https://sputnik-georgia.com/20230413/mamakacma-wadrakis-sempionatsi-qalurad-gadacmulma-iaspareza-276706885.html
გამარჯვება გაუბათილდა: მამაკაცმა ჭადრაკის ჩემპიონატში ქალურად გადაცმულმა იასპარეზა
გამარჯვება გაუბათილდა: მამაკაცმა ჭადრაკის ჩემპიონატში ქალურად გადაცმულმა იასპარეზა
Sputnik საქართველო
თბილისი, 13 აპრილი — Sputnik. კენიის ჭადრაკის ღია ჩემპიონატში მამაკაცმა ქალის სახელით და ქალურად გადაცმულმა მიიღო მონაწილეობა, თუმცა მისი ტყუილი გამოაშკარავდა... 13.04.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-04-13T18:58+0400
2023-04-13T18:58+0400
2023-07-20T15:51+0400
მსოფლიო დღეს
აფრიკა
ახალი ამბები
სპორტი
შემთხვევები
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23936/15/239361517_0:189:3089:1927_1920x0_80_0_0_bfb35888de4cfaffa084e6cdefd98986.jpg
თბილისი, 13 აპრილი — Sputnik. კენიის ჭადრაკის ღია ჩემპიონატში მამაკაცმა ქალის სახელით და ქალურად გადაცმულმა მიიღო მონაწილეობა, თუმცა მისი ტყუილი გამოაშკარავდა და ყველა გამარჯვება გაუბათილდა, იუწყება Chess.com.გავრცელებული ინფორმაციით, ჩემპიონატის ქალთა სექციაში მონაწილეობის მისაღებად მამაკაცი მილისენტ ავუორის სახელით დარეგისტრირდა. შეჯიბრზე ის ტრადიციული მუსლიმური სამოსითა და ნიქაბით დადიოდა, საიდანაც მხოლოდ სათვალე უჩანდა. ამასთან ის არავის ელაპარაკებოდა, ხოლო კითხვებს წერილობით პასუხობდა.ტურნირის მიმდინარეობისას მან ორჯერ დაამარცხა ყოფილი ჩემპიონი გლორია ჯუმბა და უგანდის უძლიერესი ქალი მოჭადრაკე ამპირა შაკირა, რამაც მსაჯებს ეჭვი გაუჩინა.როგორც ტურნირის მთავარმა მსაჯმა ენტონი კიონგამ განმარტა, თავდაპირველად მათ ეგონათ, რომ საქმე ორთოდოქს მუსლიმ ქალთან ჰქონდათ. თუმცა დროთა განმავლობაში მსაჯებმა შენიშნეს, რომ მდუმარე მოჭადრაკეს ქალისთვის დამახასიათებელი სირულის მანერა არ ჰქონდა და თანაც მამაკაცის ფეხსაცმელებს იცვამდა.მეოთხე პარტიის შემდეგ მოთამაშე ცალკე ოთახში გადაიყვანეს, სადაც პირადობის მოწმობა მოსთხოვეს. აღმოჩნდა, რომ ეს ნაირობის უნივერსიტეტის სტუდენტი იყო, რომელმაც ქალურად გადაცმა ტურნირის მთავარი პრიზის — 3815 დოლარის მოსაპოვებლად გადაწყვიტა.სტუდენტის სამწუხაროდ, მის გეგმებს ასრულება არ ეწერა — მსაჯებმა ის ტურნირს ჩამოაშორეს.
აფრიკა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23936/15/239361517_135:0:2954:2114_1920x0_80_0_0_cb89e7a922b024d449f9fc2c6087a01d.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
აფრიკა , ახალი ამბები, სპორტი, შემთხვევები, მსოფლიოს ახალი ამბები
აფრიკა , ახალი ამბები, სპორტი, შემთხვევები, მსოფლიოს ახალი ამბები
თბილისი, 13 აპრილი — Sputnik. კენიის ჭადრაკის ღია ჩემპიონატში მამაკაცმა ქალის სახელით და ქალურად გადაცმულმა მიიღო მონაწილეობა, თუმცა მისი ტყუილი გამოაშკარავდა და ყველა გამარჯვება გაუბათილდა, იუწყება Chess.com.
გავრცელებული ინფორმაციით, ჩემპიონატის ქალთა სექციაში მონაწილეობის მისაღებად მამაკაცი მილისენტ ავუორის სახელით დარეგისტრირდა. შეჯიბრზე ის ტრადიციული მუსლიმური სამოსითა და ნიქაბით დადიოდა, საიდანაც მხოლოდ სათვალე უჩანდა. ამასთან ის არავის ელაპარაკებოდა, ხოლო კითხვებს წერილობით პასუხობდა.
ტურნირის მიმდინარეობისას მან ორჯერ დაამარცხა ყოფილი ჩემპიონი გლორია ჯუმბა და უგანდის უძლიერესი ქალი მოჭადრაკე ამპირა შაკირა, რამაც მსაჯებს ეჭვი გაუჩინა.
როგორც ტურნირის მთავარმა მსაჯმა ენტონი კიონგამ განმარტა, თავდაპირველად მათ ეგონათ, რომ საქმე ორთოდოქს მუსლიმ ქალთან ჰქონდათ. თუმცა დროთა განმავლობაში მსაჯებმა შენიშნეს, რომ მდუმარე მოჭადრაკეს ქალისთვის დამახასიათებელი სირულის მანერა არ ჰქონდა და თანაც
მამაკაცის ფეხსაცმელებს იცვამდა.მეოთხე პარტიის შემდეგ მოთამაშე ცალკე ოთახში გადაიყვანეს, სადაც პირადობის მოწმობა მოსთხოვეს. აღმოჩნდა, რომ ეს ნაირობის უნივერსიტეტის სტუდენტი იყო, რომელმაც ქალურად გადაცმა ტურნირის მთავარი პრიზის — 3815 დოლარის მოსაპოვებლად გადაწყვიტა.
სტუდენტის სამწუხაროდ, მის გეგმებს ასრულება არ ეწერა — მსაჯებმა ის ტურნირს ჩამოაშორეს.