https://sputnik-georgia.com/20230412/respublikur-saavadmkopos-axali-direqtori-hyavs-276652055.html
პროტესტი დასრულდა - რესპუბლიკურ საავადმყოფოს ახალი დირექტორი ჰყავს
პროტესტი დასრულდა - რესპუბლიკურ საავადმყოფოს ახალი დირექტორი ჰყავს
Sputnik საქართველო
თბილისი, 12 აპრილი — Sputnik. აკადემიკოს ნ. ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის (ე.წ. რესპუბლიკური საავადმყოფოს) ახალი აღმასრულებელი... 12.04.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-04-12T10:40+0400
2023-04-12T10:40+0400
2023-04-12T15:30+0400
საქართველო
ჯანდაცვა საქართველოში
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24791/29/247912949_0:132:3001:1820_1920x0_80_0_0_41b46ccb9bee297c6effee0bebbb7ee8.jpg
თბილისი, 12 აპრილი — Sputnik. აკადემიკოს ნ. ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის (ე.წ. რესპუბლიკური საავადმყოფოს) ახალი აღმასრულებელი დირექტორი თეა თავართქილაძე გახდა, რომლის კანდიდატურასაც კლინიკის თანამშრომლებმა მხარდაჭერა გამოუცხადეს, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა.თავართქილაძემ დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ზაზა ავალიანი შეცვალა. მანამდე კლინიკის მედპერსონალი აპროტესტებდა ძველი შენობის დაგეგმილ დემონტაჟს და ახალი შენობის აშენების გეგმას, ასევე მოითხოვდა ავალიანის თანამდებობიდან გათავისუფლებას.თავართქილაძე ბოლო დრომდე ხელმძღვანელობდა საავადმყოფოს გადაუდებელი მედიცინის განყოფილებას და იყო ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მონაწილე სამედიცინო პერსონალის საპროტესტო აქციებში.მედპერსონალის პროტესტირესპუბლიკური საავადმყოფო 1970-იანი წლების დასაწყისში აშენდა და შენობა ამჟამად სავალალო მდგომარეობაშია. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო კვლევის საფუძველზე წლის ბოლომდე მიიღებს გადაწყვეტილებას შენობის რეკონსტრუქციის ან დემონტაჟის შესახებ.დაგეგმილი სამუშაოები არ შეეხება მხოლოდ შენობის ახალ ნაწილს, რომელშიც ადმინისტრაციული პერსონალის და ზოგიერთი ექიმის კაბინეტები განთავსდება.როგორი იქნება განახლებული რესპუბლიკური საავადმყოფო: ჯანდაცვის სამინისტროს პროექტი>>>საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო 2-2,5 წლის განმავლობაში გეგმავს რესპუბლიკური საავადმყოფოს მაღალტექნოლოგიურ, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის მრავალფუნქციურ საავადმყოფოდ გარდაქმნას.კლინიკის მედპერსონალის ნაწილმა სამუშაოს დაკარგვის შიშის გამო დაგეგმილი მშენებლობა გააპროტესტა.მარტის ბოლოს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის თანამშრომლები დაარწმუნა, რომ ისინი სამუშაოს და ხელფასს შეინარჩუნებენ. თავის მხრივ, ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა განმარტა, რომ თანამშრომლების ნაწილი სხვა კლინიკებში გააგრძელებს მუშაობას, ხოლო ვისი დასაქმებაც ვერ მოხერხდება, ხელფასს მაინც მიიღებს. წლის ბოლომდე, კლინიკის შენობასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღებამდე, ექიმები ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებენ მუშაობას.მედპერსონალის პროტესტის ფონზე კლინიკის კლინიკურმა დირექტორმა ვლადიმერ პაპავამ და ხარისხის მართვის დირექტორმა შორენა კიწმარიშვილმა დაკავებული თანამდებობები დატოვეს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24791/29/247912949_198:0:2801:1952_1920x0_80_0_0_9dec18576d2e1b2c7592a49ae4f1942b.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ჯანდაცვა საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, ჯანდაცვა საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
თბილისი, 12 აპრილი — Sputnik. აკადემიკოს ნ. ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის (ე.წ. რესპუბლიკური საავადმყოფოს) ახალი აღმასრულებელი დირექტორი თეა თავართქილაძე გახდა, რომლის კანდიდატურასაც კლინიკის თანამშრომლებმა მხარდაჭერა გამოუცხადეს, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა.
თავართქილაძემ დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ზაზა ავალიანი შეცვალა. მანამდე კლინიკის მედპერსონალი აპროტესტებდა ძველი შენობის დაგეგმილ დემონტაჟს და ახალი შენობის აშენების გეგმას, ასევე მოითხოვდა ავალიანის თანამდებობიდან გათავისუფლებას.
„ჩემთვის ეს დიდი პასუხისმგებლობაა. სამინისტროსა და კლინიკის თანამშრომლების მხრიდან ძალიან დიდი მხარდაჭერა მაქვს. პროტესტი ამ ეტაპზე შეწყდება და კლინიკა გააგრძელებს მუშაობას“, – განაცხადა თავართქილაძემ.
თავართქილაძე ბოლო დრომდე ხელმძღვანელობდა საავადმყოფოს გადაუდებელი მედიცინის განყოფილებას და იყო ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მონაწილე სამედიცინო პერსონალის საპროტესტო აქციებში.
რესპუბლიკური საავადმყოფო 1970-იანი წლების დასაწყისში აშენდა და შენობა ამჟამად სავალალო მდგომარეობაშია. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო კვლევის საფუძველზე წლის ბოლომდე მიიღებს გადაწყვეტილებას შენობის რეკონსტრუქციის ან დემონტაჟის შესახებ.
დაგეგმილი სამუშაოები არ შეეხება მხოლოდ შენობის ახალ ნაწილს, რომელშიც ადმინისტრაციული პერსონალის და ზოგიერთი ექიმის კაბინეტები განთავსდება.
საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო 2-2,5 წლის განმავლობაში გეგმავს რესპუბლიკური საავადმყოფოს მაღალტექნოლოგიურ, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის მრავალფუნქციურ საავადმყოფოდ გარდაქმნას.
კლინიკის მედპერსონალის ნაწილმა სამუშაოს დაკარგვის შიშის გამო დაგეგმილი მშენებლობა გააპროტესტა.
მარტის ბოლოს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის თანამშრომლები დაარწმუნა, რომ ისინი სამუშაოს და ხელფასს შეინარჩუნებენ. თავის მხრივ, ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა განმარტა, რომ თანამშრომლების ნაწილი სხვა კლინიკებში გააგრძელებს მუშაობას, ხოლო ვისი დასაქმებაც ვერ მოხერხდება, ხელფასს მაინც მიიღებს. წლის ბოლომდე, კლინიკის შენობასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღებამდე, ექიმები ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებენ მუშაობას.
მედპერსონალის პროტესტის ფონზე კლინიკის კლინიკურმა დირექტორმა ვლადიმერ პაპავამ და ხარისხის მართვის დირექტორმა შორენა კიწმარიშვილმა დაკავებული თანამდებობები დატოვეს.