https://sputnik-georgia.com/20230413/--------276702720.html
თაღლითობა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია: გამოვლენილია დანაშაულებრივი ჯგუფი
თაღლითობა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია: გამოვლენილია დანაშაულებრივი ჯგუფი
Sputnik საქართველო
დანაშაული ექვსიდან ცხრა წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 13.04.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-04-13T18:35+0400
2023-04-13T18:35+0400
2023-04-13T21:45+0400
საქართველო
საქართველოს პროკურატურა
კრიმინალი საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/03/0a/275683360_0:0:3078:1731_1920x0_80_0_0_ea0605225bdcd8aa87b23505245ad6a7.jpg
თბილისი, 13 აპრილი – Sputnik. საქართველოს პროკურატურამ სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების მოტყუებით დაუფლებისა და ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გამოყენების ფაქტებზე ოთხ პირს ბრალდება წარუდგინა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცლებულ განცხადებაში.გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულები 2020-2021 წლებში სხვადასხვა სამეწარმეო სუბიექტის სახელსა და ყალბ საგადასახადო დოკუმენტებს იყენებდნენ, რისი საშუალებითაც სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილ თითქმის ნახევარ მილიონ ლარს დაეუფლნენ.კერძოდ, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები ფლობდნენ „უმოქმედო კომპანიებს“ და ქმნიდნენ ე.წ. დღგ-ის ფიქტიურ აქტივს, რომელსაც სახელმწიფოს წინაშე არსებული საგადასახადო ვალდებულებების დასაფარად იყენებდნენ.სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩამდენი ორი პირი სასამართლოს განჩინების საფუძველზე 7 აპრილს დააკავეს.აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდება ოთხ პირს წარედგინა სსკ-ის 185-ე (წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ქონების მესაკუთრის მოტყუებით დიდი ოდენობით ქონებრივი დაზიანება), 210-ე (ჯგუფურად ყალბი საგადასახადო დოკუმენტების გამოყენების მიზნით დამზადება და გამოყენება) და 180-ე (თაღლითობა, ე.ი. წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი დიდი ოდენობით ნივთის დაუფლება მოტყუებით) მუხლებით.პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლომ ორ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა, ხოლო კიდევ ორ პირს – გირაო და საზღვრის კვეთის აკრძალვა შეუფარდა.სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/03/0a/275683360_347:0:3078:2048_1920x0_80_0_0_f528f1cb9336bda6b8da9506118c8447.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს პროკურატურა, კრიმინალი საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს პროკურატურა, კრიმინალი საქართველოში, ახალი ამბები
თაღლითობა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია: გამოვლენილია დანაშაულებრივი ჯგუფი
18:35 13.04.2023 (განახლებულია: 21:45 13.04.2023) დანაშაული ექვსიდან ცხრა წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
თბილისი, 13 აპრილი – Sputnik. საქართველოს პროკურატურამ სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების მოტყუებით დაუფლებისა და ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გამოყენების ფაქტებზე ოთხ პირს ბრალდება წარუდგინა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცლებულ განცხადებაში.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულები 2020-2021 წლებში სხვადასხვა სამეწარმეო სუბიექტის სახელსა და ყალბ საგადასახადო დოკუმენტებს იყენებდნენ, რისი საშუალებითაც სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილ თითქმის ნახევარ მილიონ ლარს დაეუფლნენ.
კერძოდ, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები ფლობდნენ „უმოქმედო კომპანიებს“ და ქმნიდნენ ე.წ. დღგ-ის ფიქტიურ აქტივს, რომელსაც სახელმწიფოს წინაშე არსებული საგადასახადო ვალდებულებების დასაფარად იყენებდნენ.
„ამ გზით ბრალდებულებმა სახელმწიფო ბიუჯეტს 277.823 ლარის ოდენობით ქონებრივი ზიანი მიაყენეს. დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები თანხის დარჩენილ ნაწილს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თავიანთ მფლობელობაში არსებულ საბანკო ანგარიშებზე რიცხავდნენ და ანაღდებდნენ. აღნიშნულის შედეგად ხსენებული პირები სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილ 221.155 ლარს მოტყუებით დაეუფლნენ“, – აღნიშნულია განცხადებაში.
სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩამდენი ორი პირი სასამართლოს განჩინების საფუძველზე 7 აპრილს დააკავეს.
აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდება ოთხ პირს წარედგინა სსკ-ის 185-ე (წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ქონების მესაკუთრის მოტყუებით დიდი ოდენობით ქონებრივი დაზიანება), 210-ე (ჯგუფურად ყალბი საგადასახადო დოკუმენტების გამოყენების მიზნით დამზადება და გამოყენება) და 180-ე (თაღლითობა, ე.ი. წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი დიდი ოდენობით ნივთის დაუფლება მოტყუებით) მუხლებით.
პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლომ ორ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა, ხოლო კიდევ ორ პირს – გირაო და საზღვრის კვეთის აკრძალვა შეუფარდა.
სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.