https://sputnik-georgia.com/20230412/resursi-iwureba-merias-lilos-nagavsayrelis-gafartoeba-surs-276685091.html
რესურსი იწურება - მერიას ლილოს ნაგავსაყრელის გაფართოება სურს
რესურსი იწურება - მერიას ლილოს ნაგავსაყრელის გაფართოება სურს
Sputnik საქართველო
ლილოს პოლიგონის გაფართოებაში 2,5 მლნ ლარის დახარჯვა იგეგმება. 12.04.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-04-12T21:57+0400
2023-04-12T21:57+0400
2023-04-12T23:01+0400
ახალი ამბები
საქართველო
გარემოს დაცვა და ეკოლოგია
თბილისი დღეს
თბილისის მერია
საზოგადოება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23901/46/239014699_0:104:2048:1256_1920x0_80_0_0_b47536e5ae397ff92b51dc943b695243.jpg
თბილისი, 12 აპრილი — Sputnik. ლილოში არსებულ ნაგავსაყრელზე ნარჩენების განთავსებისთვის არსებული რესურსი მხოლოდ სამ თვეს ეყოფა, ამიტომ პოლიგონის გაფართოება იგეგმება, იუწყება მედიაპლატფორმა BMG.ლილოს პოლიგონის გაფართოებაში 2,5 მლნ ლარის დახარჯვა იგეგმება.„თბილსერვის ჯგუფი“ ლილოს ნაგავსაყრელის გაფართოების მიზნით შესყიდვების სააგენტოს გამარტივებული შესყიდვის განხორციელების მიზნით მიმართავს.„თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორი დავით ფაჩულია აცხადებს, რომ ახალი, მეოთხე უჯრედის მშენებლობის დაწყებამდე, სადაც ნარჩენების განთავსება შესაძლებელი იქნება 7-8 თვის შემდეგ, აუცილებლია მე-3 უჯრედის გაფართოება მოხდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში ლილოს ნაგავსაყრელზე 3 თვის შემდეგ ნარჩენის განთავსების პრობლემა დადგება.მისი თქმით, ბოლო წლებში საყოფაცხოვრებო ნარჩენების რაოდენობა გაიზარდა.მხოლოდ დედაქალაქში დღის განმავლობაში 1500 ტონა ნარჩენის შეგროვება ხდება. ამასთან, ფაჩულიას თქმით, 2022 წლის ბოლოდან ლილოს ნაგვსაყრელზე ხდება რუსთავისა და გარდაბნის ნარჩენების შეტანაც, რადგან იქაური ნაგავსაყრელები დახურულია.ჯერ კიდევ 2019 წელს მერიამ გამოაცხადა ლილოს ნაგავსაყრელის გაზის კოლექტორად გადაქცევის გრანდიოზული გეგმები. კონცეფციის მიხედვით, გაზი, რომელიც გამოიყოფა ნარჩენების დაშლის შედეგად, ერთ ადგილზე უნდა დაგროვდეს და არ უნდა ვრცელდებოდეს.როგორც მაშინ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, პროექტის განხორციელება უზრუნველყოფს ნაგავსაყრელის ნორმალურ ფუნქციონირებას, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს ქალაქში გარემოს გაუმჯობესებას.ნაგავსაყრელზე გაზის მოპოვების საწარმოს შექმნის პროექტი ბელგიურ კომპანია „ჯეო კონსულტანტს“ უნდა მოემზადებინა. პროექტი 2021 წელს უნდა განხორციელებულიყო, მაგრამ ეს არ მოხდა.წყარო - მედიაპლატფორმა BMG.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23901/46/239014699_118:0:1931:1360_1920x0_80_0_0_ef10f4d76ac6330f1fe7a0bb8979384b.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, გარემოს დაცვა და ეკოლოგია, თბილისი დღეს, თბილისის მერია, საზოგადოება
ახალი ამბები, საქართველო, გარემოს დაცვა და ეკოლოგია, თბილისი დღეს, თბილისის მერია, საზოგადოება
რესურსი იწურება - მერიას ლილოს ნაგავსაყრელის გაფართოება სურს
21:57 12.04.2023 (განახლებულია: 23:01 12.04.2023) ლილოს პოლიგონის გაფართოებაში 2,5 მლნ ლარის დახარჯვა იგეგმება.
თბილისი, 12 აპრილი — Sputnik. ლილოში არსებულ ნაგავსაყრელზე ნარჩენების განთავსებისთვის არსებული რესურსი მხოლოდ სამ თვეს ეყოფა, ამიტომ პოლიგონის გაფართოება იგეგმება, იუწყება მედიაპლატფორმა BMG.
ლილოს პოლიგონის გაფართოებაში 2,5 მლნ ლარის დახარჯვა იგეგმება.
„თბილსერვის ჯგუფი“ ლილოს ნაგავსაყრელის გაფართოების მიზნით შესყიდვების სააგენტოს გამარტივებული შესყიდვის განხორციელების მიზნით მიმართავს.
„თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორი დავით ფაჩულია აცხადებს, რომ ახალი, მეოთხე უჯრედის მშენებლობის დაწყებამდე, სადაც ნარჩენების განთავსება შესაძლებელი იქნება 7-8 თვის შემდეგ, აუცილებლია მე-3 უჯრედის გაფართოება მოხდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში ლილოს ნაგავსაყრელზე 3 თვის შემდეგ ნარჩენის განთავსების პრობლემა დადგება.
მისი თქმით, ბოლო წლებში საყოფაცხოვრებო ნარჩენების რაოდენობა გაიზარდა.
მხოლოდ დედაქალაქში დღის განმავლობაში 1500 ტონა ნარჩენის შეგროვება ხდება. ამასთან, ფაჩულიას თქმით, 2022 წლის ბოლოდან ლილოს ნაგვსაყრელზე ხდება რუსთავისა და გარდაბნის ნარჩენების შეტანაც, რადგან იქაური ნაგავსაყრელები დახურულია.
ჯერ კიდევ 2019 წელს მერიამ გამოაცხადა ლილოს ნაგავსაყრელის გაზის კოლექტორად გადაქცევის გრანდიოზული გეგმები. კონცეფციის მიხედვით, გაზი, რომელიც გამოიყოფა ნარჩენების დაშლის შედეგად, ერთ ადგილზე უნდა დაგროვდეს და არ უნდა ვრცელდებოდეს.
როგორც მაშინ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, პროექტის განხორციელება უზრუნველყოფს ნაგავსაყრელის ნორმალურ ფუნქციონირებას, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს ქალაქში გარემოს გაუმჯობესებას.
ნაგავსაყრელზე გაზის მოპოვების საწარმოს შექმნის პროექტი ბელგიურ კომპანია „ჯეო კონსულტანტს“ უნდა მოემზადებინა. პროექტი 2021 წელს უნდა განხორციელებულიყო, მაგრამ ეს არ მოხდა.