღოთ მაცივრიდან. ოთახის ტემპერატურის კვერცხი ხარშვისას არ გასკდება.
იმისთვის, რომ საღებავი თანაბრად დაედოს კვერცხს, აუცილებელია გულდასმით გარეცხოთ.
იმისთვის, რომ მოხარშული კვერცხი კარგად გაიფცქვნას, მდუღარიდან ამოღების შემდეგ ცივ წყალში უნდა ჩააწყოთ.
იმისთვის, რომ შეღებილი კვერცხი ლაპლაპა იყოს, კარგად უნდა გაამშრალოთ და ზეთით გააპრიალოთ.
ყველა ახალი ამბავი
0