https://sputnik-georgia.com/20230412/tbilissi-kvebis-obieqtebtan-narcenebis-daxarisxebis-miznit-axali-urnebi-gantavsdeba-276682370.html
თბილისში კვების ობიექტებთან ნარჩენების დახარისხების მიზნით ახალი ურნები განთავსდება
თბილისში კვების ობიექტებთან ნარჩენების დახარისხების მიზნით ახალი ურნები განთავსდება
Sputnik საქართველო
პროექტი საპილოტოა და მისი მიზანი ნარჩენების სეპარირების პროცესებში ბიზნესების ჩართვაა. 12.04.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-04-12T20:59+0400
2023-04-12T20:59+0400
2023-04-12T22:42+0400
ახალი ამბები
საქართველო
თბილისი დღეს
თბილისის მერია
გარემოს დაცვა და ეკოლოგია
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/01/19/250707561_0:160:3072:1888_1920x0_80_0_0_1d723cbaca0ab7680f19fa3e8e765e94.jpg
თბილისი, 12 აპრილი — Sputnik. „თბილსერვის ჯგუფი“ რესტორნებთან, ბარებთან და სწრაფი კვების ობიექტებთან ნარჩენების სეპარირების მიზნით ახალ ნაგვის ურნებს განათავსებს, იუწყება მედიაპლატფორმა BMG.პროექტი საპილოტოა და მისი მიზანი ნარჩენების სეპარირების პროცესებში ბიზნესების ჩართვა და მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებაა.როდის ამოქმედდება პროექტი და რა მოცულობისაა მისი ბიუჯეტი, ჯერჯერობით უცნობია. როგორც „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორი დავით ფაჩულია აცხადებს, ბიზნესთან ზეპირი შეთანხმება უკვე მიღწეულია.პროექტის თანახმად, ცალ-ცალკე იქნება განთავსებული ურნები პლასტიკისთვის, შუშისთვის, მუყაოსთვის.აღინიშნა, რომ ურნები მასიურად არ განთავსდება, მაგრამ დედაქალაქის მასშტაბიდან გამომდინარე პროექტმა შესაძლოა 5% დაფაროს, რაც ცნობიერების ასამაღლებლად მაინც ძალიან მნიშვნელოვანია.მას შემდეგ, რაც კვების ობიექტები ნარჩენების დახარისხებას დაიწყებენ, „თბილსერვის ჯგუფი“ შეკრებს ამას შემდგომი რეალიზაციის მიზნით.2022 წლის სექტემბერში თბილისის მერიამ შეიმუშავა მუნიციპალური ნარჩენების მართვის ხუთწლიანი სამოქმედო გეგმა და სტრატეგია. სტრატეგია აერთიანებს ისეთ საკითხებს, როგორიცაა ნარჩენების სეპარაცია, გადამუშავება და პოლიგონებზე ელექტროენერგიის გამომუშავება. სტრატეგია საკრებულოს ჯერ არ დაუმტკიცებია.წყარო - მედიაპლატფორმა BMG
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/01/19/250707561_171:0:2902:2048_1920x0_80_0_0_013de4788c50511864c5bb8beaf287d6.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, თბილისი დღეს, თბილისის მერია, გარემოს დაცვა და ეკოლოგია
ახალი ამბები, საქართველო, თბილისი დღეს, თბილისის მერია, გარემოს დაცვა და ეკოლოგია
თბილისში კვების ობიექტებთან ნარჩენების დახარისხების მიზნით ახალი ურნები განთავსდება
20:59 12.04.2023 (განახლებულია: 22:42 12.04.2023) პროექტი საპილოტოა და მისი მიზანი ნარჩენების სეპარირების პროცესებში ბიზნესების ჩართვაა.
თბილისი, 12 აპრილი — Sputnik. „თბილსერვის ჯგუფი“ რესტორნებთან, ბარებთან და სწრაფი კვების ობიექტებთან ნარჩენების სეპარირების მიზნით ახალ ნაგვის ურნებს განათავსებს, იუწყება მედიაპლატფორმა BMG.
პროექტი საპილოტოა და მისი მიზანი ნარჩენების სეპარირების პროცესებში ბიზნესების ჩართვა და მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებაა.
როდის ამოქმედდება პროექტი და რა მოცულობისაა მისი ბიუჯეტი, ჯერჯერობით უცნობია. როგორც „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორი დავით ფაჩულია აცხადებს, ბიზნესთან ზეპირი შეთანხმება უკვე მიღწეულია.
პროექტის თანახმად, ცალ-ცალკე იქნება განთავსებული ურნები პლასტიკისთვის, შუშისთვის, მუყაოსთვის.
აღინიშნა, რომ ურნები მასიურად არ განთავსდება, მაგრამ დედაქალაქის მასშტაბიდან გამომდინარე პროექტმა შესაძლოა 5% დაფაროს, რაც ცნობიერების ასამაღლებლად მაინც ძალიან მნიშვნელოვანია.
მას შემდეგ, რაც კვების ობიექტები ნარჩენების დახარისხებას დაიწყებენ, „თბილსერვის ჯგუფი“ შეკრებს ამას შემდგომი რეალიზაციის მიზნით.
2022 წლის სექტემბერში თბილისის მერიამ შეიმუშავა მუნიციპალური ნარჩენების მართვის ხუთწლიანი სამოქმედო გეგმა და სტრატეგია. სტრატეგია აერთიანებს ისეთ საკითხებს, როგორიცაა ნარჩენების სეპარაცია, გადამუშავება და პოლიგონებზე ელექტროენერგიის გამომუშავება. სტრატეგია საკრებულოს ჯერ არ დაუმტკიცებია.