რიაბკოვი: რუსეთმა აშშ-ს ბალისტიკური რაკეტების გაშვების შესახებ აცნობა

  - Sputnik საქართველო, 1920, 12.04.2023
გამოწერა
თბილისი, 12 აპრილი — Sputnik. რუსეთმა შეერთებულ შტატებს აცნობა საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტის საცდელი გაშვების შესახებ, რომელიც კაპუსტინ იარის (ასტრახანი) პოლიგონიდან განხორციელდა, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ სერგეი რიაბკოვმა.

„დიახ, ყველა შეტყობინება საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტებისა და წყალქვეშა ბალისტიკური რაკეტების გაშვების შესახებ ადრინდელ რეჟიმში იგზავნება“, — აღნიშნა რიაბკოვმა პასუხად კითხვაზე, შეატყობინა თუ არა რუსეთმა აშშ-ს საცდელი გაშვების შესახებ 1988 წლის ხელშეკრულების შესაბამისად.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, საკონტინენტთაშორისო ბალისტიკურმა რაკეტამ, რომელიც კაპუსტინ იარის პოლიგონიდან 11 აპრილს გაუშვეს, წარმატებით გაანადგურა ყაზახეთის პოლიგონ სარი-შაგანზე მდებარე იმიტირებული სამიზნე.
როგორც მანამდე განაცხადა სერგეი რიაბკოვმა, NEW START-ის ფარგლებში შეტყობინებების ყველა ფორმა, მათ შორის სატესტო გაშვების შესახებ გაფრთხილებები, შეჩერებულია, თუმცა რუსეთ-ამერიკის 1988 წლის შეთანხმება, რომელიც საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტებისა და წყალქვეშა ბალისტიკური რაკეტების გაშვების შესახებ შეტყობინებას შეეხება, კვლავაც ძალაში რჩება.
რუსეთმა, პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ინიციატივით, 2023 წლის მარტში შეაჩერა მონაწილეობა სტრატეგიული შეტევითი იარაღის შეთანხმება NEW START-ში. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აშშ შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა და ვაშინგტონისგან მოსკოვის მიმართ კურსის რადიკალურად შეცვლა მოითხოვა. ამის პასუხად ვაშინგტონმა უარი თქვა რუსეთისთვის საკუთარი ბირთვული ძალების შესახებ მონაცემების მიწოდებაზე, რაც მანამდე წელიწადში ორჯერ ხდებოდა.
ყველა ახალი ამბავი
0