მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

WSJ: ბაიდენი გერშკოვიჩის მშობლებს ესაუბრა

© photo: Sputnik / Pavel Bednyakov / გადასვლა მედიაბანკში
  - Sputnik საქართველო, 1920, 12.04.2023
გამოწერა
თბილისი, 12 აპრილი — Sputnik. აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ჟურნალისტ ევან გერშკოვიჩის მშობლებს ესაუბრა, რომელიც რუსეთში ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს, იუწყება Wall Street Journal.
გამოცემის ცნობით, პრეზიდენტმა მათ უთხრა, რომ ადმინისტრაცია მათი შვილის რუსეთის ციხიდან გათავისუფლებაზე აქტიურად მუშაობს.
თეთრი სახლის პრეს-მდივან კარინ ჟან-პიერის თქმით, პრეზიდენტმა გერშკოვიჩის ოჯახს მაშინ დაურეკა, როდესაც ბელფასტში მიფრინავდა.

„საუბარში ბაიდენმა მკაფიოდ თქვა, რომ ეროვნული უშიშროების გუნდი იყო და კვლავაც იქნება ორიენტირებული რუსეთში უკანონოდ დაკავებული ევან გერშკოვიჩისა და პოლ უილანის გათავისუფლებაზე, რომელსაც ასევე ჯაშუშობა ედება ბრალად“, – აღნიშნა ჟან-პიერმა.

ევან გერშკოვიჩი რუსეთის სპეცსამსახურებმა გასულ თვეში დააკავეს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, ხოლო პოლ უილანი — აშშ-ის საზღვაო ქვეითთა სამსახურისა და კორპორაციული უსაფრთხოების ყოფილი ხელმძღვანელი რუსეთის ციხეში 2018 წლიდან იმყოფება.
  - Sputnik საქართველო, 1920, 11.04.2023
მსოფლიო დღეს
ვაშინგტონმა გერშკოვიჩი „უსამართლოდ დაკავებულად“ ცნო: რას ითვალისწინებს სტატუსი
ჯო ბაიდენისა და გერშკოვიჩის მშობლების საუბრის შესახებ სხვა დეტალები არ გავრცელებულა. გამოცემა ამას კონფიდენციალურობით განმარტავს.
მანამდე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ევან გერშკოვიჩი რუსეთის მიერ „უსამართლოდ დაკავებულად" ცნო, რაც მძევლის სტატუსს უთანაბრდება და უფლებას აძლევს ვაშინგტონს, გამოიყენოს დამატებითი მექანიზმები ჟურნალისტის გასათავისუფლებლად.
ამასთან, ამ სტატუსის მინიჭება აფართოვებს სახელმწიფო დეპარტამენტის უფლებამოსილებებს მოსკოვზე ზეწოლის, სადაზვერვო მონაცემების მონიტორინგის, დიპლომატიური კოალიციის შექმნისა და საკონსულოებთან რეგულარული წვდომის კუთხით.
ჟურნალისტის საქმე სახელმწიფო დეპარტამენტის იმ განყოფილებას გადაეცემა, რომელიც უცხოეთის ქვეყნებში ამერიკელ მძევალთა და უსამართლოდ დაკავებულთა გათავისუფლების საკითხებზე მუშაობს.
წყარო: Wall Street Journal
ყველა ახალი ამბავი
0