სააღდგომო პასკა-2023: ფასები თბილისში

© Pixabay / guanabarinoსააღდგომო პასკა
სააღდგომო პასკა - Sputnik საქართველო, 1920, 13.04.2023
გამოწერა
ფასები ნახევარკილოგრამიან პასკებზე ქსელურ მაღაზიებში, რომლებიც, მათ შორის, საკუთარ საკონდიტრო ნაწარმს ყიდიან, საშუალოდ 5,50 ლარიდან იწყება.
თბილისი, 13 აპრილი – Sputnik. თბილისის ქსელურ სასურსათო მაღაზიებსა და საკონდიტროებში ფასები სხვადასხვა სახის სააღდგომო პასკებზე ძალიან განსხვავდება.
მართლმადიდებელი ქრისტიანების სააღდგომო სუფრის მთავარი ატრიბუტის მომზადება საკმაოდ დიდ დროსა და შრომას მოითხოვს, ამიტომ ბევრი ადამიანი უპირატესობას მზა პასკებს ანიჭებს.
ნახევარკილოგრამიანი სააღდგომო პასკების ფასები ქსელურ მაღაზიებში, რომლებიც ყიდიან როგორც საკუთარ საკონდიტრო ნაწარმს, ასევე საცხობების პასკებს, საშუალოდ 5,5 ლარიდან იწყება. საუბარია ჩვეულებრივ, ქიშმიშიან პასკაზე. ხოლო ისეთი პასკები, რომლებსაც ურევია ჩირი, შოკოლადი და სხვა ტკბილეული, 3-4-ჯერ უფრო ძვირიც ღირს.
იტალიიდან შემოტანილი ნახევარკილოგრამიანი სააღდგომო „პანეტონე“ საშუალოდ 15-20 ლარი ღირს.
ცნობილი საკონდიტროები და კაფეები მომხმარებლებს სთავაზობენ ძირითადად კილოგრამიან პასკებს, რომლებიც დაახლოებით 30 ლარი ღირს.
ხაჭოს პასკა: დეტალური ვიდეორეცეპტი ნათია მონტგომერისგან >>
მოდის მიმდევრებისთვის არსებობს მსოფლიოში ცნობილი ბრენდების პასკები, მათი ფასები 49-149 ლარის ფარგლებში მერყეობს.
„Sputnik-საქართველოს“ გათვლებით, ერთკილოგრამიანი პასკის სახლის პირობებში გამოცხობა დაახლოებით 11 ლარი დაჯდება.
წელს ბრწყინვალე აღდგომის დღესასწაული 16 აპრილს აღინიშნება.
ყველა ახალი ამბავი
0