რთული არჩევანი, ანუ ვის უქომაგებს კალაძე?

© Sputnik / Stringerრთული არჩევანი, ანუ ვის უქომაგებს კალაძე?
რთული არჩევანი, ანუ ვის უქომაგებს კალაძე? - Sputnik საქართველო, 1920, 12.04.2023
გამოწერა
იტალიური კლუბი „ნაპოლი“, რომელშიც ქართველი ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია თამაშობს, ოთხშაბათს ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში „მილანს“ დაუპირისპირდება.
თამაში გამორჩეულია იმით, რომ „მილანში“ 2001-2010 წლებში თამაშობდა ცნობილი ქართველი ფეხბურთელი, ამჟამად თბილისის მოქმედი მერი კახა კალაძე. „მილანის“ შემადგენლობაში მას მოგებული აქვს იტალიის ჩემპიონატი, ორჯერ გახდა ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული, თითოჯერ გახდა უეფას სუპერთასისა და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის გამარჯვებული.
ცნობილია, რომ კალაძე კვარაცხელიას დიდი გულშემატკივარია და ამიტომ საინტერესოა, ახლა რომელ გუნდს უქომაგებს დედაქალაქის მერი.
ყველა ახალი ამბავი
0