https://sputnik-georgia.com/20230413/saqartvelos-saxelmwifo-servisebis-ganvitarebis-saagentom-evropuli-ariareba-moipova-276717799.html
საქართველოს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ ევროპული აღიარება მოიპოვა
საქართველოს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ ევროპული აღიარება მოიპოვა
Sputnik საქართველო
ამჟამად სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო რეგიონში ერთადერთი უწყებაა, რომელიც ევროპული რეგულაციების მოთხოვნების გათვალისწინებით არის სერტიფიცირებული. 13.04.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-04-13T22:05+0400
2023-04-13T22:05+0400
2023-04-13T23:08+0400
ახალი ამბები
საქართველო
საზოგადოება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/06/01/251894965_0:157:3000:1845_1920x0_80_0_0_c943c93008ba019f22f9345bdad3187c.jpg
თბილისი, 13 აპრილი — Sputnik. იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ წარმატებით გაიარა შესაბამისობის სერტიფიცირება და მისი საქმიანობა უკვე შეესაბამება ევროკავშირში მოქმედ eIDAS-ის რეგულაციას და ევროპული ტელეკომუნიკაციების ინსტიტუტის (ETSI) სტანდარტებს, იუწყება სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს პრესსამსახური.ამჟამად სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო რეგიონში ერთადერთი უწყებაა, რომელიც ევროპული რეგულაციების მოთხოვნების გათვალისწინებით არის სერტიფიცირებული.eIDAS-ის რეგლამენტი განსაზღვრავს ელექტრონული იდენტიფიკაციის, სანდო და კვალიფიციური სანდო მომსახურების წესებს, რომლებიც სავალდებულოა ევროკავშირის წევრი ქვეყნებისთვის.„ევროკავშირის სტანდარტებთან შესაბამისობა საფუძველს ქმნის ქართული კომპანიებისთვის გააფართოვონ საქმიანობა ევროკავშირის ბაზარზე, უზრუნველყონ ეკონომიკური პროცესების მოქნილობა და შეამცირონ დანახარჯები“, - ნათქვამია განცხადებაში.საქართველოს აქვს თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი ევროკავშირის ქვეყნებთან, ამასთან ევროკავშირის ქვეყნები პრიორიტეტულია ქართული პროდუქციის ექსპორტის განვითარების მიმართულებით.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/06/01/251894965_166:0:2835:2002_1920x0_80_0_0_fad0e9faf7717f00b6274a1adc1a9434.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება
ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება
საქართველოს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ ევროპული აღიარება მოიპოვა
22:05 13.04.2023 (განახლებულია: 23:08 13.04.2023) ამჟამად სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო რეგიონში ერთადერთი უწყებაა, რომელიც ევროპული რეგულაციების მოთხოვნების გათვალისწინებით არის სერტიფიცირებული.
თბილისი, 13 აპრილი — Sputnik. იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ წარმატებით გაიარა შესაბამისობის სერტიფიცირება და მისი საქმიანობა უკვე შეესაბამება ევროკავშირში მოქმედ eIDAS-ის რეგულაციას და ევროპული ტელეკომუნიკაციების ინსტიტუტის (ETSI) სტანდარტებს, იუწყება სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს პრესსამსახური.
ამჟამად სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო რეგიონში ერთადერთი უწყებაა, რომელიც ევროპული რეგულაციების მოთხოვნების გათვალისწინებით არის სერტიფიცირებული.
„eIDAS რეგულაციასა და ETSI სტანდარტებთან შესაბამისობის საერთაშორისო აუდიტის წარმატებით გავლის შემდეგ, სააგენტომ დააკმაყოფილა კვალიფიციური სანდო მომსახურების მიმწოდებლისთვის აუცილებელი პირობები, რითაც დაადასტურა, რომ მის მიერ მიწოდებული სერვისები სრულად შეესაბამება ევროკავშირის კანონმდებლობის მოთხოვნებს“, - ნათქვამია განცხადებაში.
eIDAS-ის რეგლამენტი განსაზღვრავს ელექტრონული იდენტიფიკაციის, სანდო და კვალიფიციური სანდო მომსახურების წესებს, რომლებიც სავალდებულოა ევროკავშირის წევრი ქვეყნებისთვის.
„ევროკავშირის სტანდარტებთან შესაბამისობა საფუძველს ქმნის ქართული კომპანიებისთვის გააფართოვონ საქმიანობა ევროკავშირის ბაზარზე, უზრუნველყონ ეკონომიკური პროცესების მოქნილობა და შეამცირონ დანახარჯები“, - ნათქვამია განცხადებაში.
საქართველოს აქვს თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი ევროკავშირის ქვეყნებთან, ამასთან ევროკავშირის ქვეყნები პრიორიტეტულია ქართული პროდუქციის ექსპორტის განვითარების მიმართულებით.