სამარყანდში რუსეთის, ჩინეთის, პაკისტანისა და ირანის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაა

© photo: Sputnik / Zafar Khalilov / გადასვლა მედიაბანკში
  - Sputnik საქართველო, 1920, 13.04.2023
გამოწერა
თბილისი, 13 აპრილი — Sputnik. რუსეთის, ჩინეთის, ირანისა და პაკისტანის საგარეო საქმეთა მინისტრები უზბეკეთის ქალაქ სამარყანდში შეხვედრას მართავენ, იუწყება „რია ნოვოსტი“.
სერგეი ლავროვი, ცინ განი, ჰოსეინ ამირ აბდოლაჰიანი და რაბანი ხარი ერთმანეთს დახურულ ფორმატში ხვდებიან.
სამარყანდი ავღანეთის მეზობელი ქვეყნების მინისტერიალს მასპინძლობს რუსეთის, ჩინეთის, ირანის, პაკისტანის, ტაჯიკეთის, თურქმენეთისა და უზბეკეთის საგარეო საქმეთა მინისტრების მონაწილეობით.

„მხარეები განიხილავენ შემდგომ ნაბიჯებს ავღანეთის პოლიტიკური დარეგულირების, ქვეყანაში ჰუმანიტარული და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის სტაბილიზაციის ხელშესაწყობად“, — წერს „რია ნოვოსტი“.

გარდა ამისა, სააგენტოს ცნობით, მინისტრები ასევე იმსჯელებენ რეგიონული ეკონომიკური ინტეგრაციის განვითარებასა და ქაბულის მონაწილეობით სატრანსპორტო და ენერგეტიკული პროექტების განხორციელებაზე.
ყველა ახალი ამბავი
0