მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

მოსალოდნელია ანგარიშების დახურვა: შვეიცარიის ბანკები რუს კლიენტებს აფრთხილებენ

© courtesy of Credit Suisse
  - Sputnik საქართველო, 1920, 13.04.2023
გამოწერა
თბილისი, 13 აპრილი — Sputnik. შვეიცარიული ბანკები რუს კლიენტებს აფრთხილებენ, რომ ანგარიშებს დაუხურავენ, თუ ისინი რუსეთის ბიუჯეტში გადაიხდიან გადასახადებს, იუწყება RBC რუს კლიენტებთან მომუშავე ორ ადვოკატზე და ასევე საბანკო სექტორში არსებულ წყაროზე დაყრდნობით.
როგორც შვეიცარიული იურიდიული ბიურო LEOLEX-ის პარტნიორმა რომან კუდინოვმა აცნობა სააგენტოს, ეს ყველაფერი ერთი თვის წინ დაიწყო UBS-ისა და Сredit Suisse-ის ბანკების კლიენტებიდან.

„ჩვენს საადვოკატო ბიუროს ათამდე ადამიანმა მომართა, რომლებსაც ბანკის თანამშრომლებმა არაოფიციალურად დაურეკეს და გააფრთხილეს, რომ თუ ისინი კვლავაც დარჩებიან რუსეთში მდებარე კომპანიების მფლობელებად და გადასახადების გადამხდელებად, ბანკს მათი ანგარიშების დახურვა მოუწევს. თუმცა ოფიციალური ქმედებები ამას ჯერ არ მოჰყოლია“, — განმარტა კუდინოვმა.

მისი თქმით, ბანკები ამ გადაწყვეტილებას იმით ხსნიან, რომ ასეთი კლიენტები გადასახადებს უხდიან სახელმწიფოს, „რომელიც უკრაინაში ვითარების დესტაბილიზაციას ახდენს“. ჯერჯერობით ბანკების ქმედებები შერჩევითია და მასიურ ხასიათს არ ატარებს.
თუმცა, როგორც კიდევ ერთმა შვეიცარიელმა ადვოკატმა აცნობა RBC-ს, მისი კლიენტები უკვე შეეჯახნენ ანგარიშების დახურვის პრობლემას რუსეთის ბიუჯეტში გადასახადების შეტანის გამო. საბანკო სექტორში არსებული წყაროს თქმით, ეს შესაძლოა ყოფილიყვნენ ბანკ UBS-ის კლიენტები.
მანამდე, თებერვალში ბანკმა Credit Suisse-მა 20 მილიარდი დოლარის რუსული აქტივები გაყინა, რაც შვეიცარიაში არსებული რუსული აქტივების მთელი მოცულობის თითქმის მესამედია.
წყარო: RBC
ყველა ახალი ამბავი
0