საფრანგეთის საელჩომ ძვლებიანი ამანათი მიიღო: დაწყებულია გამოძიება

© Pixabay / ha11ok
  - Sputnik საქართველო, 1920, 13.04.2023
გამოწერა
თბილისი, 13 აპრილი — Sputnik. რუსეთში საფრანგეთის საელჩოს თანამშრომლებმა მიიღეს ამანათი, რომელშიც ძვლები ეწყო, იუწყება რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო TASS.
სააგენტოს ცნობით, აღნიშნული ფაქტის შესახებ, რომელიც 12 აპრილს მოხდა, სამართალდამცველებისგან შეიტყვეს.
გავრცელებული ინფორმაციით, საელჩოს თანამშრომლებს ამანათი არ გაუხსნიათ — ის სკანერზე გაატარეს და აღმოაჩინეს, რომ მასში ძვლები ეწყო. ოღონდ ვერ მიხვდნენ, ეს ცხოველის ძვლები იყო თუ ფრინველისა. ამის შემდეგ პოლიცია გამოიძახეს.

„წინასწარი ინფორმაციით, ეს ცხოველის ძვლებია. ამანათი პაკეტში იყო შეფუთული. დაწყებულია შემოწმება ამანათის გამომგზავნის ვინაობის დასადგენად“, — წერს სააგენტო სამართალდამცველებზე დაყრდნობით.

სხვა მედიასაშუალებების ინფორმაციით, ამანათი ყირიმის ქალაქ სუდაკიდან გაგზავნა პირმა, რომელიც თავს პიერ ნოტარიანის უწოდებს. აღინიშნება, რომ მას უკვე აქვს ჩადენილი მსგავსი ქმედება გასული წლის ზაფხულში.
ყველა ახალი ამბავი
0